ბრიჯსტოუნის სველი თასი

როგორც მოგეხსენებათ (და თუ არ - ახლა მოგახსენებთ) თეგეტა მოტორსის კონკურსში გავიმარჯვე და ბათუმში "ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასზე" წასვლა მერგო წილად (მე და კიდევ ერთ ბლოგერს)

ვეცდები მოგიყვეთ თუ რაოდენ სახალისო და საინტერესო "პაეზდკა" გამოდგა თეგეტასთან ერთად გატარებული "ვიკენდი"
ძალიან მიყვარს ახალი ადამიანები და ახალი გარემო, ხოლო როდესაც თეგეტას ოფისის ეზოში დაყენებული შავი მიკროავტობუსი დავინახე საბოლოოდ დავრწმუნდი - მგზავრობა სარფიანად ჩაივლიდა.



სამწუხაროდ მისვლა დამაგვიანდა შეხვედრის ადგილზე, თუმცა თავს დამნაშავედ არ ვთვლი.

მიკრო ავტობუსში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული 6 ადამიანი დამხვდა.

ადამიანს რომელსაც ჩვენი სიცოცხლეები ებარა და საჭესთან იჯდა ძალიან ცოცხალი და ეშმაკური თვალები ჰქონდა. მის გვერდით ადგილი უცხოელ სტუმარს ჰქონდა დაკავებული - უცხოური უცხოელი იყო მეტს ვერაფერს გეტყვით. 
შემდეგ რიგში ისხდნენ ოპერატორი, რომელიც ქართული გაგების, კაი მსმელი და კაი დამრტყმელი გახლდათ და კიდევ თეგეტას წარმომადგენელი, რომელსაც უცხოელისთვის უნდა მიექცია ყურადღება (ჩემი ვარაუდით). 
ბოლო რიგში კი "გოგოშკები" ჩამოვლაგდით - ჟურნალისტი რომელიც ძალიან ჰგავდა მულტფილმის გმირს (რომელს ვერ გეტყვით, ვერ გავიხსენე) მეორე ბლოგერი, რომელსაც ალბათ სიჩუმისა და აუღელვებლობისათვის რამე ჯიდლოც ექნებოდა აღებული და მე.

დავიძარით თუ არა, ავტომობილი მაშინვე ახმაურდა, სწრაფი გაცნობის და პირველადი წარმოდგენის შესაქმნელი ფრაზების გაცვლის შემდეგ უკვე სხვადასხვა "მნიშვნელოვანი" და "ცხელი" თემები წამოიწია.

ჩვენი მძღოლი სარკეში ეშმაკურად გამოგვხედავდა ხოლმე უკან და რაღაც ისეთ საკითხს შემოაგდებდა, რომ ერთმანეთს ლაპარაკს აღარ ვაცდიდით (არა, ისე სიმართლე უნდა ითქვას და ყველაზე მოყაყანე მე გახლდით).



მინდა გითხრათ ისე ვიმგზავრეთ არც დაღლა და არც მოწყენა არავის გვიგრძვნია,თანაც გზაში რამოდენიმეჯერ გავჩერდით კიდეც (წახემსება და ახლა უკვე პოპულარული ზესტაფონურ-იტალიური ყავა საუკეთესოა მგზავრობისას).

ბათუმში მხიარულად და კარგად ჩავედით, შემდეგ კი გეზი ეგრევე სასტუმროსკენ ავიღეთ, რომელიც ბათუმში ერთადერთ ამაღლებულ წერტილში დგას და "თანამგზავრი" (ბათუმურად სპუტნიკი :)) ) ჰქვია.

იქ დაგვხვდნენ გოგოები ეთო და დიანა. სწრაფად მოვთავსდით ნომერში, ცოტა ხანი ფოიეშიც გავატარეთ,  შემდეგ  კი ღამე ძალიან სათნოდ და გრილად დასრულდა.

მეორე დღეს გაღვიძებისთანავე ისეთი ამინდი დაგვხვდა რომ აუცილებლად უნდა გავხვარჩალებულიყავით აუზში (მოგეხსენებათ როგორ "მიყვარს" დაგუბებული წყალი).

"ზა კამპანიუ" ნინოს (მეორე ბლოგერი) გავყევი აუზზე. 
ყველა ჩვენთვის ნაცნობი (და უცნობიც) ადამიანი იქ იყო თავმოყრილი და გულიანად ერთობოდნენ.

სიმართლე თუ გინდათ დიდი ხანი ვიფიქრე აუზში ჩასვლაზე, ძალიან არ მიყვარს ზღვა/აუზი/მდინარე და მისთანები, თუმცა სიცხით შევწუხდი და მაინც მომიწია.

შუადღისათვის ბათუმში მყოფ ბაკოს დავურეკე და ჩავედი მის სანახავად, ბევრი ვიბოდიალეთ და საბოლოოდ როგორც მქონდა დაგეგმილი - ბრიჯსტოუნის შეჯიბრზე მივედით. 
შეჯიბრი იმართებოდა იუსტიციის სახლთან (იგივე ბათუმის კარიბჭესთან). რა თქმა უნდა ქუჩა დასაწყისშივე გადაკეტილი დაგვხვდა. უამრავი ავტომობილები იყო ჩამწკრივებული და გეტყვით, რომ არც მაყურებელი აკლდა შეჯიბრს.


ძრავის ღმუილზე რა თქმა უნდა გულში სითბო ჩამეღვარა და ბაკოსთან ერთად სარფიანი ადგილის ძებნა დავიწყე, რომ ყველაფრისათვის კარგად მეყურებინა.

შეჯიბრი მართლაც დაძაბული და ძალიან საინტერესო იყო, თანაც ამ ყველაფერს თავსხმა წვიმა დაემატა. რბოლა ერთი-ორად ექსტრემალური გახდა.

მოსახვევში მკვეთრად შესული მანქანები, შიგადაშიგ ციგებივით მისრიალებდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, აღმუვლებდნენ ძრავებს და ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეკარგათ.
უნდა აღვნიშნო რომ ამ წელს ბევრად უკეთ იყო ორგანიზებული მთელი ივენთი, როგორც გაფორმების ისე უსაფრთხოების კუთხით.

ამ დროს უღმერთოდ გავილუმპეთ მე და ბაკო, ამიტომ ახლო მდებარე კაფეს შევაფარეთ დროებით თავი და ცხელი ჩაის დახმარებით ვცადეთ გათბობა. 

მალევე უკან დაბრუნებულს უკვე 16 მონაწილე გამოვლენილი დამხვდა - ისინი ვინც საბოლოო რბოლაში (პირველი შერეული სამეულის გამოსავლენად) მიიღებდნენ მონაწილეობას.

რა თქმა უნდა წვიმა ისევ მუხანათურად ცრიდა, თუმცა უკან დახევას არავინ გეგმავდა - არც ორგანიზატორები და არც მონაწილეები.

ყველა თავის ადგილზე განლაგდა - მსაჯები ტრასაზე, სტუმრები სპეციალურ ტრიბუნებზე, ორგანიზატორები სცენის მიმდებარედ, მე და ნინო კი სტარტის ხაზთან ახლოს ვიდექით და გამალებით ვიქნვდით დროშებს (მე ამასთანავე თეგეტას სასტვენში ვსვტვენდი და ტვინს ვუვხრეტდი გარშემომყოფებს, აბა რა მექნა ხმა მეხლიჩება ხოლმე)

მინდა გითხრათ შეჯიბრის ბოლო ეტაპი ისეთი დაძაბული და საინტერესო საყურებელი გამოდგა, რომ ყველა ცმუკავდა და გულშემატკივარი (იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო როდესაც) ქომაგობდა კიდეც ფავორიტს.


უნდა მოგიყვეთ დაჯილდოვების ცერემონიალის შესახებაც. 
ენით აუწერელია, როდესაც პირველი ადგილის მფლობელი მოდის ფინიშზე, სადაც გულშემატკივრები ელოდებიან, შემდეგ სცენაზე იწყება დაჯიდლოვება.
რიგრიგობით აცხადებენ მესამე, მეორე და პირველი ადგილის მფლობელებს, ისინიც ამაყად ადიან და დგებიან საკუთარ ადგილზე. შემდეგ გადაეცემათ პრიზები/საჩუქრები და ბოლოს ყველაფერი თასის გადაცემითა და ულამაზესი ფეირვერკით სრულდება.

ამ ყველაფრის აღწერა ჩემს ძალებს აღემატება, ვიდექი სცენის წინ და მაჟრიალებდა სიამოვნებისა და იმ შერეული გრძნობებისაგან რაც იმ დროს მეუფლებოდა.


იმავე საღამოს რა თქმა უნდა მთელმა საორგანიზაციო გუნდმა და სტუმრებმა კარგად ჩატარებული ღონისძიება აღნიშნა. აქვე დავსძენ რომ თეგეტა მოტორსის ისეთი გენიალური წარმომდაგენლები გავეცანით ამ საღამოს, როგორებიც ორი დავითი, პაატა და სხვები აღმოჩნდნენ. 
უზომოდ სასიამოვნო საღამო გამოვიდა შეჯიბრის შემდეგ.


მესამე (ბოლო) დღეზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. საღამოსკენ დავიძარით ბათუმიდან და ისევ ძალიან ომახიანად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ვიმგზავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და გადაადგილება არც ისე ადვილი იყო, მაინც მშვიდად და ხალისიანად ჩამოვედით თბილისში.
ძალიან კმაყოფილი ვარ იმით რომ თეგეტას კონკურსში მონაწილეობა მივიღე.



Post a Comment

8 Comments

  1. Anonymous12:20 PM

    ფრიად მოხარული ვართ, რომ ძალიან მოგეწონათ ღონისძიება. მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ საინტერესო და ემოციური პოსტისთვის. ;–))) მე ის დათო ვარ ორთაგანიდან ერთ–ერთი.

    ReplyDelete
  2. Anonymous12:36 PM

    სტუმრისთვის ყურადღება უნდა მიექციაო?არამარტო შენი ჩემი ვარაუდიც ასეთი იყო მაგრამ მთელი გზა ეძინა და მეც ხომ არ დავიძინებდი? :)))

    ReplyDelete
  3. Anonymous12:47 PM

    Thank you for your report! Nice to meet you and hope we'll met at next Bridgestone Black Sea cup. http://s017.radikal.ru/i419/1208/fe/9c0a24f7b3c9.jpg and one pic from me for full image of race. Anton from Motul.

    ReplyDelete
  4. დავით, დიტო - დიდი მადლობა რომ ეწვიეთ ჩემს ბლოგს და მოხარული ვარ თუ მოგეწონათ პოსტიც <3 <3

    Anton - Hope to meet you again next time. Thank you for photo - i love it!

    ReplyDelete
  5. Anonymous2:22 PM

    აქ უნდა ყოფილიყო აღფრთოვანების დიიიდი პოსტი, მაგრამ ჯასთ აღფრთოვანებას დავტოვებ :)

    ბლანკ ლავ იუ <3

    ReplyDelete
  6. Anonymous8:05 PM

    იმედია კიდევ შევხვდებით სადმე გზაში...ოღონდ ისევ ღამით...უფრო საინტერესო თემებია ხოლმე :)))))

    ReplyDelete
  7. რევიუც ამას ჰქვია :) ღამის ორ საათზე ერთი ღერი სიგარეტის მოწევაში შემომეკითხა.

    შენ რომ არ მოგოგო ეს კონკურსი და ბრიჯსტოუნის თასს არ დასწრებოდი, უსამართლობა იქნებოდა, მარო. სად წავიკითხავდი ასეთ პოსტს? :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!