ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომეტა მოფრინავდა, მოფრინავდა და თქვენ წარმოიდგინეთ არ მოფრინდა, ამიტომ 2012 წელსაც მიწევს წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა.
ისე იმედი მქონდა დავიხოცებით ყველა და არ მომიწევს ეს მეთქი, მაგრამ რა ვქნათ, ისტორიას უნდა დარჩეს ამბავი 2012 წლისა (მოკლედ და საინტერესოდ წარმოდგენილი)
2012 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო, თებერვლიდან მეცხრე არხში ვმუშაობ და ძალიან რთული და ექსტრეmალური რეჟიმი მქონდა მთელი წელი.
სიტუაცია იმდენად გიჟური იყო, რომ ზოგჯრ ვათენებდი და ვაღამებდი სამსახურში, თუმცა გეტყვით-ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნახვა და საკუთარ ტყავზე გამოცდა მომიწია.
უმაგრესი გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი (ბოლო პერიოდამდე, სანამ ცვლილებები დაიწყო) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, მათი მადლობელი ვარ!
იქიდან გამომდინარე, რომ მთელი წელი სამსახურში გავატარე, მაინც მოვახერხე რამოდენიმეჯერ გაძვრომა ცოტა დასასვენებლად.
ეს ცოტა გავატარე ბათუმში ავტო შეჯიბრებზე - ბრიჯსტოუნის თასი და Xtreme ფესტივალი.
ვიყავი სამი დღით პრაღაში, როდესაც ბაკოს სიურპრიზი გავუკეთე და მის Graduation-ზე ჩავედი საჩუქრად ♥ ძალიან გიჟური თავგადასავალი იყო, ძალიან. უდიდესი სიამოვნება მივიღე, მიუხედავად ყველაფრისა.
შემდეგ უკვე ბაკო დაბრუნდა საქართველოში 4 წელი აქ არ ყოფნის შემდეგ(ამდენი ხნის შემდეგ წელს პირველად აღვნიშნეთ დაბადების დღე ერთად).
ამ წელს იყო დეას "ქორწილი", უფრო სწორად წეიმაიმუნეს რაცხა : )
წელს ავიხდინე ორი ოცნება - გავიკეთე პირველი სვირინგი და დრედები - ჩემს აღფრთოვანებას არ აქვს საზღვარი. ძალიან მომწონს ორივე(გეგმაში კიდევ არის რაღაცეები, თუმცა მაგაზე შემდეგ წელს).
ამ ყველაფერს ერთწლიანი უწი პუწობაც ემატება ჩემს ბიჭთან. ამ ურთიერთობაზე ცალკე შეიძლება მთელი ნაშრომის დაწერა, მაგრამ მეზარება და ჯერ მენანება გამოსამზეურებლად ♥
სულ დამავიწყდა იმის თქმა, რომ "ერთ დროს დაქალები ვიყავით"-ს ნამდვილად მოაკდლა ერთი დაქალი, რომელიც გერმანიაში წავიდა და გათხოვდა, ახლაც იქ არის და მგონი ჯერ კმაყოფილია.
ვფიქრობ ძააალიან პროდუქტიული და შეგრძნებებით დახუნძულული წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც ვერ დავიძნე მთაში, საძილე ტომარაში გახვეულმა - მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
მაქვს დაუსრულებელი საქმეები, თუმცა იმედი მაქვს შემდეგი წლის დასაწყისშივე მოვუვლი მაგ ყველაფერს და ჩემი გადავსებული მოთმინების ფიალა ისევ ნორმალურ ზომასა და მდგომარეობას დაუბრუნდება.
კიდევ ბევრი ბევრი გეგმები მაქვს 2013 წლისთვის, სადაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობაც ჩავწერე, ვნახოთ რა იქნება.
მაიას ტომი შეცდა პროგნოზებში, ან ჩვენ ვერ განვვითარდით იმდენად, რომ ამოგვეცნო რა ამოიცნეს მათ, მანამდე სანამ ჩვენ ამოვიცნობდით რამეს, მათ მიერ ამოცნობილ ინფორმაციაში.
ჰუჰ, მე თვითონ დავიბენი, როგორც არის დედამიწა აგრძელებს არსებობას და ჩვენც, ვისაც სუიციდი არ გვაქვს გეგმაში, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მიმდინარე პროცესებს.
1 Comments
ai amas qvia wlis Sejameba. nagariSi mainc gaxsnili darCa da imedia arc daixureba kai kai grdzel ( maias prognoziT 52 weli kidev unda velodot sanam isev raime moxdeba dedamiwaze. es namdvili maias prognozit) mandzilze.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!