213 - XXV


31 დეკემბერი - 2015


ახალი წლის შეხვედრა თბილ ქვეყანაში ძალიან უცნაურია.

საერთოდ ვერ გრძნობ რომ დეკემბერია, თანაც დასასრული და რომ მსოფლიოს მეორე ნაწილში მთელი საახალწლო ციებ-ცხელებაა.

ცხელა, არსად არ არის მცირე მინიშნებაც კი რომ 31 დეკემბერი ახლოვდება (ძალიან დიდი მაღაზიებს თუ არ ჩავთვლით სადაც მხოლოდ შესასვლელში კიდია Happy New Year)
ამ დღეს დიდად არც დაგვისვენია. ტაის ვეხმარებოდით და თანაც საახალწლოდ ჩვენ-ჩვენი კერძი გვქონდა მოსამზადებელი.

ბაკომ ჩიზქეიქები შეაცხო, მე კი ბადრიჯანი უნდა მომემზადებინა მაიონეზის სოუსში.

სტუმრებიც იქნებოდნენ საღამოს სუფრასთან და მასპინძლის მეგობრებიც.

მოკლედ აუარებელი საქმე მოვასწარით და შუადღეზე დასაძინებლადაც დავბრუნდით ბუნგალოში, რომ 12 საათამდე როგორმე გაგვექაჩა.


მუშაობას პიცა ჰაუსი 9 საათზე მორჩა, შემდეგ ერთ საათში მაგიდაც გავაწყვეთ და დავსხედით.
ახალი წლის ოჯახისგან შორს შეხვედრა სხვანაირი შეგრძნებაა. ახლებური და ცოტა სევდიანი, თუმცა მაინც კარგი.
2015 წელი სუხოტაიში ტაილანდში 3 საათით ადრე დადგა.
პ.ს მოგზაურობა 2014 წლის მიწურულს შემოდგომაზე დავიწყეთ და თანაც ფაქტიურად გიჟურად და დაუგეგმავად და აი ასე დაგვაცხრა თავს ახალი წელი, რომელშიც ისევ ვაგრძელებთ მოგზაურობას.



(მინდოდა წლის შეჯამება, მაგრამ აზრი არ აქვს!!)
რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აქვს თავისი უუუდიდესი პლუსები და მინუსების გარეშეც ვერ გადავრჩით მინდა გითხრათ, თუმცა აქვე უნდა დავსძინო, რომ ოფისში ჯდომას და ცხოვრების ფლანგვას ნამდვილად ასე მოგზაურობა, წანწალი, სირთულეები და თავგადასავლები მირჩევნია.
ახლა ზუსტად ვიცი, რომ სულით მაწანწალა ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სახლი და ვიცი იქ მელიან და რომ მენატრება ეს ადგილი, მაინც საოცრად აღმატებულია წანწალისა და მოგზაურობის შეგრძნება და ცნება ჩემთვის.

Post a Comment

1 Comments

  1. რა მშვენიერია ეს ყველაფერი!..

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!