მე მგონი ყველას აქვს ასეთი თვისება - როცა რაღაცას აიკვიატებს სანამ არ მიაღწევს თავისას შეიძლება მუცლის გვრემა დაემართოს.
ზუსტად ასეთი აკვიატებები მაქვს მე და ძალიან მძიმე ფორმებში, თუ რაღაც ჩავიბეჭდე თავში, ნებისმიერი ხერხით და როცა არ უნდა მომეცეს საშუალება ეს უნდა ავიხდინო.
ასეთი ისტორია იყო ჩემს დრედებთან დაკავშირებითაც - მთელი ბავშვობა და "ახალგაზრდობა" მინდოდა, მინდოდა, მინდოდა და 24 წლის ასაკში გავიკეთე დრედები.
ჩემზე ბედნიერი არავინ დადიოდა მე მგონი ის ერთი წელი.
შემდეგ დრედებმა გადამიარეს და ახალი აკვიატება გამახსენდა, რომელიც ასევე დიდი ხანია მქონდა, მაგრამ ცოტა ხანი დაჩრდილული იყო - სვირინგი.
შემდეგ დრედებმა გადამიარეს და ახალი აკვიატება გამახსენდა, რომელიც ასევე დიდი ხანია მქონდა, მაგრამ ცოტა ხანი დაჩრდილული იყო - სვირინგი.
სვირინგი ფრიად რთული საქმეა, დრედები ხომ არაა თმა რომ გაიზრდება გადაიპარსო. ამიტომ ძალიან სათუთად ვარჩევდი ადგილს სად გავიკეთებდი და რას, შემდეგ კი სულ შემთხვევით თავში დამკრა იდეამ, უცებ ავარჩიე ორნამენტი (სიმბოლო) ადგილიც თავისით დაიბადა და გავიქეცი გავიკეთე (თუმცა ის რაც მანამდე სათუთად ვარჩიე და მინდოდა, ახლაც მინდა და ვგეგმავ მეორე ტატუდ)
ამის შემდეგ კიდევ ერთი აკვიატება გამახსენდა, რომელიც კიდევ უფრო დაჩრდილული იყო და ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა გარშემომყოფებისგან - პირსინგი.
პირსინგზე ბევრი ვილაპარაკე, თავიდან ცხვირი მინდოდა, შემდეგ ენა უფრო მომეწონა, უფრო კი არა ძალიან და დავიწყე ამაზე ფიქრი და ლაპარაკი.
გარშემომყოფებმა ერთი ისტერიკა დაიმართეს როცა იდეა გავახმოვანე - მეორე ისტერიკა კი როდესაც ჩემი იდეა სისრულეში მოვიყვანე.
4 დღეა პირსინგი მაქვს ენაზე და მე თვითონ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მიუხედავად ყველაფრისა.
ახლა კიდევ ერთი აკვიატება გამოჩნდა ჰორიზონტზე რომელიც ადრე განვახორციელე, მაგრამ მთლად კარგად არ გამოვიდა, ალბათ იმიტომ რომ ცოტა ფული გადავიხადე და ხარისხიც შესაბამისი მივიღე.
ახლა ვფიქრობ უკეთესი იქნება შედეგი - თმის ქიმიურო დახვევავ მე მოვდივარ : ))
8 Comments
^_^ rom gibidzgebs raghacebze, egeti postia.
ReplyDeletemadloba shen amistvis... <3
:*
Deletemtkvineuli iko enis gaxvreta? vfiqorb dzalian seqsualuria pirsingi enaze.
ReplyDeleteakviatebebs rac Sexeba cota magqvs, magram rac maqvs rameebs matevinebs :D
ki sakmaod magram gazlebadia : )
Deleteუი პირსინგი არ ვიცოდი. გილოცავ. არ გეტკინა???
ReplyDeleteმე მაქვს თმები ქიმიურად დახვეული და კიდევ ვაპირებ.
პირველად 2005 წელს დავიხვიე. ზუსტად ვიცოდი მომიხდებოდა და მაგიტომ გადავდგი ეგ ნაბიჯი. რომ მცოდნოდა, რომ არ მომიხდებოდა, შანსი არაა, არ დავიხვევდი. აი მაგალითად ქერა თმები არ მომიხდება და შანსი არაა, არ შევიღებავ. (ნუ მე ზოგადად მეეჭვება, რომ საღებავი მივიკარო და ჩემი ბუნებრივი თმის ფერი რამეში გავცვალო, მაგრამ თუ ოდესმე გავცვალე, ეს ქერა არ იქნება).
ხოდა მეორედ წელს ანუ 2013 წლის თებერვალში დავიხვია და დღემდე სექტემბრამდე მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აღარ მაქვს, როგორც თუნდაც წინა თვეში მქონდა, მაგრამ რა მიკვირს, 6 თვიანი იყო და ახლა უკვე სადაცაა მე-8 თვე იწყება.
ვფიქრობ მთავარი საკითხი მოხდენაში დგას. ხოდა მომავალშიც ვაპირებ. ახლაც დავიხვევდი, უბრალოდ ქიმიაზე ქიმია არაფრის დიდებით არ შეიძლება.
მთავარია რეთ მშვენიერ დღეს მამრობა არ მოგინდეს :D
ReplyDeleteHaha ogond es ara Tjorven ra!!! :-D
Deleteარა ეგ ვერ მოხდება : )) სხვა თუ არაფერი ჩემს მშვენიერ მკერდს ვერაფერში გავცვლი ^^
Deleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!