თუ სამოთხეშიც (ქართველებისთვის გამოყოფილ ნაწილში) ისინი ახორციელებენ სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას ვინც საქართველოში , მაშინ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის სხვაობას ვეღარ ვხედავ.
ძალიან მიკვირს, რომ ამხელა კონკურენციის პირობებშიც კი ქვეყანაში სერვისის დონე არ მაღლდება, არ ვითარდება და მხოლოდ უკან-უკან იხევს.
სულ რამოდენიმე ორგანიზაცია/დაწესებულება ვიცი დედაქალაქში ისეთი, სადაც გესიამოვნება შესვლა ან მათი სერვისით სარგებლობა, სხვაგან კი სასტიკი მდგომარეობაა ამ მხრივ.
მაღაზიაში კონსულტანტები ან აჩრდილებივით კუდში დაგდევენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ, ან პირიქით სანთლით საძებარები ხდებიან. სუპერმარკეტებშიც იგივე სიტუაციაა, კაფესა და რესტორნებში ოფიციანტი გაცოფებულია მთელს სამყაროზე და კლიენტებიც სრულიად უმიზეზოდ ხვდებიან რისხვის ქარცეცხლში, უწევთ 5 მეტრიდან ნასროლი მენიუსა თუ სერვიზის დაჭერა, იქით ბოდიშის მოხდა რომ არსებობენ და ამ ყველაფერში ”ჩაივიების”ის დატოვებაც კი. სად არის სამართალი?
რატომ უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ მაშინ, როდესაც ვითხოვ ხარისხს იმაში რაშიც ფულს ვიხდი? თანაც მე თქვენ გეტყვით და კაპიკების გადახდა გვიწევს? ნურას უკაცრავად , მინიმუმ 10 % სერვისი (რომელიც არ არსებობს და მითია) და კიდევ კაცმა არ იცის თვითღირებულებას დამატებული რამდენი % თითოეულ პროდუქტზე.
უსამართლობაა და მეტი არაფერი. რატომ არ არსებობს ქვეყანაში სერვისის კონტროლის სამსახური, თუ არსებობს ხარისხსი მართვის რაღაც დეპარტამენტი? თუ უხარისხო საჭმელმა შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, მაშინ უხარისხო მომსახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისტერიკა, სკანდალი და რავიც კიდევ რამდენი მენტალურ-ფსიქიური აშლილობის სახეობა.
წარმოუდგენელია რომ ავტოსადგომზე მდგომი ადამიანი (ეწ ”სტაიანშიკი”) უფრო კარგად მემსახურება, მიღიმის და სასიამოვნო დღეს მისურვებს სულ რაღაც 40-50 თეთრი სანაცვლოდ , ხოლო ოფიციანტი კაფეში რომელსაც მინიმუმ 2-3 ლარი რჩება ერთხელაც არ გაგიღიმებს, რამის სურვებაზე საუბარიც ზედმეტია.
პარადოქსია რომ საქართველოში ამ უზრდელობაში ჯერ კიდევ ვიხდით ფულს და არ ვმართავთ სკანდალებს , არ ვითხოვთ მენეჯერს და სულ თავში არ ვურტყავთ მის პერსონალს!
თუმცა ღირსები ვართ! მანამდე სანამ ჩუმად ვიქნებით და არ შევეცდებით ჩვენი უფლების დაცვას (მივიღოთ ნორმალური სერვისი მნიშვნელოვანი თანხის საფასურად) სულ ასე იქნება! მგონი დროა დავიწყოთ სერვისის განვითარება ჩვენი ძალებით, თორემ მენეჯერებსა და ორგანიზაციის მმართველებს ეს დიდად არ აწუხებთ როგორც ვატყობ, ჩვენ ხომ ფულს მაინც ვიხდით……

3 Comments
კარგი თემა წამოგიწევია <3 ძალიან დაბალ დონეზეა სერვისი.
ReplyDeleteერთ–ერთი ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მომსახურების წერტილების უდიდეს ნაწილში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა შემტხვევით მოსულია, ანუ უყურებს როგორც დროებით სამსახურს, სახეზეა არასწორი დამოკიდებულება მენეჯმენტის მხრიდან, არ ზრუნავენ თანამშრომლების გაწვრთნაზე, უფრო სწორად არ უღირთ ამაში ფულის ჩადება.
სერვისის კონტროლიც უნდა არსებობდეს და ფასების კონტროლიც, დამეთანხმები ალბათ ბევრ ადგილას ფასები ძალიან არაადექვატურია. განსაკუთრებით პრობლემა კი ტურისტულ წერტილებშია, შესაბამის სეზონზე.
სერვისის ხარისხს ქვეყნის ზოგადი სოციალური კეთილდღეობა განსაზღვრავს. მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ყოველთვის ვიმეორებ რომ ქართველები ამ საქმეში უბრალოდ არ ვვარგივართ. გენეტიკურია ეს ამბავი.
ReplyDeleteჰო და რომ არ მეთქვა კიდევ ერთი რამ დავიტანჯებოდი: სამწუხაროდ პირველად ორიოდე კვირის წინ აღმოვაჩინე შენი ბლოგი. ის მახარებს, რომ საინტერესო საკითხავი გამიჩნდა ძილის წინ, მეორე– აქამდე ვფიქრობდი, რომ ქართული ბლოგოსფერო დეპრესიული ქალიშვილების თავშესაფარი უფრო იყო, ვიდრე საინტერესო ვებ სივრცე ჭეშმარიტების მაძიებელთათვის. მომწონს შენი ბლოგი და მეამაყება სხვებისთვის საჩვენებლად. წარმატებებს გისურვებ!
REZIBUTA
ReplyDeleteდიდი მადლობა, ძალიან მესიამოვნა შენი შეფასება. : )
აუცილებლად ასე გავაგრძელებ : )
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!