თავს არ მოიკლავს ქართველი არა,ის შეიძლება ბრძოლიდან მოტყდეს...

"საქართველოში იბადებოდნენ 
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე"

უცნაური ერია ქართველები, ამაყობენ საკუთარი წარმომავლობით და ისტორიით, რომელშიც შესაძლოა მათი ბაბუებიც ისევე არ მონაწილეობდნენ, როგორც თვითონ არ იღებენ ქვეყნის განვითარებაში არანაირ მონაწილეობას.

ყველაზე ზარმაცი ნაციაა, ჩემი აზრით, ქართველები. სვამენ სადღეგრძელოს საკუთარი მიწა-წყლის შესახებ, შემდეგ კი ბუნებაში, მწვადების შეწვისას, სადაც ჭამენ - იქვე ჯვამენ და ანაგვიანებენ. 

ყველაზე თვალთმაქცი ერია ქართველები, გულზე მჯიღს იცემენ და როგორც კი საშუალება მოეცემათ იმას ფიქრობენ, როგორ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან. ნურავინ მეტყვის რომ აქ გაუსაძლისი პირობებია, რომ არაფერი კეთდება ადამიანების ბედნიერი ცხოვრებისათვის. 
მე გკითხავთ - ვისი ბრალია თუ არაფერი კეთდება? ისევ და ისევ ქართველების.
ხელისუფლებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლები ხომ არ არიან? ისევ ქართველები ანადგურებენ ქართველებისთვის სასურველ გარემოსა და მომავლის იმედს.

"ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევსყველამ გაიგოსყველამ იცოდესჩვენშეიძლება,  ბრძოლაში მოვკვდეთმაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს"

ყველაზე უზნეო ერია ქართველები, არ შეუძლიათ არც არგუმენტირებული დავა და კამათი და არც უბრალოდ საუბარი, პირდაპირ გინებასა და დედისტ*აკის დაფარებაზე გადადიან.

ყველაზე ამპარტავანი ერია ქართველები - თუ დიპლომი არ გაქვს ადამიანად არ გთვლიან, არადა დიპლომი რომ ან ადამიანობას ან ზრდილობას ან სულაც ერუდიციას ან რამე სხვას გარანტირებულად ქმნიდეს, ავშენდებოდით.


ყველაზე შურიანი ერია ქართველები, ყველა ყველას ცხოვრებაში იქექება და ცდილობს შეცვალოს, ხშირად არც თუ ისე კარგისაკენ. თუ ჩარევა არ გამოსდით, ისე მწარე ჭორაობას იწყებენ, მოგაბეზრებენ არსებობას.

ყველაზე არაკეთილდინდისიერი ერია ქართველები, რიგში დგომა ვერ ვისწავლეთ, სამაგიეროდ ამდენ საუკუნოვანი ტრადიციებით ვამაყობთ, რომელიც ყოველდღიურობაში არაფრად გვარგია და ისევ ცხოველებად ვრჩებით.

"რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოსროცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! "

ყველაზე უცნაური ერია ქართველები, მთელი ისტორიის მანძილზე ეკლესია მონასტრებსა და ციხეებს ვაგებდით, ახლა აღარ გვიტევს (ისე აქტიურად და ველურად, თანაც თავდაცვისა და კომუნიკაციის ახალი ხერხები გვაქვს) არავინ და ჩვენ მაინც ეკლესია - მონასტრებსა და ციხესიმაგრეებს ვაშენებთ, ამას კი ღმერთით ვამართლებთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ ამდენი ხანია.

უცნაური ერია ქართველები, თუ რამე ისე არ გამოდის როგორც უკეთესი იქნებოდა, ხელს იმ წამსვე ღმერთს ვახოცავთ და მის ნებას მივაწერთ. ერთი წუთი არავინ დაფიქრდება - იქნებ ის არის თვითონ დამნაშავე. როდესაც რაღაც გვინდა, ხელის გაქანების მაგივრად, ისევ ცად აპყრობილი თვალებით, მისტიურ ყოვლისშემძლე არსებას - ღმერთს ვევედრებით ჩვენს მაგივრად აკეთოს საქმე.

საინტერესოა, რომ ქართველები ამაყობენ ყველაფრით, საამაყოა ეს რაღაც თუ არა, მთავარია ქართული ერქვას. 


საოცარია - ქართველი უმეტეს ქმედებებს იმიტომ კი არ ახორციელებს რომ მას უნდა, მას მოსწონს, მას სიამოვნებს, არა, იმიტომ რომ უკეთ გამოჩნდეს ვიღაცის თვალში, ფასი აეწიოს გარშემომყოფებთან, იმისათვის აკეთებს, რომ იტიპოს და სხვაზე უკეთესი თუ არა ზუსტად იმ დონეზე მაინც გამოჩნდეს.

უცნაური ერია ქართველები, მთავარია რას იტყვის მეზობელი, მეგობარი, დედის დის დაქალის დედა, სხვა ყველაფერი  -ანუ ის რაც თვითონ მართლა უნდა და სწორად თვლის - მეათასეხარისხოვანია.

"ძველად თურმეროცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენრომ გაეღოთ საქართველოს კარები
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათვით ფოლადის ფარებიდა მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები."
უცნაური ერია ქართველები, სხვა ეროვნების ადამიანებისადმი ტოლერანტობას ვიბრალებთ, საქმე საქმეზე მიდგება თუ არა გავსრისოთ, გავყაროთ, დავხოცოთ, გადავაშენოთ გაგვიდის, თვითონ კი მეტი არაფერი შეგვიძლია, მხოლოდ ბაქიაობა და ენის ტლიკინი.

უცნაური ერია ქართველები, სოფლები დაიცალა იმიტომ, რომ გლეხი ვეღარ ცხოვრობს - არადა წინა საუკუნეებში ხომ კიდევ უფრო უბედური და გაჭირვებული იყო გლეხი, მაგრამ სოფლები არ იცლებოდა (ასე და ამდენი)

უცნაური ერია ქართველი, საკუთარით თითქოს ამაყობს და მაინც სხვისკენ გაურბის თვალი, სხვას უთვლის მუდამ, ედრება ვიღაცას.

უცნაური ერია ქართველები.......

Post a Comment

5 Comments

  1. ბედნი-ერი ერი

    ReplyDelete
  2. მესმის, რასაც ამბობ და ზოგ რამეში გეთანხმები კიდეც, მაგრამ აი, მთელ შენს ბლოგში ქართველი და საქართველო ნებისმიერი სხვა აღმოსავლური ქვეყნით/ერით რომ შეცვალო, ბევრი დაგეთანხმება. უბრალოდ, აღმოსავლური (ამას თუ საბჭოთას დავუმატებთ, ს ა ე რ თ ო დ) მენტალიტეტია ასეთი, ვითომ დაშაქრულ–დამტკბარი და ამ დროს ჩამპალი შიგნით :(((

    მ ა გ რ ა მ – გულის და სულის სიღრმეში, ზუსტად ასეთი ხასიათი და მენტალიტეტი ჯობია გერმანულ თუ სხვა ევროპულ ზომბირებულ გონებას, თუ კანონი იტყვის – ისე გააგზავნიან ბავშვებს გაზის კამერაში, თვალს არ დაახამხამებენ, თუ არ იტყვის, ჩაეხუტებიან :|

    ცხოვრება შავ–თეთრი არ არის, როგორც ყოველთვის და მილიონი "პრო და კონ"–ები იქნება. მეც არ მომწონს ბევრი რამე საქართველოში და ევროპა ამ ეტაპზე ყველაზე ნორმალურ ადგილად მეჩვენება.

    ReplyDelete
    Replies
    1. P.S. "მთელ შენს ბლოგში" რამ დამაწერინა, ქართველი ჟურნალისტი ხომ არ ვარ ;) :დ "მთელ შენს პოსტში" ვიგულისხმე :*

      Delete
  3. სოფი - შესაძლოა მასე არის, თუმცა მე არ ვიცი რა ხდება სხვაგან, მაგრამ რაც ხდება აქ ისეთი მძაფრი და შემაშფოთებელი მგონია რომ მეტი არ შეიძლება.
    მენტალიტეტიც არის კი, ძალიან ფესვგამდგარი სამწუხაროდ.

    ჰოდა მე არ ვიცი როგორ უნდა შევცვალო, ამ ეტაპზე დავწერ მაინც, იქნებ ცვლილების ბიძგში ჩემი სულ პაწაწუნა წვლილი შევიტანო

    ReplyDelete
  4. Anonymous12:46 PM

    მგრუზავს ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ჩემი ნება არ არის ამ ყველაფრის გლობალურად შეცვლა :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!