ძირითადად ისე ხდება რომ ჩემი მოსაწონი ივენთები (ღონისძიებები) თბილისში ძალიან ცოტა იმართება, ან მე არ ვხვდები იქ.
თუმცა 25 დეკემბერს (შობა საღამოს) აღმოვჩნდი ფოლკსვაგენ კლუბის დაბადების დღის აღნიშვნაზე.
კლუბი მეორე წელია არსებობს და ამის აღსანიშნავად მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო ღონისძიება მოფიქრებული.
პირველ რიგში ფანტასტიური იდეა იყო ივენთის ფოლკსვაგენ ცენტრში გაკეთება, მეორე და ძალიან მაგარი იყო სტუმრების დახვედრა და მათი დარბაზში შეყვანის ხერხი – შესასვლელის ორივე მხარეს იდგა კლუბის ავტომობილები , ჰქონდათ ანთებული ფარები და ისმოდა გაბმული საყვრის ხმა.
ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ კორიდორში გავლა, ეხლაც კი მბურძგლავს რომ მახსენდება(ისე დროშები აკლდა ამ ყველაფერს ცოტათი).

შესვლის შემდეგ მოვხვდით ლაზერებით განათებულ დიდ დარბაზში (სერვის ცენტრის მისაღებში) სადაც კედელზე სხვადასხვა თემატური ვიდეოები იყო გაშვებული, ისმოდა მუსიკა და წამყვანი(ასევე კლუბის დამფუძნებელი) ესალმებოდა სტუმრებს.
სიტუაცია ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გახლდათ, ივენთი კი დინამიური. მისალმების შემდეგ ახალი ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა (რომელიც რამოდენიმე დღეში გაეშვება), შემდეგ სინათლე აინთო და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ სხვადასხვა სასმელითა და ”სნექებით”.

საერთოდ არ იგრძნობოდა ის მომენტი, რომ ამდენი განსხვავებული ადამიანი იყო შეკრებილი , რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ ავტომობილები აკავშირებდათ , თუმცა ისიც სულ სხვადასხვა კატეგორიისა და მწარმოებლის.
ამის შემდეგ უცებ ჩაქრა სინათლე და დარბაზში ფოლკსვაგენით (მოდელი მე მაპატიეთ არ მახსოვს) შემობრძანდა თოვლის ბაბუა დაცვის გნომებით ♥ ეს იყო ყველაზე სასაცილო მომენტი. თოვლის ბაბუამ მეგობარ ავტოკლუბებს გადასცა თემატური საჩუქრები (სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ გენიალურად იყო მოფიქრებული საჩუქრები, აშკარად მაგრად იმუშავეს ამაზე - respect)

ბმჭ კლუბს ერგო ფრთები (როგორც იაღოველებს) და რედ ბული რომ ფრენა მალე ისწავლონ.
მერსედესის კლუბმა მიიღო ნიკელის რგოლზე გადაჭიმული სტრინგი.
ოფფ როუდ კლუბს ერგო ერთი ქილა ტალახი.
სუბარუ კლუბმა ფორესტერების სიყვარულში დანგრეული მაცივარი მიიღო და კიდევ ბევრი ბევრი საინტერესო sაჩუქრები დაარიგეს. რა თქმა უნდა ვალში არც სხვები დარჩნენ ფოლკსვაგენის კლუბის წევრებს – ბმჭ და ოფფ როუდ კლუბებმაც გადასცეს საჩუქრები იუბილარებს.
შემდეგ ამას მოჰყვა მანქანების ჩვენება (Show), ძალიან სახალისო ლატარეა (რომელშიც ბუფალო ბილის ფასდაკლების ერთ წლიანი ბარათი მოვიგე, რა ვიზუნჩიკი ვარ) ,ბოლოს კი ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი.

რეალურად ივენთზე 3 საათი ვიყავით, მაგრამ იმდენად კარგად დაგეგმილი და გაკეთებული იყო ყველაფერი, რომ დროის გასვლა ან მოწყენა არავის უგრძვნია. მართლაც იმ იშვიათ ღონისძიებათაგანი იყო რომელსაც ეტყობოდა, რომ ბევრი იყო ნაფიქრალი, დაგეგმილი და რაც მთავარია ძალიან კარგად მოყვანილი სისრულეში.
ფანტასტიური საღამო გავატარე და დარწმუნებული ვარ, რომ ფოლკსვაგენის კლუბი თუ ასეთი შემართებით გააგრძელებს რეალურად ძაალიან შორს წავლენ, ბევრად შორს ვიდრე სხვა კლუბები.
ვულოცავ მათ კიდევ ერთხელ
♥
პ.ს შორს არ წახვიდეთ და კიდევ შემოიარეთ, ხვალ დაემატება სახალისო ფოტოები : )

6 Comments
დიდი მადლობა ასეთი თბილი სტატიისთვის, ძალიან მესიამოვნა და უსაზღვრო სიამაყით აღვივსე ამ კლუბის წევრი რომ ვარ.
ReplyDeleteდავით კოსირატი aka daToxa
დავით - მიხარია თუ მოგეწონა : ) მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო და მოკლედ ფანტასტიურად შეძელით ყველაფერი!!
ReplyDelete///Mართლა კარგი საღამო იყო და დარწმუნებული ვარ - წინ კიდევ უკეთესები იქნება!
ReplyDeleteმადლობა მართალია ახალგარზდები ვართ მაგრამ ვცდილობთ რომ ვასიომოვნოთ ყველანი რათქმა უნდა ჩვენც დიდი სიამოვნება მივიღეთ
ReplyDeleteMr.Serjinio GTI-man
საუცხოო საღამო იყო. მადლობა ყველას. მეამაყება რომ ვარ ამ კლუბის წევრი.
ReplyDeleteThis waas lovely to read
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!