იცი აი 5 წლის წინ არსებობდა ვიღაც ვინც ჩემს მეხსიერებაში შეუსრულებელ მისიად არის დალექილი და აი ზუსტად ახლა ყველაფერი განახლდა – მეუბნება და თვალებში მიყურებს, ზუსტად არ ვიცი რისი ამოკითხვა უნდა ან რა რეაქციას ელოდება.
და მერე რა გინდა ამით თქვა? – ვეკითხები ფრიად მშვიდად, ინტუიცია დიდი ხანია მკარნახობდა რაღაცას და მგონი მზად ვიყავი ასეთი განვითარებისათვის.
უბრალოდ ვთვლი რომ ეს უნდა იცოდე და არ ვაპირებ ტყუილებს, არ მინდა რომ ყველაფერი კიდევ უფრო იდიოტურად გამოვიდეს ვიდრე ეხლა არის… – საუბარს არ ვასრულებინებ
ამაზე იდიოტურად რაღა უნდა იყოს, უკვე არის. მე უკვე გაჩრილი ვარ უაზრო სიტუაციაში, ვზივარ და ამას ვისმენ – ვეუბნები და ვცდილობ აგრესია და გაღიზიანება არ შემეტყოს.
ჰო , ხოდა ზუსტად ამიტომ არ მინდა გაურკვევლობა, არც ის მინდა რომ უაზროდ გამოვიდეს და ცუდად დავამთავროთ – კიდევ რაღაცეები თქვა , მაგრამ არ მომისმენია ვფიქრობდი
მეტად უაზროდ როგორ შეიძლება დასრულდეს ურთიერთობა, რომელიც ერთი შეხედვით კარგია, არაფერი აკლია, ყველაფერი ზომიერად აქვს? ვიწყებ მიზეზების ძებნას ჩემში, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვპოულობ, ობიექტურად – მე არაფერი შემშლია.
უცებ ვფიხზლდები, არ საუბრობს, ზის მშვიდად და არც მიყურებს. ისე არც მე მინდა დიდად შეხედვა, თავი კარგად მიჭჳრავს და არ ვაპირებ სისუსტის გამოჩენას, არ ვთვლი საჭიროდ.
I am not in- მე არ მაწყობს ასე, არც ლოდინს ვაპირებ და მით უმეტეს არც შენს ამოქაჩვას. მე მესმის რა არის ”ნიხვატკა” და ვერ მოსურვილებული ურთიერთობა. ძალიან მენანება ის ყველაფერი რაც უნდა ახლა გააფუჭო, მაგრამ იყოს ეგრე. – სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მიუხედავად იმისა რომ მინდა ვუთხრა რომ აბსოლუტური შტერია– ამას არ ვაკეთებ.
ჰო მეც მენანება – მეუბნება და ძალდატანებით იღიმის.
მგონი უნდა მეთქვა რომ შტერია, მაგრამ აზრი არ აქვს, ადამიანს ჯანჯღარი არ შველის. ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, უნდა გაურკვევლობაში და დაე. ყველა იმსახურებს იმას რაც აქვს ან არ აქვს.
გინდა გითხრა როგორ იქნება ყველაფერი? თუ გინდა წერილს დავწერ და რაღაც პერიოდის შემდეგ გახსენი , ნახავ რომ ერთი შეცდომაც კი არ მექნება დაშვებული პროგნოზებში – გამეცინა, მავნე ვარ და ზოგჯერ ბოროტიც, მაგრამ რატომ დავინდო ის ვინც არ მინდობს მე.
მიუხედავად იმისა რომ ვიცი იცის სისულელეს აკეთებს სხვანაირად ვერ მიხვდება რომ არ უნდა გაეკეთებინა. ვაფასებ იმასაც რომ სიმართლეს ამბობს, არ მატყუებს და ცდილობს იმაზე ცუდად არ გამოვიდეს ყველაფერი ვიდრე არის, მაგრამ მაინც….
ადამიანები მიდრეკილნი არიან სისულეებისკენ და სანამ შუბლით არ მიასკდებიან კედელს ვერაფერს ვერ ხვდებიან.
იცი შენ ჩემთან გახსნილი ბოლომდე არ ყოფილხარ – ვეუბნები და კიდევ ბევრი რამის თქმას ვგეგმავ.
როგორ? – გაუკვირდა ცოტა
როგორ და აი ეგრე , ზედმეტმა კონტროლმა დაგღუპა , ემოციების მოთიოკვამ და მოჩარჩოვებამ , სადღაც ”გაასხა” ბოლოს – ახლა ფაქტიურად დავცინი უკვე. ეს საუბარი მადებილებს.
რატომ უნდა ვიყო ასეთი სათნო, გამგები , დამყოლი და მეგობრული? ღმერთო რა ცუდი ჩვევა მავს რომ ადამიანების დაკარგვა მენანება, უნდა მენანებოდეს რომ?
იცი მე ზუსტად ვიცი რა რეაქცია ექნებათ ჩემს მეგობრებს – ღიმილით მეუბნება, უხერხული სიჩუმე უკვე მერამდენედ ჩამოვარდა, მე არაფერის თქმა არ მინდა, არ ვარ დარწმუნებული რომ რამე მწარეს თქმისაგან თავს შევიკავებ.
ჰო მეც ვიცი – ვეუბნები ღიმილით და მართლაც ვიცი. მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და იმაშიც, რომ მე შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და რომ მე კარგი მეგობარი ვარ.
იმედია გაგიმართლებს თუმცა მეეჭვება შენი მოლოდინები გამართლდეს – ჩემს ვარაუდს ვაცნობ, იმიტომ კი არა რომ მე არ მინდა რომ გამართლდეს - უბრალოდ მასეა, გამცდილებით ვიცი.
ისიც მეთანხმება და მაინც…..
ღმერთმანი რა რთულია ასეთ დროს თავი შეიკავო და არ უთხრა ადამიანს ყველაფერი რასაც ფიქრობ და რა რთულია არ დაკარგო ის სახე რომელიც გაქვს, იყო თავშეკავებული და საღი აზრის შენარჩუნება შეძლო. კარგია რომ მე შემიძლია ასეთი ვიყო , ვამაყობ იმით რომ ისიც შემიძლია ეს ყველაფერი იმაზე უცებ გადავხარშო ვიდრე ამას ჩემგან ელოდებიან.
დასანანია რომ ადამაინებს არ შეუძლიათ შეირგონ ის რაც აქვთ, დასანანია რომ მე არ ვარ ბოროტი, დასანანია ისიც რომ შემიძლია მშვიდად გაუშვა ყველაფერი ცუდი და კარგით ვისიამოვნო.
იცოდეთ რომ მეგობრობის იქით არანაირი ურთიერთობა არ ამართლებს, უბრალოდ არ გქონდეთ მაგის მოლოდინი : ) მიიღეთ ეხლავე და მთლიანად . იყავით ეგოისტები : ) ეს ერთი ორად სასიამოვნოა.
კარგია რომ ყოველი მოვლენა ახალ გამოცდილებებს და შეგრძნებებს ბადებს. გენიალურია რომ ურთიერთობა ადამიანებს შორის სიახლოს მომტანი ხდება, ერთი მენანება მხოლოდ – საკუთარ ჩვევებს რომ ვერ ვღალატობ.

0 Comments
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!