საკვები ყველას ეყოფა თუ მოვინდომებთ!

როცა გშია ზაქარია ცივი მჭადიც შაქარია”-ო უთქვამთ ჩვენს წინაპრებს შორეულ წარსულში.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსოფლიოში ადამიანების კვებისა და საარსებოდ აუცილებელი პროდუქტის ნაკლებობასთან დაკავშირებით პრობლემა ყოველთვის იყო.
ალბათ ჩვენს წინაპრებს ეს ნაკლებად აწუხებდათ გამომდინარე იქიდან რომ :
1. შეეძლოთ ერთმანეთი გამოეკვებათ და საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა მოეხდინათ
2. დედამიწაზე 7 მილიარდი ცოცხალი, ორფეხა არსება არ ცხოვრობდა
3. სურსათის არსებობა მიწათმოქმედების და მოსავლიანობის პირდაპირპროპორციული იყო მეტწილადearthuc7
ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა ადამიანის სიზარმაცის მატებისა და ინდუსტრიალიზაციის შემდეგ უფრო და უფრო მწვავე გახდა.
უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა შეიცვალა ცხოვრების წესი და დაანება მიწათმოქმედებას თავი. უფრო და უფრო მეტი წყარო წარმოიშვა დედამიწის რესურსისათვის ზიანის მიმყენებელი და დამაბინძურებელი.
ყველა ეს ცვლილება კი სურსათის არსებობასა და მის რაოდენობაზე ელვისებურად აისახა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად ყველა ცვლილებებისა რაც ჩვენს პლანეტაზე მიმდინარეობს , მას კიდევ აქვს შერჩენილი უნარი, რომ მოახდინოს თითოეული ჩვენგანის სრულყოფილი გამოკვება.
უცნაური რამ არის, მაგრამ თუ გადავხედავთ 2005-2011 წლის მონაცემებს (საქართველოში) ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე(სურსათზე) დაახლოებით 65 %–თ მოხდა (წყარო), შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ხელფასის დანახარჯი სურსათზე, ამდენჯერ თუ არა ამის ნახევრით მაინც, გაიზარდა.
საკვებთან დაკავშირებული პრობლემები უფრო და უფრო ხშირია, უფრო მძაფრად ისახება ჩვენს ყოფაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.
გარდა იმისა რომ კაცობრიობა დანაკლისს განიცდის, გაჩნდა პრობლემა საკვების უსაფრთხოებასა და კვებით ღირებულებასთან დაკავშირებით. გემახსოვრებათ სულ ახლო წარსულში, საქართველოში სიმინდის მარცვალთან დაკავშირებული პრობლემები.საუბარი არა მხოლოდ მოსავლის არ არსებობაზე იყო, არამედ მისი საკვებად ვარგისიანობაც კი ეჭვს ქვეშ გახლდათ.
ან თუნდაც ასეთი რამ შემიძლია გითხრათ - ზუსტად 100 წლის წინ ადამიანს 2 ცალი ვაშლი ჰყოფნიდა რომ რკინის დღიური ნორმა მიეღო, დღეს კი 10 კილოგრამი ვაშლის გაქრობის მერე თუ შესძლებთ დღიურად სამყოფი საჭირო ნივთიერებების მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა ცდილობს არ იფიქროს და არ იდარდოს მსგავს მოვლენებზე, მაინც არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ამ ყველაფერზე რეაგირებენ.
ერთ ერთი ასეთი არის OXFAM,ორგანიზაცია 1942 წელს ჩამოყალიბდა ოქსფორდში და დღეს 80-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ორგანიზაცია რეაგირებს სურსათის კრიზისზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია, რომელიც ახდენს სხვადასხვა შემოწირულობითა და მოხალისეების დახმარებით უზრუნველყოს თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობა თუ საკვებით უზრუნველყოფა, საჭიროებს მხარდაჭერას.
123d ადამიანებს შეუძლიათ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ერთი პატარა კურკა აქციოს იმ ხედ, რომელიც ყოველ წელს მოსავალს მოიტანს და ეს მოსავალი მინიმუმ ერთ ადამიანს უზრუნველყოფს სასიცოცხლო რესურსით.
საქართველოში ყველამ ვიცით თუ რა ხშირია და მნიშვნელოვანი მოსავალთან დაკავშირებული პრობლემები, ყველამ ვიცით თუ რამდენი მშიერი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ახლოს, რომლებისთვისაც ჩვეულებრივი საკვები მინიმუმიც კი სანატრელია ხშირად.
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია სასურსათო კრიზისთან ჭიდილისათვის.
არც ერთი ადამიანი მარტო არ არის, მანამდე სანამ ჩვენ გვაქვს მიწა, ორი ხელი და ცოდნა იმისათვის, რომ უზრუნველყვოთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გარშემომყოფების არსებობაც.

Post a Comment

0 Comments