როგორც არ უნდა ვატრიალოთ ზამთარი მაინც გენიალური სეზონია.
კი, ცივა ხოლმე, ქარიც არის, ამ ზამთარს აგერ უკვე 10 დღეა თოვს და ყინავს მაგრამ მერე რა?
რით არის ეს ცუდი? ადამიანები წუწუნებენ იმიტომ, რომ აქამდე ასე არ ყოფილა, ან თუ იყო სადღაც ძალიან ღრმა წარსულში.
ღმერთმანი აბა რა ჯობია იმას როდესაც გარეთ თოვს, შენ კი სახლში ზიხარ ჩათბუნებული, ყავით ან ჩაით ხელში და კითხულობ/უყურებ ფილმს/ჭორაობ მეგობართან/წერ/ქსოვ/ხატავ?
რა ჯობია სუფთა , კრიალა ჰაერით გაჯერებულ პარკებში და სკევერებში სეირნობას ან გუნდაობას? მოლიპულ გორაკებზე სრიალს (ციგით თუ პირდაპირ ტრაკით არ აქვს მნიშვნელობა)
ბოლოს და ბოლოს რა ჯობია ზამთარში ჩახუტებას? ისევ გავმეორდები და ვიტყვი რომ არ იოფლები, არ იწეპები და მოკლედ სითბოს გაზიარებისაათვის კარგი სეზონია.
დილით გაღვიძებულს თეთრი ბურუსი და გადაფითქინებული არემარე რომ გხვდება, ფანჯარას გამოაღებ და ხარბად ჩაისუნთქავ გაყინულ , უსუფთავეს ჰაერს.
მერე და როგორი სასიამოვნოა ჭრელი პომპონებიანი ქუდი რომ ასე გიხდება და ხელთათამანები რომ ძალიან კარგად მიდის ჩანთასა და ჩექმაზე?
მაინც რა კარგია, როდესაც შეიძლება აისხა თხილამურ-სნოუბორდი და წახვიდე ზამთრის კურორტზე სასრიალოდ და განსატვირთად? შემდეგ კი უცნაური და სასაცილო რუჯით დაბრუნდე ქალაქში.
ზამთარი ყველაზე გენიალური დროა გლინტვეინ ”ფართი”-ს მოსაწყობად. ბუხარში გემრიელობების შესაწვავად და უბრალოდ ცეცხლის ყურებით ტკბობისათვის.
დატკბით ზამთრით , მანამდე სანამ ზაფხულის ხვატი დაგვახრჩობს და გაგვანადგურებს. ისიამოვნეთ თოვლითა და სუფთა ჰაერით ,სანამ კოღოები და ბაქტერიები გამრავლდებიან სითბოში.
ისიამოვნეთ ყველაზე თეთრი და ყველაზე გულცივი სეზონით ♥♥

2 Comments
მართლაც საუკეთესო სეზონია ზამთარი და არ მეთანხმებიან ხოლმე :დ
ReplyDeleteორი სენდი და ლაიკი რომაა როდის უნდა აღმოფხვრა? bloggerplugins.org ეს დაგეხმარება :))
მეანდერძე - : )ჰო ზამთარი კარგია ♥
ReplyDeleteვახ მადლობა რჩევისთვის, ჩემს გარდა ყველა ორს ხედავს ვეცდები ვუშველო :*
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!