მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
31 იანვარი - ისევ ახალი "სახლი"
რა თქმა უნდა უკვე ისე ვართ გაზარმაცებულები, რომ საწოლიდან ფეხის გადმოდგმა გვეზარება, მაგრამ არ ვნებდებით. ისევ ჩავალაგეთ ბარგი, ისევ ავეხვეტეთ საცხოვრებლიდან. გავმუსრეთ ბოლო მარაგი, რაც გვქონდა (ყავა, შვრია და ხილი). დროულად დავჩექაუთდით და თაკარა მზეში დავიწყეთ ქალაქის გადაკვეთა.
გულისგამაწვრილებელი მძღოლები გასაქანს არ გაძლევენ აქაც - Tuk-Tuk lady?? want to see Angkor wat? today? tomorrow? - საოცრებაა, ბოლოს ერთ მძღოლს ისე გავუბრაზდი ბაკო შეცბა.
როგორც იქნა მივაღიწეთ ჰოსტელამდე. ყველაზე უცნაური საცხოვრებელია რომელიც კი ოდესმე გვქონია. კერძო სახლის მანსარდაში, მოწყობილია დორმი, არ აქვს კარი, არ აქვს შუშები ფანჯრებში, არ აქვს ტიხრები. საწოლები ერთსართულიანია და ზედ ბადეები აქვს ჩამოფარებული, მწერებისგან დასაცავად.
ისეთი ციცაბო კიბე ადის მანსარდაში, რომ ზურგჩანთიანად ძლივს ავედით ზემოთ, მარცხის გარეშე. გამბოჯა მალარიის ზონაა და ამიტომ მწერებისგან დაცვაც აუცილებელია.
საწოლები ოთახის სხვადასხვა ბოლოში შეგვხვდა, თუმცა ამას უკვე მივეჩვიეთ კიდეც, ცოტათი სახალისოცაა.
არ არის ლოქერები, არ არის თაროები, არ არის კარადები, არ არის საშრობები. საოცარი ადგილია, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ, როცა ძილი გჭირდება გძინავს სადაც მოგიხერხდება.
დავყარეთ ბარგი და ჩავედით ლობიში, მისაღებში თუ რაც ქვია, რომელიც ბუნგალოს სტილშია გაკეთებული ღია ცის ქვეშ.
ბაკოს ძალიან უნდოდა ექსკურსიებზე წასვლა, თანაც უფასო რაღაც შემოთავაზებები იპოვნა და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერის დეტალების გასარკვევად წასვლა.
ჩვენი განუყრელი ქუდები თავზე ჩამოვიფხატეთ (ბაკოს ქუდი ისე გახუნდა აღარ ეტყობა პირვანდელი ფერი), წყალი მოვიმარაგეთ, რუქები ამოვიიღლიავეთ და წავედით.
პირველი რასაც მივადექით იყო სიამ რიპის ყველაზე ცნობილი, ხელნაკეთი აქსესურებისა და დეკორაციის საწარმო, სადაც შეგიძლია აიღო ექსკურსია და დაათვალიერო როგორ იქმნება ის რასაც შემდეგ ტურისტები ყიდულობენ. ვარკვიეთ და გავარკვიეთ, რომ ხვალ დილიდან უნდა მივიდეთ და მთელი ეს ამბები დავათვალიეროთ, ბაკომ კი გადაწყვიტა რომ აბრეშუმის და საქსოვი ნაწარმის ქარხანაშიც წავა დასათვალიერებლად, მე მეზარება.
შემდეგ ვცადეთ გაგვერკვია რა ღირდა კვადროციკლის ტურები, საოცრად ძვირი აღმოჩნდა. გზადაგზა საინტერესო მაღაზიებიც ვიპოვნეთ, ხელნაკეთი ნივთების რომელსაც ღარიბი ოჯახებიდან დასაქმებული ქალები აწრამოებენ ხელით. ულამაზესი რამეები გამოსდით ნამდვილად და ისეთი ფასებია გული მომიკვდა, რომ ყიდვის შანსი არ გვაქვს.
ამ უფულობის ჟამს ჩვენი მთავარი პრობლემაა - სად ვჭამოთ იაფად, ეს ყოველთვის ადვილი არ არის.
ამასთანავე ლაოსივითიაა აქაც, ბანკომატთან მისვლისას ყველა ნაცნობი და უცნობი ღმერთი უნდა გაიხსენო რომ ფული აიღო, ან ბარათი არ ჩაგეყლაპოს თორემ ვეღარც დაიბრუნებ (ეგრევე ნადგურდება). ალბათ ნახევარი ქალაქი მხოლოდ ბანკომატების გამოცდაში გადავსერეთ.
ეს დღეც გავიდა, დავბრუნდით ჰოსტელში, სადაც კარგად დავაკვირდით ჩვენს თანამეოთახეებს, რომელთაგანაც ყველაზე უცნაური ტიპი ავსტრალიელი ყრუ-მუნჯი ტიპია. მთელი დღე სვამს ლუდს, საწოლის ქვეშ ერთი სავსე ყუთი უდევს და საწოლზეც, ჩაძინებამდე, მუცელზე შემოდებული ლუდის ქილით წევს.
ცხელა.
3 Comments
სათავგადასავლო ფილმივით წარმომიდგა და მოუთმენლად ველი გაგრძელებას :) ხომ იქნებაა? ^^
ReplyDeleteაუცილებლად იქნება )
DeleteFinally, always remember that that|do not neglect that} you want to play the 온라인카지노 blackjack video games that offer you one of the best odds. There are many variations of blackjack at casinos that may impression your odds of profitable. These are the perfect technique charts for single deck blackjack. The first set covers what to do if the dealer is required to stand on a soft 17 and the second set covers the technique if the dealer is predicted to hit on a soft 17.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!