ბაყაყებითა და კრუასანებით დაბრუნებული ოსეთი!

ხალხო ეს რა ბედნიერება გვეწვია ქართველებს – გადაკეტილი გზებით, გამქრალი ტრანსპორტით, გაუქმებული მეტრო სადგურებითა და მრავალი მრავალი პოლიციელით ქალაქში – იხარეთ ჩვენი მეგობარი ბაყაყიჭამია ქვეყნის პრეზიდენტი გვესტუმრა!!
რეალურად პოლიტიკისაგან საკმაოდ შორს ვარ და დიდად არ მაღელვებს გაზულუქებული ღიპიანი 3ef1dbac3c25c330a1f63e239b5e5ab8ბიძიების დებილობები, მაგრამ საზოგადოების დებილიზმი კი ნამდვილად შემაშფოთებელია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას გარდა ყველა იმ დისკომფორტისა რაც მე როგორც მოქალაქემ ვიწვნიე, კიდევ სასწაული სიბრაზე დამეუფლა.
როგორ შეიძლება გჯეროდეს რომ ერთი კაცის ვიზიტითა და 15 წუთიანი ,1000ჯერ გადაღეჭილი ტექსტით რამე შეიცვლება??
2008 წელს შეიცვალა რამე? დღემდე უკეთესად ვართ? დავიბრუნეთ ოსეთი? ევროპამ შეგვიყვარა და გულში ჩაგვიკრა?რუსეთმა თავი დაგვანება? დევნილები დაბრუდნენ?
ერთი ადამიანის ვიზიტი რომ საქმეს აკეთებდეს ალბათ კონგოს, ზიმბაბვესა და ნიგერიას აყვავების ხანა უნდა ედგათ უკვე.
აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი სიბეცე და უმეცრება! თუმცა რა უნდა ვთხოვოთ ადამიანებს რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ ყანაში და ვენახში იმისათვის ,რომ ოჯახი შეინახონ , ხოლო ამასთანავე  ყოველ წუთს როცა კი პრეზიდენტს ”მასოვკა” დასჭირდება თბილისში ყვითელი ავტობუსებით წამოაჩაქჩაქონ!saakashvili_sarkozy 
ძალიან სამწუხაროა რომ 30 წუთიანი დებილობისათვის და უკვე 1000-ჯერ მოსმენილი ”ვაი რა მაგრები ვართ/ხართ ქართველები” ამდენი ფული, ენერგია , დრო და უამრავი სხვა რესურსი დაიხარჯა.
აბსოლუტურად არ ვამართლებ მსგავს კუდაბზიკობასა და მარაზმს! ამ ლაი ლაის სარკოზის ერჩივნა მედვედევისთვის თავში წამოერტყა, ნაკლები ბაყაყი შთაენთქა კრუასანებთან ერთად დილა-საღამოს და რამე შედეგი მიგვეღო, თორე ლამაზ, გაშალაშინებულ, კოხტა სიტყვებს მეც კი დავწერ რამდენსაც გინდათ, თუმცა ეგ ამინდს ვერ შექმნის…..
ქართველებო ტაში , ტაშიი…… რა გვიქნა საფრანგეთმა ნუღა დავკონკრეტდებით…..

Post a Comment

8 Comments

  1. არავინ არაფერი არ "გვიქნა". სარკოზიმ თავისი საიმიჯო ტურნე წარმატებით დაასრულა, საქართველო არქიფო სეთურის ახალი ოცნებით აღფრთოვანდა და სახლებში დავიშალეთ (ისინიც ვინც საერთოდ მეორე დღეს გავიგეთ ეს ამბავი). უბრალოდ სევდის მომგვრელია ეს ნაცნობი სურათი და საკუთარი უსუსურობის განცდა დაძინების სურვილს მიღვიძებს. მეტი არაფერი. :)

    ReplyDelete
  2. Rezibuta - არაფერი არ გვიქნა?? აბა მათ გვკითხე ვინც სოლოლაკში და ახლომახლო ცხოვრობდა ამ ცირკთან: ) სახლში შესასვლელად საშვს მთხოვდნენ : )) ასე მითხრეს სადაც გინდა იქ წადი არ შეგიშვებთო : ) არ ”გვიქნა” ვითომ??აბა როგორ გითხრა : )
    უსუსურობის განცდა განცდა არ ვიცი და აი უგუნურობის კი ნამდვილად ძალიან მტკივა!!

    ReplyDelete
  3. Anonymous11:32 AM

    ჰეჰე.. :) გეთანხმები :)

    ReplyDelete
  4. ჩორვენ– სოლოლაკელი ვარ მეც. ბუშის ბუშის ვიზიტის დროს სახლში არ შემიშვა დაცვამ. და ყველაფერი ჩემს თავზე გადადიოდა ხოლმე. პრობლემა განვაზოგადე უბრალოდ, თორე დისკომფორტს რაც შეეხება მაგის გამო ყოველთვის მზად ვიყავი მერიის წინ ხარაკირი ჩამეტარებინა. :)

    ReplyDelete
  5. "არაფერი არ გვიქნა"– სულ სხვა მიზნით ვთქვი სარკოზის კი არა საქართველოს ხელისუფლებაზე გავაკეთე აქცენტი. არავინ არაფერს არ გვიშვრება თუ ჩვენ( ხელისუფლება) არ მისცემს ამის ნებას ან ძააან არ შეეხვეწება. :) კარგის მთქმელს კარგი გამგონეო... თუ როგორც არის :D

    ReplyDelete
  6. Rezibuta - ჰო მაგაში მართალი ხარ ჩვენ ვიქენით ეს ყველაფერი. ხალხი იმსახურებს თავის მმართველს ხოდა ჩვენც დებილები ვართ და გავიჩალიჩეთ : ) ასე რომ მაინც სწორი იყო კონტექსტი : ))
    ჰოდა აბა შენ გცოდნია რაოდენ დდიდი ტკივილია თავისუფლებაზე ჩატარებული ასეთი მატრაბაზობები : )

    ReplyDelete
  7. ახალ წელს სოფო ნიჟარაძეს ამღერებს, იქაც მოიწვევს ვინმე ევროპელ "შიშკას" და ისევ ნახევარი ქალაქის გავლით მოგვიწევს ერთი ბოლოდან მეორეში გადასვლა.
    სარკოზობა+თბილისობა ერთან=ნამეტან გაუვალობას

    ReplyDelete
  8. sarkozis ra saimijo qonda saqartveloshi? frangebs sul fexebze kidiat saqartvelo. piriqit ufro iko, mmartvel partias bevrad ufro caadga imisjisatvis misi chamosla.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!