სასწაული ნიჭი მაქვს გავეხვე უცნაურ თავგადასავლებში, უნებურად.
ამჯერედაც ასე მოხდა.
ღამე, 1 საათი (დაახლოებით). სადღაც ქალაქის გარეუბანში ვარ (სახელიც არ ვიცი, თემქის მიმდებარედ), ვცდილობ როგორმე პერიფერიას გამო ვცდე და სახლის გზა ვიპოვნო.
ამ დროს გზაზე ორი ახალგაზრდა მიბოდიალობს, ფარების შუქზე მოტრიალდნენ და ცერა თითი ამიწიეს (რაც იმას ნიშნავს რომ დამგზავრება უნდათ, მაგრამ ფული არ აქვთ და ჩემი კეთილი ნების იმედად არიან).
ამ დროს გზაზე ორი ახალგაზრდა მიბოდიალობს, ფარების შუქზე მოტრიალდნენ და ცერა თითი ამიწიეს (რაც იმას ნიშნავს რომ დამგზავრება უნდათ, მაგრამ ფული არ აქვთ და ჩემი კეთილი ნების იმედად არიან).
მეც დიდად არ დავფიქრებულვარ, შემეცოდნენ იმ გადაკარგულში დასატოვებლად (თანაც ახლომახლო არავინ ჩანდა სხვა) და გავუჩერე.
ორი ბიჭი. მანქანაში ჩასხდნენ და ინგლისურად, უცნაური აქცენტით მომესალმენ.
კარგით, გზად ჩამოგსვამთ მეთქი ვუთხარი და გავჩუმდი.
მოგეხსენებათ, თემქიდან ცენტრამდე არც ისე მოკლე მანძილია და სადღაც შუა გზაში ერთ ერთმა ხმა ამოიღო.
პირველად სახელი მითხრა და შემდეგ წარმომავლობაზეც ჩამოაგდო საუბარი, ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ალბანელები ვართო ასე მითხრა, ტიმორ (თუ ტომორ) ერქვა სახელად.
მკითხა თბილისელი ვიყავი თუ არა, შემდეგ დამაზუსტებინა ვისი იყო ჩემი მანქანა.
ამ დროს ვიფიქრე ეხლა ალბათ მეტყვის , გააჩერე, გადადი და გასაღები დატოვეო, თუმცა საქმე ასე მარტივად არ დასრულებულა.
ამის შემდეგ საქართველოში ბოდიალზე ჩამომიგდო საუბარი, მოვუყევი რისი ნახვა ღირს, მე რა მაქვს ნანახი და რა მაქვს სანახავი.
ერთ მომენტში როდესაც აჭარის მთებზე ვუყვებოდი დაინტერესდა თქვენთან მთელს ქედებზე არის სასაზღვრო პუნქტებიო?
ცოტა კი გამიკვირდა, მოლაშქრე ტიპი, რომელიც გეკითხება სანახავ ადგილებზე, რატომ უნდა დაინტერესდეს მესაზღვრეების არსებობით?
არ ვიცი მეთქი ვუპასუხე და ისევ თავგამოდებით გავაგრძელე იმაზე საუბარი, თუ რა მშვენიერი ბუნებაა აჭარაში.
უცებ შემაწყვეტინა და მეუბნება, იცი რა ჩვენ საქართველოს დატოვება გვინდა, მაგრამ ამას ლეგალურად ვერ გავაკეთებთ, გვაქვს პრობლემა და იქნებ დაგვეხმარო როგორმე საზღვარი გადაკვეთოთ სადმე ნაკლებად კონტროლირებად ადგილასო.
უცებ გამეცინა და "იტ ვოზ ფანი" მეთქი ვუთხარი, მაგრამ სარკეში მისი სახის დანახვისას სიცილი სახეზე შემახმა.
აშკარად არ ხუმრობდა, აშკარად კი არა საერთოდაც არ ხუმრობდა თურმე.
რომ მიხვდა დავეჭვდი და არ ვუპასუხე , მითხრა ცოტა ფული გვაქვს , ბევრს ვერაფერს შემოგთავაზებ სანაცვლოდ, მაგრამ დამიჯერე დახმარება გვჭირდებაო.
ვკითხე საელჩოს რატომ არ მიმართავთ მეთქი და არ შეგვიძლიაო.
ყველა შემდგომ კითხვაზე (რომელიც მე დავუსვი) პასუხი იგივე იყო - არ შეგვიძლია, არ შეიძლება.
ამ დროს უკვე მათ ჰოსტელთანაც მივედი, მანქანა გავაჩერე და ველოდები როდის გადავლენ.
ისინი კი (როგორც აღმოჩნდა) ისევ ჩემს პასუხს ელოდებოდნენ.
მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს კარი რაც დავპირდი, რომ გავარკვევდი რისი გაკეთება შეიძლებოდა და მათი საკონტაქტო მონაცემები ჩავიწერე.
გადასვლის წინ ისევ ძალიან მთხოვეს დახმარება და მითხრეს, რომ ჩემი იმედი ექნებათ, მე უნამუსოდ დავუქნიე თავი, მანქანა მოვატრიალე და სახლისაკენ დავიძარი.
ეხლა ვზივარ და არ ვიცი სინდისმა უნდა შემაწუხოს თუ არა?
შემაწუხოს იმიტომ, რომ ფეხზე დავიკიდე (იქნებ მართლა უჭირთ) და არ შემაწუხოს იმიტომ რომ შარში თავის გაყოფა ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის.
აშკარად უცნაური ისტორიების უნებური მოძიების ნიჭი მაქვს...
არადა, ხომ შეიძლებოდა თავიდანვე შემშინებოდა და მანქანა არ გამეჩერებინა.....
5 Comments
საზღვრის გადალახვის უფლება არ აქვთ? o.O მითუმეტეს არც ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. ე.ი რაღაც დანაშაული აქვთ ცადენილი რის გამოც "არ შეუძლიათ", ხოდა ნუ შეგაწუხებს სინდისი.
ReplyDeleteვაიმე, როგორ გაუჩერე მანქანა ორ უცნობს ღამით? შენ თავგადასავლების მაძიებელი ხარ, ბლანკ, და მე კი გულს მიხეთქავ. წარმოიდგინე, თავში რამე რომ ჩაერტყათ და ათასი რამე კიდევ.
ReplyDeleteენივეი, ძალიან კარგი გოგო ხარ ისე, სასწაულად კეთილი.
შენს ალბანელებს რაც შეეხება, მშვენივრად მოიქეცი, ახლა იმათ გამო შარში გახვევა გინდოდა? ალბათ სამუშაოდ ჩამოვიდნენ და მანდ რას იპოვიდნენ, ჰოდა ახლა ან რუსეთში ენდომებოდათ გადასვლა ან თურქეთში, რა ვიცი, ჩემი აგათა კრისტისეული ინსტინქტით ასე მგონია :დ
ვინ უწყის მართლა ვინ არიან სინამდვილეში : )) ^^
ReplyDeleteფუი... იმხელა კომენტარი დავწერე და დაკარგა ამ დ-აფეთქებულმა ბლოგსფოთმა :(
ReplyDeleteლორდ როგორ მოახერხე??
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!