მე მგონია რომ სიზარმაცე ყველა დროისა და ეპოქის უდიდესი დაავადება იყო, რომლის წამალს ალბათ ვერასოდეს ვერ გამოიგონებენ სანამ ადამიანი 100%-ან მუტაციას არ გამოსცდის.
რა თქმა უნდა ეს "მშვენიერი" და ძალიან "საჭირო" მახასიათებელი მეც საკმაოზე მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული, არადა რამდენი გეგმები და იდეები მაქვს, რომელიც მინდა რომ განვახორციელო.
1. მინდა წელიწადის ყველა სეზონზე, ყოველ შაბათ - კვირას ქალაქიდან გავიდე და ახალი ადგილები მოვინახულო, ან არაფერიც არ მოვინახულო უბრალოდ ქალაქს გავერიდო.
2. მინდა აქტიურად მივყო ხელი crafting-ს და გავაკეთო ბევრი ლამაზი რამეები - სამკაულები, მოვხატო ტანსაცმელი და კიდევ 1000 რამე, მაგრამ რად გინდა - მე ხომ ზარმაცი ვარ.
3. მინდა რომ ზოგჯერ დავჯდე და ბევრი, ბევრი წიგნი, რომელიც ქინდლში მაქვს ჩაყრილი და ნელა ნელა მივყვები, უცებ და ერთბაშად გადავიკითხო, რომ მერე კიდევ უამრავი წიგნი ჩავყარო და ისინიც ასე გადავიკითხო.
4. მინდა ხოლმე, რომ ყველა მეგობარი ვნახო და თან ხშირად. მინდა (მხოლოდ) საყვარელ ნათესავებს ასევე ხშირად ვესტუმრო.
5. მინდა რომ უფრო მეტი ფიზიკური აქტივობებით დავკავდე და არ ვმძორდებოდე.
6. მინდა რომ ბევრი ვწერო ბლოგზე, ვწერო Pink.ge-ზეც. ვიპოვნო საინტერესო ინფორმაციები გასაზიარებლად.
7. მინდა და მენატრება ფოტოების გადაღება, ბოდიალი და ახალი ადგილების ჩაჩხაკუნება. ჩემი ძმის გამოჭერა და ტანჯვა, სანამ სასურველ პოზასა და განწყობას არ დამიდებს რომ გადავიღო.
კიდევ ძალიან ბევრი რამე მინდა, მაგრამ მე ხომ უკურნებელი, თუმცა არამომაკვდინებელი სენი (ამ მომენტისათვის) - სიზარმაცე მჭირს საკმაოდ მძიმე სტადიაში.
1 Comments
აუ აი იცი რატომ მევასები???
ReplyDeleteთვითკრიტიკული ხარ, რაც ყველაზე მეტად ჩანს მე-5 პუნქტში. :D
ხოდა მაგარია ზოგადად თვითკრიტიკა. ახლა მე რომ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი რამე მეზარება, გული მიწუხდება, რადგან მეც არ ვარ გამონაკლისი ამ მხრივ. ძალიან ბევრი რამე მეზარება. და ბევრი რამე ემთხვევა შენს სიას. წიგნების კითხვა, ქალაქიდან გასვლები. ნუ ფოტო-გადაღება რომ არ ვიცი, ეგ გავატაროთ. პერიოდულად მინდება, რომ ჩემი ნახევრადპროფი ნიკონი ვაჩხაკუნო, მაგრამ მერე მაგონდება, რომ არ ვიცი და არც პროფესიონალი არ ვარ. ხოდა :უსერ: სმაილის სახეს ვიღებ :/
ხოდა რას ვამბობდი... მოტივაცია არ არის ჩვენში ზოგადად. ჰობი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ სივიში ჩასაწერად.
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!