მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
8 ნოემბერი - ვიშნუ
აბსოლუტური მოდუნება გვჭირს. ავიზლაზნეთ 10 საათზე. დილით გაყინულ წყალში ვიბანავე, აქ თბილი წყლის მოცემულობა არ არის როგორც ასეთი.
შემდეგ მთელი საათი ველოდებოდით საუზმეს და ავისეირნეთ ვიშნუს ტაძრისკენ. ეს თვე სულ ვიშნუს სახელობის დღესასწაულები ყოფილა და ამიტომაც ბევრი მომლოცველები იყვნენ ტაძრის ეზოში. შესასვლელთან შესაწირი Set-ები იყიდებოდა (ცოტა ყვავილები, ცოტა ხილი და სპეც წითელი ფხვნილი)
ეზოში ერთი უზარმაზარი და რამდენიმეც პატარა სალოცავი დაგვხვდა. ყველა მათგანი ვიშნუს გარდასახვის საპატივცემულოდ იყო აღმართული. ძალიან მომწონს ამათი ტრადიციები. ჯერ ხომ ყველას ფერადი და ჭრელ-ჭრელი აცვია და მერეც ეს რიტუალები რა ლამაზია, ბევრი ყვავილებით, ხილით და ფერადი რამეებით.
ნელ-ნელა ვამუღამებ, რომ ასეთი რამეების შემყურე არაკეთილი ვერ იქნები. რა თქმა უნდა ქვეყანა ღარიბია, მაგრამ ამ რამეებს სხვა რაღაცეებით მაინც აბალანსებენ ცოტათი.
ტაძრის მერე ცოტა ბოდიალი და გესთ გაუსის წინ დაფუძნება იყო. აბსოლუტური სიზარმაცე და მოდუნება დაგვემართა, თანაც მასპინძელი კრიშნა და იტალიელი ტიპი კოზიმო ძალიან ხალისიანები არიან და მთელი დღე გულმოდგინედ "გვეაბშენიებოდნენ".
საღამოს cup song performance მოვაწყვეთ და კრიშნამ ნეპალური თამაში "ვეფხვები და თხები" შემოგვთავაზა ამის შემდეგ, რომელიც ჯრაქვაობას და ჭადრაკს შორის არის და სახალისოათქო ვთქვა მოვიტყუები, თუმცა ცოტა საფიქრალი ნამდვილად არის.
საღამოს 5 საათზე მაღაზიები იკეტება და ყველა სახლებში იკრიფება. ჩვენც სხვა რა გზავ გვქონდა და 6 საათზე უკვე ოთახში ვიყავით და ვაყწდებოდით ერთმანეთს, თუმცა ძალიან მაგარია ასე მოდუნება და არაფრის კეთება.
გეგმაში რა თქმა უნდა სანკჰუს ნახვა და ნაგარკოტში ვიზიტიც გვქონდა. ისე მთელს ფულს თუ აქ დავხარავთ სხვა ქვეყნებში მაგრად გაოფვლა მოგვიწვეს.
9,10,11 ნოემბერი - ლეში
ყველაფერი ისევ ჩანგუნარაიანში ვითარდებოდა, აბსოლუტური მოდუნებების ფონზე.
რა ჯობია დილით გაღვიძებას, შემდეგ ვერანდიდან ჰიმალაის და კატმანდუს ველის დათვალიერებას, ცხელ ყავას (ისე აქ ყავის სმაც დავიწყე და ვბოზდები ვითომ?) და შემდეგ სოფლის მოსახლეობის დათვალიერებას (უფრო სწორად ურთიერთდათვალიერებას)
აქაური ქალები გვიღიმიან ცერად და გვერდს გვივლიან, სამაგიეროდ კაცები ილექსებიან როგორც შეუძლიათ.
კომპლიმენტებიც წვიმაც დაგვატყდა თავს ერთ-ერთ საღამოს. ჩვენს მაგიდას 6 ნეპალელი (სულ სხვადასხვა ასაკის ტალიკ-ტალიკ) ბიჭი შემოუსხდა და ბევრიც ვისაუბრეთ.
აქ მათ კიდევ 2 იტალიელიც დაემატა და მოკლედ მშვენიერი საღამოები გვქონდა, რომელიც 5დან 6 სააღამდე გრძელდებოდა საშუალოდ, შემდეგ კი სოფელი იძინებდა.
ჩვენც ვცდილობდით - ბაკო 7-8 საათზე უსინდისოდ ითიშებოდა, მე 10 საათამდე ვკითხულობდი და 3 დღეში 3 წიგნი დავასრულე, მაგარ ხოდზე ვარ. ცოტა ადგიობრივმა ფაღარათმაც შეგვაწუხა, მაგრამ გავუმკლავდით.
მოკლედ ეს დღეები იყო მოდუნების და უმაქნისობის ზეიმი.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!