თანამედროვე ბალეტი პუანტებს კარგავს


"ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით."

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

ძალიან მიყვარს ბალეტი, ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს პირველად "მაკნატუნაზე" ვიყავი და მთელი დადგმა ჩასუნთქული ვიჯექი.

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

მას შემდეგ ბალეტი ჩემი ერთ - ერთი სიყვარულია.

3 დღის წინ (9 თებერვალს) "გრიბოედოვის თეატრში" სამი ერთმოქმედებიანი საბალეტო დადგმა გაკეთდა, რომელზეც ბაკომ ბილეთები იყიდა და დიდის ამბით წავედით.

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

ხალხი ბევრი არ იყო, უმეტესად ბავშვები-მშობლებით და უცხოელები იყვნენ.
(როგორც შემდეგ აღმოჩნდა სადღაც დარბაზში ნინო ანანიაშვილიც იჯდა, რომელიც მთელი საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ)




ზუსტად დროზე დაწყებული წარმოდგენა ძალიან გაუგებრად დაიწყო.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

პირველი დადგმა სახელად - "ქუჩა". იდეის ავტორი და ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე იყო, ხოლო თვითონ ბალეტი გაფორმებული გახლდათ ფრანც იოზეფ ჰაიდნის და ეკა ჭაბაშვილის ორიგინალური მუსიკით.

ერთი შეხედვით სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, თუმცა ყველა ცეკვა ძალიან ეროტიული მომეჩვენა, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე (აზრთა მიმოცვლის დროს) მხოლოდ მე არ მომჩვენებია ასე და სხვებმაც აღნიშნეს, რომ ამ ბალეტში "ძალიან ბევრი სექსი" იყოო.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

საინტერესო აღმოჩნდა სამივე ბალეტის კოსტუმები.
 ძალიან სადა, თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი, თხელი ნაჭრისგან შეკერილი, კომფორტული სამოსი ეცვათ მოცეკვავეებს.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

მეორე საბალეტო დადგმა, სახელად "ეს თავდაყირა სამყარო" რაღაც სპორტულ, უფრო ოლიმპიურ თამაშებს გვაგონებდა, თუმცა აქაც საკმაოდ იყო უცნაური "სცენები".

კლასიკური ბალეტის წილი შეიძლება ითქვას პირველ ორ დადგმაში ძალიან ცოტა იყო, ჩემი აზრით.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

ამ დღეს დავასკვენი, რომ მე მაინც უფრო კლასიკური ბალეტისკენ ვიხრები, როდესაც ბალერინებს პუანტები აცვიათ და ლამაზი, ფერად - ფერადი პაჩკებით დაფარფატებენ სცენაზე.
ბალერინებზე არაფერს ვიტყვი - მომეწონენ, ამასთანავე დავსძენ, რომ ძალიან კარგები იყვნენ ბალერონებიც.
 მართლაც სასიამოვნო იყო მათი ყურება, ემოციურები და ძალიან კარგები აღმოჩნდნენ.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო ბალეტი გახლდათ, სახელად " საიდუმლო ბაღი".
ძალიან მომეწონა ვიდეო ანიმაცია, რომელიც ფონად გასდევდა მთელს ცეკვას, ამასთანავე სცენაც, ცეკვაც და კოსტუმებიც ისე კარგად იყო შეხამებული, რომ დაახლოებით 40 წუთი დარბაზი არ სუნთქავდა.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

ბალერინებმა და ბალერონებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ყველა ჩავწვდომოდით მათ განცდებსა და ფიქრებს. ძალიან მომეწონა კომპოზიციებიც, რომელზეც ცეკვავდნენ. არჩევანი სებასტიან პლანოსა და ოლაფურ არნალდსის შემოქმედებაზე შეეჩერებინათ.

საიდუმლო ბაღი (c) ბაია

საბოლოო ჯამში უზომოდ ნასიამოვნები გამოვედი დარბაზიდან, თუმცა მაინც ჩემს აზრზე დავრჩი, ჩემთვის ბალეტის სული პუანტების წკაპაწკუპსა და პაჩკებში მოფარფატე ბალერინებშია.....



Post a Comment

2 Comments

  1. მე ვაპირებ თანამედროვე ცეკვის შესწავლას. ახლა გამოჩნდა რაღაც პროექტი ჩვენკენ და ივნისში გაიმართება. იმედია მიმიღებენ.

    ReplyDelete
  2. ჩემი აზრით თანამედროვე ბალეტი და კლასიკური ბალეტი ორი სრულიად სხვადასხვა სამყაროა. ორივე მომწონს და ვერც ვუყენებ გვერდით. რაც იშვიათად მომწონს არის კლასიკური ბალეტის "თანამედროვე" ვერსიები. ცოტა მიჭირს ხოლმე შეგუება, მაგრამ ზოგი კარგი გაკეთებულია და მსიამოვნებს ყურება. ველლ, მუსიკის მოსმენა :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!