ნამდვილად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში მაქვს.
ზოგჯერ ვერაფრით წარმოვიდგენ რა და როგორ იქნება მაშინ, თუ ისინი გარდაიცვლებიან.
არადა უცნაურია სამყარო, ზოგჯერ ადამიანები აი ასე აიღებენ და კვდებიან.
არც ერთხელ არ მინერვიულია და მიფიქრია იმაზე, რომ მოვკვდები. ამ თემაზე მეტად ის მაწუხებს (დიდი ხანია) ჩემთვის ძალიან ძირფასი ადამიანები რომ გარდაიცვალონ საჭირო დროზე ადრე.
(თუმცა ვინ იცის როდის და როგორ არის საჭირო გარდაცვალება და საერთოდაც რისთვის კვდებიან ადამიანები?)
ჩემს ორგანიზმს ერთი უჩვეულობა დასჩემდა (ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ეს კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყოს) - ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას რომ ვიგებ, ჩემი ტვინი არაფრით არ აღიარებს ამ ფაქტს.
აბსოლუტურად ვერ ვიაზრებ და სანამ კუბოს კიდეს არ მივადგები ვერც კი ვდარდობ, იმდენად ბლოკავს ჩემი ცნობიერება ამ ინფორმაციას.
საკმაოდ დიდი ხნის გადრაცვლილი ადამიანების მიმართაც კი ისეთი განდა და ემოცია მაქვს ხოლმე, რომ ზოგჯერ მოლოდინიც კი მიჩნდება - იქნებ სადმე ქუჩაში გადავაწდე მეთქი.
ალბათ ასე იცავს ჩემი ნერვული სისტემა თავს გაგიჟებისგან, სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს იმისა თუ რატომ ვერ ვიაზრებ ადამიანების გარდაცვალებას? რატომ არ აღიარებს ჩემი გონება იმას, რომ ისინი აღარ არსებობენ დედამიწაზე.
ძალიან, ძალიან რთულია სიკვდილისთვის თვალის გასწორება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ჭირისუფლისთვის სათქმელი სწორი სიტყვების მოფიქრება.
ვფიქრობ დუმილი ყველაზე მეტად ამკობს გარდაცვალებას.
In Loving memory of EKO ♥
3 Comments
მაშინებს შენი პოსტები სიკვდილზე!!!
ReplyDeleteSalome - sorry
ReplyDeleteმე ვერ ვისწავლე როგორ უნდა სევეგუო მაგ ფაქტს /
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!