მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.
შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის.
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.
213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.
7 ნოემბერი - ახტა პური, დახტა პური, გამოვიდა ბახტაპური
ხოოდა, ნება-ნება ავიზლაზნეთ საწოლებიდან დილით, ვისაზუმეთ და ავბარდგით. ამ დღის გეგმა იყო ბახტაპური, თითქმის სოფელი კატმანდუს შემოგარენში.
ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიბოდიალეთ ოხრად, სანამ ვიპოვნეთ საიდან გადიოდა ტრანსპორტი, შემდეგ კი მოძრავ ავტობუსზე შეხტომა მოგვიწია და თანაც ამხელა ზურგჩანთებით.
ჩემს ჩანთაზე კარავი მაქვს გარედან დამაგრებული და რა თქმა უნდა ავტობუსის კარში გავეკვეხე, თუმცა გამცილებელმა ბიჭმა მიჯიკა და ტყვიასავით შევვარდი სავსე, მოძრავ ავტობუსში.
აქვე უნდა აღვნიშნო თუ როგორ მუშაობს აქ ავტობუსების და მინიბასების სისტემა.
მოძრავი ტრანსპორტიდან გამოყოფილია ახალგაზრდა ბიჭი და სხვადასხვა უცნაურობებს გაჰკივის, რომელიც სინამდვილეში დანიშნულების წერტილებია. თუ შენი სასურველი ვერ გაიგე უნდა აედევნო ტრანსპორტს და მიაძახო სად გინდა - თუ იქ გაივლის, ეს ბიჭი ავტობუსს ხელს დაარტყამს და მძღოლიც ოდნავ შეანელებს სვლას რომ ახტომა მოასწრო. ტრანსპორტი სრულად სულ რამდენიმე ადგილას ჩერდება მთელი გზის განმავლობაში და იქაც 10 წუთით.
მოკლედ, ჩვენც ავხტით და როგორღაც მოვთავსდით. ნელ-ნელა იმატა ხალხმა ავტობუსში და ბოლოს ისეთი ამბავი შეიქმნა, თბილისის "მარშუტკა" მონაგონია, პიკის საათშიც კი.
ბახტაპურს მივუახლოვდით თუ არა გამცილებელი ბიჭი მოვიდა და ჯერ 2-ჯერ მეტი ფული მოგვთხოვა ვიდრე მზაგვრობა ღირდა და მერე ჩემი ჩანთის გადაგვახდევინა - მგზავრების ადგილს იკავებდაო.
ბახტაპურის შესასვლელში სასტუმრო ვერ ვნახეთ, ერთი გესთ ჰაუსი იყო და ისეთი ჩამოფხავებული, რომ დარჩენაზე უარი ვთქვით.
დანარჩენი ყველაფერი ბახტაპურის ჭიშკრის შიგნით ხდება თურმე, თუმცა იქ მოსახვედრად 15$ უნდა გადაგვეხადა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბილეთი გვქონდა (რომელიც ამავე დილით იაპონელმა ქალმა მოგვცა კატმანდუს ჰოსტელში) მაინც უარი გვითხრეს ამ ბილეთით შეშვებაზე და ორივემ ახლიდან უნდა იყიდოთ ახლაო.
გვეწყნა და საერთოდ უარი ვთქვით ბახტაპურის ნახვაზე. კიდევ კარგი მშვენიერი მრჩეველი გყვავდა ჩვენი ტურისტულის ბიჭის სოჰანის სახით და მანვე გვირჩია ბახტაპურის გარშემო სანახავი ადგილები.
ჩვენც ვიფიქრეთ, რომ კატმანდუში დაბრუნების მაგივრად ისინი გვენახა. გადავკვეთეთ ქუჩა და ჩანგუნარაიანის სოფლის ავტობუსის ლოდინი დავიწყეთ. ავტობუსი სულ სავსე არ მოსულა, ამიტომ დაჯდომა მოვახერხეთ, მაგრამ ის რაც მერე იყო ენით აუწერელია. ამოდიოდა და ამოდიოდა ხალხი. თავი მედო ვიღაც მხცოვანი ქალის ძუძუებსა და მუცელს შორის, ფეხზე მედო 2 დიდი ტომარა ხორბალი, ცალი მხრით ბაკოზე ვიყავი მიწოლილი, მეორე კი ვიღაც კაცის თეძოზე მქონდა შემოდებული - და ასე იყო ყველა ამ ავტობუსში.
საოცარია, როდესაც გვიყვებოდნენ ასეთ ისტორიებს სხვა უცხოელები, ვერ წარმოვიდგენდი ასე ნათლად, თუმცა ისინი ნახევარსაც არ ყვებოდნენ თურმე.
როგორც იქნა მივედით ბოლო გაჩერებაზე, სოფელ ჩანგუს შესასვლელში, სადაც შესვლისთვის 100 რუპია გადავიხადეთ.
საოცარი ადგილი რომ იყო პირველივე ნაბიჯიდან მივხვდი. ეს ადგილი UNESCO-ს მსოფლიო საგანძურის სიაშია შეტანილი.
პატარა სახლები, ვიწრო ქუჩა და ძალიან ცოტა ტურისტი - აი ესაა ნამდვილი ნეპალი. ჩვენდა გასაკვირად გესთ გაუსი დიდი ხანი არ გვიძებნია, ვიღაც ტიპმა კი სცადა ჩვენ დაგოიმება, მაგრამ უკვე აღარ ვნებდებით ასე ადვილად და ამიტომაც მშვენიერი ვერანდიანი ოთახიც გვერგო წილად (3 $ ღამე)
მასპინძელიც კარგი ვინმეა, ცოტა მომაბეზრებელი, მაგრამ მანც კარგი.
აქვე ვისადილეთ და შევრჩით სახლის ვერანდას, შემდეგ იტალიელი ტიპიც გაიჩითა, რომელიც აქაურს ეხმარება მაღაზიაში (და სოფელში ცხოვრობს მასთან) უამრავი ვისაუბრეთ და 6 საათზე დავიშალეთ. სოფელი საღამოს 7 საათზე იძინებს და მზის ამოსვლამდე დგება.
მე და ბაკომ გადავწყვიტეთ სოფელში რამდენიმე დღით დარჩენა. აბსოლუტურად მშვიდი და საოცრად სასიამოვნო ადგილია. არაფერი რომ არ გაწუხებს და მეტი რომ არაფერი გჭირდება.
სასტუმროს ინტერნეტიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ეგეც არ გვადარდებდა დიდად.
შემოგარენის დათვალიერება მორიგი დღისთვის გადავდეთ, ამ ერთი დღისთვის მეტი თავგადასავალი აღარ გვინდოდა
პ.ს ნეპალელებს არ უყვართ ინდოეთი და იქაურები
პ.პ.ს ჩანგუში გვითხრეს:
India = I never do it again
Nepal = Never ending peace and love
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!