ცივი სუსხიანი ჰაერივით შეერიე ჩემს აზრებს, სისხლს, ემოციებს, განცდებს.
მთელს ტანში დამიარა და გამცრა, აბსოლუტურად უკონტროლოდ და აგრესიულად.
ჰორიზონტს მიღმა კიდევ ჰორიზონტია და ასე დაუსრულებლად, ყოველ ჩასუნთქვაზე ახალ უსაზღვრობას ვამჩნევ!
ყველა აკრძალვა, ჩარჩო, წარმოდგენა, შიში, დაბრკოლება, მთელი აბჯარი წკრიალით მემსხვრევა ზედ.
არც ერთ ამოსუნთქვას არაფერს ვატან თან, ყველაფერი მინდა ჩემში დარჩეს, არ მყოფნის და კიდევ მინდა.
არ ვიცი, თუ შეიძლება პირამდე სავსე ჭურჭელში კიდევ რამე ჩაეტიოს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე კიდევ მინდა, კიდევ შემიძლია.
მზის ათინათი, ხაოიანი ხმა, ანარეკლები, ყველა უჯრედი.
თოვს, ისევ...
მღერი, ვისმენ და ყველაზე ჩუმი ემოციებიც კი ისე ღრიალებენ შეიძლება დავყრუვდე.
გეტყვი და მოვისმენ. დავფიქრდები და თავიდან გეტყვი.
სავსე, სრული და მთლიანი.
1 Comments
საინტერესოა ნამდვილად
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!