მყარი სამყარო

ვინ დაასკვნა რომ სამყარო უსამართლოა??
საიდან მოვიდა მსგავსი აზრი?

სამყარო სულაც არაა უსამართლო, ის გენიალურად ანაწილებს შესაძლებლობებსა და რესურსს.
როდესაც ადამიანს აკლია რაღაც ერთი მახასიათებელი ის დაჯილდოვებულია სხვა, ბევრად უფრო აღმატებულით.

რაც არ უნდა მიჰქაროთ ცხოვრებაში (ნუ ვიღაცის მოკვლის გარდა) თითქმის ყველაფრის გამოსწორების შანსი გეძლევათ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.

რა არის კლინიკური სიკვდილი, თუ არა შეცდომებზე დაფიქრებისა და მათი გამოსწორების შანსი?



რატომ ვავადდებით უცნაური რამეებით? იმისათვის, რომ გადავაფასოთ ყველაფერი და დარჩენილი დრო განსხვავებულად და უფრო აზრიანად გავატაროთ.

რისთვის კვდებიან ახლობელი ადამიანები მორიგეობით და არა ყველა ერთბაშად? იმისათვის, რომ სხვებს მაინც არ მოვაკლოთ ის ყველაფერი, რაც იმ ერთის სიკვდილამდე არ გაგვიკეთებია.

რატომ ვართ ზოგი ქალები , ზოგიც კაცები? იმისათვის რომ წონასწორობა და ბალანსი არ დაირღვეს.

სამყარო ყველაზე გაწონასწორებული და ჟანსაღი რამეა იმათ შორის რაც ჩვენ ვიცით და რაზეც შეიძლება გვქონდეს ოდნავი წარმოდგენა მაინც.

Post a Comment

3 Comments

  1. მართალია.
    გეთანხმები.

    აი პირველი სტრიქონები რომ ამოვიკითხე, "როდესაც ადამიანს აკლია რაღაც ერთი მახასიათებელი ის დაჯილდოვებულია სხვა, ბევრად უფრო აღმატებულით."-ო, დავფიქრდი რითი ვარ დაჯილდოებული სხვა, ბევრად უფრო აღმატებულით და ეგეთი ვერაფერი მოვიძიე. :მო"

    უკაცრავად გულახდილი კომენტარისთვის. მაგრამ ეგრეა მართლა.

    ReplyDelete
  2. Kate - კარგად დაფიქრდი, რა გაქვს ისეთი რაზეც სხვები ოცნებობენ ან უნდთ რომ ახასიატებდეთ და ჰქონდეთ : ) თუმცა რაც უფრო დიდია დანაკლისი მით მეტად არის შესამჩნევი რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი ბუნების საჩუქარი

    ReplyDelete
  3. ეჰ რავიცი, რავიცი.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!