ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს. |
მაია წყნეთელის ამბავი ბავშვობაში ჯერ ფილმიდან შევიტყვე, ხოლო შემდეგ უკვე სხვადასხვა ხალხურმა თქმულებებმაც შემაყვარეს.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იმაში, თუ როგორ ვირჩევთ გმირებს, არის ის თუ როგორ ვხედავთ საკუთარ დანიშნულებასა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
ამბავი 20 წლის გოგონაზე , რომელიც იმდენად ძლიერი და შეუპოვარი იყო რომ ”მათე ბიჭად” იქცა და მეფის კარზე საგმირო საქმეებს ჩადიოდა ყველაზე დიდი ბიძგი იყო იმისათვის, რომ რამე დამეჩემებინა და ზუსტად ის გამეკეთებინა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამის ფასი.
სხვადასხვა წყაროებში მაია წყნეთელზე სხვადასხვა რამ წერია, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას რომ ასეთი საგმირო საქმეები მართლაც იყო ჩადენილი ვინმე მაიას მიერ, რომლის არც ზუსტი წარმომავლობა იყო ცნობილი და არც რაიმე სხვა დეტალები.
მიუხედავად ამისა ასეთი ამბები ძალიან ძლიერად მოქმედებდა ჩემზე ყოველთვის. ვფიქრობ ჩემში კიდევ უფრო დიდი სიმპატია სწორედ იმან გააჩინა, რომ ამბავი მაია წყნეთელზე არც მაშინ სრულდება ამბავი,როდესაც ის მეფის კარს ტოვებს და ანონიმად სახლდება ერთ ერთ სოფელში, ხოლო უკვე მოხუცებული არ ღალატობს იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა და ისევ ერთვება გამათავისუფლებელ ბრძოლაში , რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდება.ასეთი თავდადება და მონდომება ჩემში დღემდე ენით აუწერელ აღფრთოვანებას იწვევს (მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ვიაზრებ - შესაძლებელია ეს ამბავი მხოლოდ ქართველი ერის წასახალისებლად და საბრძოლო სულის ასაღორძინებლად შეიძლებოდა ყოფილიყო მოგონილი)
მათე ბიჭის გმირობების ჩამონათვალში, ხალხურ თქმულებაში უამრავი სხვადასხვა სახის ამბავია მოთხრობილი – თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ მას მეფის უზარმაზარი ნდობა ჰქონია ეს კი 20 წლის გოგოსთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომელსაც უმკლავდებოდა წარმოუდგენელი ძლიერებით.
ვფიქრობ ჩემს მიზანდასახულობასა და მონდომებაზე ამ ისტორიამ საკმაოზე დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან ძლიერად ჩამებეჭდა თავში, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთო ოღონდ ეს სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს.
ხალხური თქმულებები ქალთა წარმატებასა და გმირობებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, რადგან ყველას გვასწავლიდნენ და ვფიქრობ დღემდე ასე გვასწავლიან, რომ ქალი სუსტის სქესია და მას არ ახასიათებს იმდენად ძიერი საქციელები რომ გამოირჩეოდეს მასაში.
ვფიქრობ მაია წყნეთელზე ბავშვური შეყვარება ჩემი წინააღმდეგობრივი ნატურისა და მეამბოხის მონაცემების ბრალია.
მათე ბიჭი იყო და ალბათ არის ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო გმირი ქართული თქმულებებიდან.
1 Comments
დიდხანს უყურა ბიძაჩემმა მაია წყნეთელის ძეგლს წყნეთში და სთქუა : ერეკლე მეორე აბანოში ბანაობდა მათე ბიჭთან ერთად და ის ვერ მიხვდა რომ ქალი იყო და ამას რამხელა ძუძუები აქვსო.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!