საქმე რომელსაც თავმოყვარე ადამიანი არ უნდა ახმაურებდეს

მეც იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ყველაფერს აპროტესტებდა, თავისუფლებისთვის  "იბრძოდა", მშობლების თაობას აკრიტიკებდა მოკლედ განსხვავებულობისთვის ხმალამოღებული იბრძოდა.


შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის მისაღები (თუ მიღებული) წევრები ვართ და მშვიდი ცხოვრებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, კარგად ვმუშაობთ, წესიერად ვიქცევით, კანონს არ ვარღვევთ და მოკლედ საზოგადოების მოთხოვნებს მოვერგეთ.

ზოგჯერ ძალიან მბეზრდება ხოლმე ნორმალურობა და მაშინ ვიწყებ გაგიჟებას.
ჩემი გაგიჟებები ასე 3-4 წელია რაც დაიწყო, თუმცა გულმოდგინედ ვმალავ ამ ყველაფერს სხვენში იმიტომ რომ სულაც არ მინდა ცეცხლზე დამწვან ამ საუკუნეში.

მაგალითად, ბოლო დროის აკვიატება მაქვს - როდესაც ფრჩხილებს ვიჭრი ვცდილობ არ გატყდნენ, შემდეგ კი ძალიან წვრილი ნემსის დახმარებით ძაფზე ვაგებ და საღებავში ვაწობ, რომ გაშრება კიდევ და ასე რამდენჯერმე. ახლა მე დაახლოებით 36-მდე ფრჩხილის ჩურჩხელა მაქვს კედელზე დაკიდებული და ვტკბები ამით.

მანამდეც მქონდა ერთი აკვიატება - ცხვირმოხოცილ ხელსახოცებს ვაგროვებდი. ყოველ დილით პირველი რასაც ვაკეთებდი ცხვირს ვიხოცავდი, შემდეგ ამ ხელსახოცს მზეზე ვდებდი და ველოდებოდი როდის გამოშრებოდა შემდეგ კი ჩარჩოში ვსვამდი.


ახლა უდიდესი მონახოცების კოლაჟი მაქვს, რომელიც დაახლოებით 6 თვის პერიოდს ითვლის, ისე ცოტა თუ დააკვირდებით იქ მონალიზასაც იპოვნით და დალის საათებსაც.

ჰო მეც ვიცი, რომ ეს ყველაფერი არც ერთ ნორმაში არ ჯდება და საღ აზრსაც მოკლებულია, მაგრამ ძალიან მართობს ასეთი უაზრო კოლექციები. 
ეს ჩემი ხერხია პროტესტის გამოხატვის, მერე რა რომ არავინ იცის. მთავარია მე ხომ ვამაყობ რომ ყველას აზრით ყველაზე ამაზრზენი რამეებით ვარ დაკავებული?

კიდევ ჩემი თმებისგან დაწნული მათრახიც მაქვს, მართალია მოკლეა ჯერ, მაგრამ ნელა ნელა მივამატებ სიგრძეს, სწრაფად არ გამოდის თმების შეჭრა, მენანება წელიწადში ორ ჯერზე მეტად.

სხვენის გასაღებს საგულდაგულოდ ვმალავ, თანაც ხშირად ვუცვლი სამყოფელს რომ ვინმე არ წააწყდეს და არ ნახოს ეს ყველაფერი.

ახლა სულ ახალი იდეა მაქვს, მაგრამ ამისთვის ფოტოაპარატი და პრინტერი დამჭირდება - ყოველ დღე ჩემს ფეკალიებს ფოტო უნდა გადავუღო და მთელი კედელი შევავსო ამ ფოტოებით.


თუ თქვენც გაქვთ რამე მსგავსი საინტერესო გატაცება გამიზიარეთ, მოხარული ვიქნები და პირობას გაძლევთ არ გაგთქვამთ.

Post a Comment

7 Comments

  1. Anonymous8:03 PM

    მართლა ბოდავ შენ :D

    ReplyDelete
  2. შესანიშნავია, განსაკუთრებით ბოლო იდეა მომეწონა.

    ReplyDelete
  3. Anonymous1:52 AM

    დაიწყე უკვე ფოტოების გადაღება?:)

    ReplyDelete
  4. Why not? Shen tu tvli is rasa aketeb shnetvis ari akvs da gsiamovnebs, akete mere Ö=

    ReplyDelete
  5. Zalian mesmis sheni, tavisupali azris gamoxatva da a.sh. magram " yvelapris " potoze dapiksireba da mit umetes, saxalxod gamocheneba, chemis azrit tavxedobaa. Yvelapers akvs tavisi adgili da charcho. P.S.psikiatrtan viziti ar ikneboda urigo...

    ReplyDelete
    Replies
    1. კარგი : )))))

      თავხედობა სხვის ცხოვრებაში ჩარევაა და არა საკუთარის გამომზეურება : ))

      და ჩარჩოები მოგონილია იმისათვის რომ ადამიანები მართონ

      Delete
  6. არაფერი განსაკუთრებული და გასაკვირვებელი არ წამიკითხავს. ეს ყველაფერი ძალიან გასაგებია ჩემთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ბუნების დამახასიათებელი ნიშნებია. რამდენიმე წლის წინ მეც ვაგროვებდი ცრემლ-, ცხვირმონახოც და ნამცხვრის კრემმონაწმენდ ცხვირსახოცებს (და დღემდე შენახული მაქვს) და ეს ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა. ის ცხვისახოცები ჩემთვის მნიშვნელოვან მოგონებებთან მაკავშირებდა. ერთადერთი, რასაც გეტყვი: უფრო მესიამოვნებოდა წამეკითხა ის, რომ ყოველივე ზემოთ აღწერილი შენთვის ბუნებრივი და ნორმალურია და არა-ნორმების დარღვევა და გაგიჟება. ყოველივე კარგს გისურვებ, გისურვებ ისეთი ბუნებრივი მდგომარეობის პოვნას, რომელშიც საკუთარ თავს იგრძნობ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!