მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
14 იანვარი - ახალი გამოცდილება
იდეაში დილით 9 ზე სკოლაში უნდა ვყოფილიყავით-ჩვენც უნდა დავსწრებოდით გაკვეთილებს როგორც მიწვეული უცხოელი სტუმრები.
დილით ქეროლაინის პიკაპი ვერ დავქოქეთ-აკუმლატორი იყო დამჯდარი და ამიტომ 2 საათი ლოდინი მოგვიწია, სანამ გამოძახებულმა ხელოსანმა ყველაფერი მოაგვარა.
დაახლოებით შუადღემიწურულს აღმოვჩნდით სკოლაში. 2 სხვადასხვა კლასთან იყო განრიგით გაკვეთილი. ქეროლაინმა გააცნო ჩვენი თავი კლასებს და ჩვენც მინი პრეზენტაციის შემდეგ (საიდან ვართ და ვინ ვართ) ცოტა ვითამაშეთ ბავშვებთან გამოცნობანა და სხვა რამეები. მათვის ინგლისურის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე კლასი აბსოლუტური მონდომებით ჩაერთო აქტივობებში და ძალიან ვიხალისეთ. უსაყვარლესები იყვნენ!
საკმაოდ მითიშულები წავედით ბაღში.
ქეროლაინის პიკაპს მე ვატარებდი დაქოქვიდან - სამი დღის განმავლობაში და საოცარი გამოცდილება იყო მარცხენა მხრის მოძრაობაში ტარება.
ბაღის ბავშვებთან უფრო რთული აღმოჩნდა კომუნიკაცია, თუმცა თავი გავართვით.
საღამოს ქეროლაინმა ისევ მინი კულინარული სიურპრიზი მოგვიწყო და თურქული მანტი გააკეთა.
რა თქმა უნდა მთელი დღე სიცილ - ხარხარში გავატარეთ - სამხ.აღმ. აზიაში რ-ს თქმა უჭირთ და მე ვიყავი თიჩა მალია და ბაკო თიჩა ბაბალა. საერთოდ ტაილანდური ინგლისური ცოტა გაუგებრად ჟღერს მომენტებში.
ეს საღამოც ლუდით, გემრიელობებით და გაგუდული ძილით დასრულდა.
ქეროლაინთან ჩამოსვლა აბსოლუტურად გენიალური გადაწყვეტილება იყო.
1 Comments
უჰ, რაღაც სევდა შეინიშნება.
ReplyDeleteან შეიძლება მეჩვენება.
anyway welcome you :*
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!