მოგვები ხომ არ გინახავთ ქალაქის მისადგომებთან?

სულ რაღაც სამი დღეა ორსულად ვარ, უფრო სწორად მესამე კვირაა ორსულობის, მაგრამ მე გუშინწინ გავიგე.

რამე განსაკუთრებული შეგრძნებები არ მქონია. ჩვეულებრივი, მორიგი ცვლილება მგონია ცხოვრებაში, თანაც ახლა 17 წლის აღარ ვარ და იმას ვიმკი რაც დავთესე.

კრეტინი რომ იქნები ადამიანი და სხვას რომ ჭკუას დაარიგებ, ზოგჯერ შენ თვითონაც უნდა მისდიო, ყველას თუ არა, ზოგიერთ რჩევას მაინც.

სინამდვილეში სადარდებელი გამიჩნდა, ოღონდ ის კი არა, რომ სულ მალე ვიღაც ახალი, პატარა და აბსოლუტურად არაკონტაქტური ტიპი უნდა ცხოვრობდეს ჩემს გვერდით, არამედ ის საჭიროა თუ არა მისმა ბიოლოგიურმა მამამ, ანუ "სპერმის უნებლიე დონორმა" იცოდეს ამის შესახებ.
ვზივარ და ვფიქრობ, მინდა თუ არა, რომ რამე ვალდებულება ავკიდო მას და რაღაც აუცილებლობა ავიკიდო მე. მართალია არც ისე ადვილია ამ ყველაფერზე სწორი და კარგი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სადმე ვახსენე რომ სწორად და წესიერად მოქცევა მინდა? თანაც რაღა დროს სწორად მოქცევაზე საუბარია - უკვე ორსულად ვარ.


ამასთანავე კიდევ იმაზე ვფიქრობ რამდენით გაიზრდება ჩემი ხარჯები და საერთოდ ამ ჩემს 5 ოთახიან ბინაში მინდა თუ არა ცხოვრება. იქნებ ჩემს "გაჭირვების ტალკვესს" დავურეკო და ახალი ბინა ვთხოვო? ახლა გაუხარდებათქო რომ ვთქვა მეეჭვება, მაგრამ მაგარი დავალებულია და თანაც მის საფულეს დიდად არ დააზარალებს ჩემი ეს თხოვნა.

ისე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვიცი მაინც მარტივად მოვაგვარებ) წარმოდგენა არ მინდა რა დაღლა ელის ჩემი გარშემომყოფების ენებს. 
ჯერ ხომ  მოწმენდილ ცაზე მეხი იქნება ჩემი ასე ორსულობა, ახლა მამის გარეშე და თუ იმასაც ვიტყვი, რომ შეიძლება ქვეყნიდან წავიდე და სადღაც სხვაგან აღვზარდო შვილი საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი დატრიალდება.

ახლა დაიწყება კითხვების კორიანტელი - სად? როგორ? ვინ? რატომ? როდის? რამდენი? რისთვის? და კიდევ ათასი სხვა ვერსია, რომელიც თავში არ მომდის, მაგრამ ისინი ნამდვილად დააგენერირებენ.

***
ასეთ თემებზე ვფიქრობდი ნახევარი საღამო, თან გამალებით ვფქვავდი მზესუმზირას. ფანჯრის მიღმა ლამპიონების რიგში ვითვლიდი რამდენი ბოძი იდგა მოსახვევიდან მოსახვევამდე და უცებ გონება გამინათდა.

გამინათდა რა სათქმელია და ფაქტიურად ატომური აფეთქება მოხდა ჩემს თავში.

მოვიფიქრე ზუსტად რა პასუხს გავცემ ყველა კეთილისმსურველს, რომლიც მამის ვინაობით (ზედმეტად) დაინტერესდება, ვეტყვი რომ:

უბიწო ჩასახვაა, მამა ღმერთი მიხვდა, რომ იესო ეულად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სულიწმინდას გაებუტა.


***

კარგი იქნებოდა 9 თვისთვის მიმეღწია, თანაც ზაფხული არ მიყვარს და ცეცხლის სიმხურვალესაც ვერ გავუძლებ, თუ ბოლო სურვილი ამისრულეს ისევ კრიოსაყინულეში სიკვდილს მოვითხოვ : ))))

*** 
ისე ნეტა იესო მართლა მოწყენილია? თუ მამასთან ერთად გართობას ახერხებს?

Post a Comment

8 Comments

  1. Anonymous5:13 PM

    ჰმ:)

    ReplyDelete
  2. Anonymous5:13 AM

    რაო????????????????

    მაგრამ ნუ შენ ხომ ჩემი კლასელი ხარ, რომელიც სულ ასეთი არანორმალური ხარ :D ასე რომ არ მიკვირს.

    ხოდა არაფერს არ გეკითხები, კაცო. მოგინდება - თავად მოხვალ ჩემთან და მომიყვები.
    ერთი ის მინდა გითხრა, რომ "კრეტინი რომ იქნები ადამიანი და სხვას რომ ჭკუას დაარიგებ, ზოგჯერ შენ თვითონაც უნდა მისდიო, ყველას თუ არა, ზოგიერთ რჩევას მაინც." ეს მართალია და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მაგრამ საკუთარი წესების დარღვევა ადვილიაო ამბობენ.

    ხოდა რა მინდოდა მეთქვა: ბავშვი გამაცანი და შემაყვარე <3 მკიდია ვისგან გყავს.

    სიმართლე გითხრა, მიხარია ეს ამბავი. დაგამშვიდებს, იმჰო და არ მოგაწყენს, ამავდროულად. გაგახალისებს და გაგაღიმებს.

    ვაიმე, 10 წლის წინ, 17 წლის ასაკში რომ გამეგო ვინმეზე მსგავსი რამე, კდემამოსილების განსახიერება ვიქნებოდი ალბათ :))) ახლა კი :D

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთევან, შენი კომენტარების ფანი ვარ.

      -------

      პოსტს კიდევ რაც შეეხება, უნდა იცოდეს მამამ აუცილებლად, უნდა - კარგი, არ უნდა და - ეგეც კარგი, მხოლოდ დედაც მშვენივრად გაზრდის, მთავარია სიყვარული და მოთმინება :სათნოდედასანი:

      Delete
    2. Anonymous11:36 PM

      მართლა??? my pleasure :D
      ისე, შენ დაახლოებით 10 კომენტარი კი დაგიტოვე ბოლო 2 დღის განმავლობაში :D

      Delete
  3. gilocav :)
    mama mag procesis igivenairi monacilea rogorc shen, shesabamisad tqmit valdebulebas ver ahkideb. tavad rogor izavs da ras izavs, ukve mamis gadasawyvetia :)

    mshvidobian 9 tves gisurveb.

    ReplyDelete
  4. უი, კი, ეგენი იყვნენ, ეგ მოგვები, ეგენი? მოკლედ, ვნახე და მოდიან, მისადგომებს უკვე გამოსცდნენ და ეგაა :პ

    ჩორვენ, უფრო ხშირად წერე რა!!!!!!

    ReplyDelete
  5. მოსალოდნელი რეაქციის გამო ღირს მამას უთხრა :)

    ReplyDelete
  6. არადა მაგ პერიოდში რუსთავის ფესტზე გნახე... :ჰმ:

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!