რამდენი ხანია მინდა დავწერო ბლოგზე (ისე ეს წელი რაღაც პასიური გამომივიდა, პოსტების სიხშირის ამბავში)
ზოგჯერ მეზარება წერა, ზოგჯერ აზრებს თავს ვერ ვუყრი და კიდევ 1000 მიზეზი მიჩნდება იმისათვის, რომ ხელი შემეშალოს.
იმდენ რამეზე მინდა დაწერა, ვერც კი ვიხსენებ ყველაფერს.
მინდა მოგიყვეთ თუ რა რთულია ტელევიზიაში მუშაობა, რა გიჟური რეჟიმი და სიტუაციაა, ზოგჯერ მზად ვარ ვიხავლო და ყველაფერი მივლეწ - მოვლეწო, მეორე წუთს კი სამსახურში ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ სახლში წამოსვლა არ მინდება.
ძალიან , ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ზოგიერთთან ურთიერთობა სასიამოვნოა (თანაც ძალიან), ზოგიერთი კი მინდა მჟავაში ჩავახრჩო, თუმცა რა თქმა უნდა ამას არ ვაკეთებ, ბოლოს და ბოლოს სისხლის სამართლის საქმეა.
კიდევ იმის მოყოლაც მინდოდა თუ როგორ მიხარია, რომ ქალაქში აგრილდა და რა ბედნიერი ვარ, რომ უკვე გრძელსახელოებიანი ტანსაცმელია "ხოდში".
ძალიან მიყვარს ზამთარი და სიცივე, ერთი სული მაქვს მოთოვოს.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ზამთარი ცოტა ჩქარა მოდის, მე კი მანქანაში კლიმატ კონტროლი ჯერაც არ გამიკეთებია და ყოველ ჯერზე როცა წვიმს, მარცხენა ხელი გასაწური მიხდება (ფანჯრა მაქვს ჩამოწეული რომ არ დაიორთქლოს მინები)
ისე სიმართლე თუ გინდათ ამ საკითხზე ძალიანაც არ ვდარდობ.
ამ დროს კი მე და ჩემი ბიჭი (სასაცილოდ ჟღერს) ფრიად საინტერესოდ ვატარებთ საღამოებს (ისე ხშირად ვერა, როგორც ვისურვებდი, ასეთია მუშათა კლასის ბედი) მაგრამ მაინც....
ისე რომ ვთქვათ ურთიერთობები რთული რამეა, რთული იმდენად რამდენადაც სხვის (უცხო) ენაზე გიწევს საუბარი იმისათვის, რომ ურთიერთობა არ დაინგრეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს.
ცოტათი დავიღალე კიდევაც, მაგრამ ეგ ალბათ გიჟური რეჟიმის და ჩემი მიდებ-მოდება ნატურის ბრალია.
ამასთანავე, მალე მაგიდას ვეღარ შევავსებთ იმიტომ რომ გვანცა გერმანიაში მიდის (თან ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე), ხშირად კი არ გვნახულობდა მაგრამ მაინც.
ის ხომ ახლა ბევრ კილომეტრს იქით, ძალიან დაცული საზღვრის შიგნით იქნება.....
იცით რისი მოყოლა დამავიწყდა?
იმის რომ ჩემი ოთახი ისევ (ჩვეულებრივ, უფრო სწორად) არეულ დარეულია და კაცმა არ იცის რა და სად არის შენახული.
ძალიან დიდი ხანია ვგეგმავ რაღაცეები გავასხვისო და ჯერ ვერ მოვაბი თავი, რომ ეს რაღაცეები გადავარჩიო და ერთ ყუთში მოვათავსო.
ჯამში, თავს ფრიად სარფიანად, მაგრამ დაღლილად ვგრძნობ.
მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ყველაფერი საკმარისზე მეტად კარგადაა.
ფეხზე. Maori Seahorse ♥ ჩემი აზრით ადამიანმა მსგავს თემაზე (როგორიც სვირინგის გაკეთებაა) გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო და ეგრევე იმოქმედო, თორემ მერე ყველაფერი დროში იწელება და სულ რაღაც გიშლის ხელს.
ვფიქრობ ამჯერად მეტი გასაზიარებელი არაფერი მაქვს, ან მავიწყდება, თუმცა როგორც არის.
0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!