ააფრინე ალალიო და საქართველოს მაინც არაფერი ეშველება ჰა?

ზოგჯერ დედას თანდასწრებით რომ ვიძახი რაღაცეებს ვგრძნობ - არანორმალური ვგონივარ, თუმცა ზოგიერთ რამეში მეთანხმება კიდეც.

ამასწინად ვთქვი - მინდა კაცთა მოდგმა გაწყდეს საერთოდ მეთქი, ეშმაკურად გამიღიმა და "მე და შენც"-ო? - მე და შენც მეთქი დაუყოვნებლივ რომ ვუპასუხე მაშინ კი შეშფოთდა.

მართლა ვთვლი, რომ დედამიწა არის სამოთხის პროტოტიპი (თუ ვაკეთებთ დაშვებას რომ ეგეთი ადგილი სადღაც მაინც არსებობს) ოღონდ მას ჯოჯოხეთად (თუ ვაკეთებთ დაშვებას რომ ასეთი ადგილი სადმე მაინც არსებობს) ადამიანი აქცევს.

მაგალითად, საქართველოში (არ ვიცი და მაგრად მახატია სინამდვილეში რა ხდება სხვაგან) ყველას ფეხზე კიდია ის მნიშვნელოვანი ისტორიული და ბუნების ძეგლები რომელიც შესაძლოა ძალიან ბევრ კითხვას სცემდეს პასუხს, რომ ქვეყნის შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენძრეული ტურისტები ყველგანაა და მოუნდებათ დინოზავრის მოჯმულის ან დევის ფეხნაბანი გუბის ან კიდევ უკეთესი 45 საუკუნის წინანდელი ოქროს მაღაროს ნახვა.


დიახ, საუბარი საყდრისის ოქროს საბადოზეა. გუშინ ვუყურე გამოშვებას რომელიღაც არხზე და ოქროს მომპოვებელი კომპანია ამბობს, რომ 
"თუ იქ რამე ღირებულია (თუო, 45 საუკუნის წინანდელ ქვით ნაჩიჩქნ ადგილას ფაქტიურად) გადავიტანოთო სხვაგანო და ჩვენ გავაგრძელებთ ოქროს მოპოვებას რა პრობლემააო".

აი რა უნდა იყოს 45 საუკუნის მაღაროში ღირებული გარდა თვით მაღაროსი??? ოქრო ისედაც ოქროა და ყველა საუკუნეში ექნებოდა ფასი. 
ყველაზე მთავარი ხომ ის არის, რომ ამდენი ხნის წინად ადამიანებმა შეძლეს უუდიდესი გვირაბების გაყვანა, არხების გათხრა და მშვიდად და ბედნიერად იღებდნენ ისეთ ძვირფას წაიღისეულს როგორიც ოქროა.


დებილები არიან საქართველოს ხელისუფლებასა და სხვადასხვა სამინისტროებში.
[სულ ვფიქრობ - ახლა რომ იქ ჩამაგდო ფულზე არ გავიყიდებოდი და ძალიან მინდა რომ იქ მოვხვდე და ბევრი ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ იქნებ მეც ისევე დამემართოს და ბრძოლა შევწყვიტო და დავნებდე სისტემას?]

ამ მაღაროს მოუხსნეს კულტურის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ არქეოლოგიური რაღაც დაუტოვეს რაც სინამდვილეში მხოლოდ 300 მეტრის რადიუსს და ოქტომბრის ბოლომდე ვადას გულისხმობს.


ამის მერე თუ რამე ახალი არ მოხდა დავემშვიდობებით ამ იშვიათ რამეს საერთოდ და საქართველო ისევ დარჩება გაზულუქებული მთავრობის, ჯიპიანი უვიცი მღვდელმთავრების, დაკომპლექსებული ჰომოფობი მასწავლებლების, უთავმოყვარო ქალების და აბსოლუტურად უზნეო ბაბულიკების საჯიჯგნ ადგილად, რომელსაც ფასი როგორც მიწის ნაგლეჯსაც კი აღარ ექნება მალე!!!


Post a Comment

3 Comments

  1. "სულ ვფიქრობ - ახლა რომ იქ ჩამაგდო ფულზე არ გავიყიდებოდი და ძალიან მინდა რომ იქ მოვხვდე და ბევრი ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ იქნებ მეც ისევე დამემართოს და ბრძოლა შევწყვიტო და დავნებდე სისტემას?" – ზუსტად ასე იქნება!!!! :/ არ დანებდები და გამოგიშებენ სისტემიდან და თვითონ განაგრძობენ ყველაფრის განადგურებას.

    შენ კი "გახატია" და ქართული ბლოგების 90%–ს რომ გადავხედავ, ყველა თურქეთში იყო ამ ზაფხულს და სტამბულს უძღვნიან ოდებს, კაციშვილს არ აინტერესებს ამ დროს საქართველოში რა ხდება, სად ხე–ტყეს ჭრიან და სად კიდევ მსგავს თხუნელების გვირაბებად აქცევენ :/ :(

    იქნებ იმიტომ არის ასე, რომ ხალხს ეკონომიკურად ძალიან უჭირს და იმდენად შია, რომ სხვა ვეღარაფერს ამჩნევს? :/ ყველა ხომ ფბ–ზე არ ზის და პროგრესული იდეებით არ იკვებება...

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო შეიძლება ხალხს შია მაგრამ სადღაც ამოვიკითხე "როცა ბოლო ხე მოიჭრება და ბოლო თევზიც დაიჭრება მივხვდებით რომ ფული არ იჭმევაო" თუ რაღაც ამდაგვარი :| ხოდა ჩვენ ეს უფრო მალე მოგვივა ვიდრე წარმოგვიდგენია და დავემსგავსებით უწყლო, უხეო, უბედურ აფრიკას >.<

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!