ამ ბოლო დროს ვატყობ სამყარომ გადაწყვიტა ჩემი წუწუნი სერვისისა და ზოგადად ქართული მომსახურების თაობაზე აღგავოს და ამიტომ სულ ისეთ დაწესებულებებში ვხვდები, სადაც ყველამ იცის თავის საქმე.
დღესაც ასეთ ადგილას - ჰეარჰაუსში მოვხვდი. 4 შაბათს დავურეკე და ორი ადამიანის ვიზიტზე შევუთანხმდი, ასე რომ შუადღეზე მე და მაო ერთად მივკუსკუსდით.
ჯერ მორიდებულად შევედით შიგნით (ისე მანამდე მისვლისას ცოტა დავიკარგეთ, თავს რომ არ მიაბრუნებ ადამიანი ეგაა რა) დაგვხვდა ქეთი – ყველაზე გაღიმებული და უშუალო ადამიანი ამ ქვეყანაზე (მე მგონი)
თავიდან ქეთიმ დაგვისვა კითხვები - რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა და შემდეგ დაიწყ რაც დაიწყო. პირველად ჩემი თმისთვის ფერის შერჩევა იყო რიგში, მერე დედას ვარცხნილობა.
მინდა გითხრათ გოგოებმა ბევრი იფიქრეს როგორ უნდა აერიათ საღებავები იმისათვის, რომ ჩემი თუთიყუშის კუდი ერთ მთლიან ფერზე დაესვათ, შემდეგ კი თვითონ პროცესი დაიწყო.
დედა უცებ მორჩა ვარცხნილობის შესწორებას და მერე ნახევრად მძინარე იჯდა და მე მელოდებოდა (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაძლო)
დაახლოებით 2 საათი დავყავი ჰეარჰაუსში, თუმცა არც მოწყენა მიგვრძნია და არც ის, რომ სადმე უცხო ადამიანებთან ვიყავი. ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა, მეგობრული სიტუაცია და მოკლედ ძალიან კარგია.
ჰეარჰაუსში ნაწნავებისა და ვარცხნილობების იმხელა არჩევანია რომ შეიძლება ერთი ორი დღე მოგიწიოთ იმაზე ფიქრი რომელი გავიკეთოო, მართლაც ძალიან ლამაზ რამეებს აკეთებენ გოგოები ♥
მე საჩუქრად ერთ ერთი ასეთი ნაწნავთაგანი მერგო – როგორ მიხდება არც კი იცით.
უი და კიდევ რა უნდა გითხრათ - ვისაც გინდათ დროებითი სვირინგი ამას ჰეარჰაუსში აკეთებენ!!
ნამდვილად დროებით სვირინგს რომელიც დაახლოებით 7-10 დღე იქნება თქვენს სხეულზე,არ დააზიანებს მას და თანაც ის შეგიძლიათ ფერადი გაიკეთოთ. სპეციალური პულველიზატორით ხდება ნახატის დატანა კანზე და ის სრულიად უსაფრთხოა ♥ სპეციალური ტრაფარეტის საშუალებით თქვენს სხეულზე სხვადასხვა გამოსახულებები გაჩნდება!!
მოკლედ ეწვიეთ თქვენ თვითონ ამ ადგილს და ჩაატარეთ გოგოებთან ერთად ექსპერიმენტები ♥ ცდად ნამდვილად ღირს!
ეს სარეკლამო პოსტი არაა, ეს აღფრთოვანების შედეგია ♥
6 Comments
თმის სიგრძე <3
ReplyDeleteვაიმე რამსისქე თმა გაააქვს ო.ო და რა მაგარი ნაწნავია <3
ReplyDeleteაი მანდ იყო გრელი თმები რომ შევაჭრევინე :D
ReplyDeletep.s. მანდ დავდივარ მეც :D
ვა გიო საღოლ : ) სწორად აგირჩევია კარგი სალონი ♥
ReplyDeleteგახსნის დღიდანვე ისეთი შემართებით აპიარებთ მაგ სალონს, რომ საკუთარ თავს არ ვერწმუნე პირველ ჯერზე და ოთხჯერ ვიყავი საერთო ჯამში. რასაც მოკლედ შევაფასებდი - სრული საშინელება! სერვისს ვგულისხმობ რა თქმა უნდა, თორემ თმა ნორმალურად შემჭრეს. "ზედ არავინ შემოგაფურთხებს" სიტუაციაა, თუ საერთოდაც შეძელი და ვინმეს ყურადღება მიიპყარი ბრძოლის შემდეგ, ისე 'ამომწურავად' გიპასუხებენ, გაოგნდები.
ReplyDeleteჰოდა ვერაფრით ამომიხსნია ეს ამოცანა - თქვენ გიმართლებთ მაინცდამაინც მისვლისას და კარგ ტალღაზე ხვდებით თუ მე მაქვს ჯადო.
fiamifero -ვერაფერს გეტყვი : ) ტყუილები არ მჩვევია ზოგადად და თუ ბლოგზე რამეს ვწერ კარგიც და ცუდიციდენტურად ჟღედება . : ) ხოდა ერთია რომ იქნებ შენი დამოკიდებულება ან მოლოდინი იყო სხვანაირი და უბრალოდ მაგიტომ მოგეჩვენა ეგრე : ) ნამდვილად ვერაფერს გეტყვი : ) ერთი ვიცი რომ მე ძალიან , ძალიან ნასიამოვნები ვარ და სულ ახლო მომავალში კიდევ ერთი ვიზიტი მაქვს დაგეგმილი ვარცხნილობის შესასწორებლად : )
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!