გადარიცხული ყოველი ლარი თქვენს რწმენას გაამყარებს….

ამ პოსტს ალბათ ბევრი მიიღებს ისე თითქოს მე რამე მქონდეს საწინააღმდეგო მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ, ან სულაც ვერჩოდე სალოცავებსა თუ მორწმუნეებს, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არსებული სიტუაცია არ არის ნორმალური , კონკრეტულად კი აი რა:
დღესდღეობით დედაქალაქში ახალ კორპუსებზე მეტი ახალი ეკლესია/მონასტრები შენდება. ყველა კორპუსის ეზოში მინიმუმ ერთი ეკლესია მაინც დგას თუ მეტი არა, რეალურად რომ ვთქვათ ალბათ ასე თუ გაგრძელდა 3-4 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ორი ან სამი ტაძარი მოვა, რაც ისევ და ისევ მეეჭვება ნორმალური იყოს. mshenebare1
იცით თუ არა რომ მთელს კახეთში (რამხელა ტერიტორიაა) მხოლოდ და მხოლოდ 40მდე ეკლესია/მონასტერი დგას? და იქაც კი ასეთი სიმჭიდროვით არ არის განაწილებული ეს ნაგებობები, მე კი მხოლოდ საბურთალოს რაიონში შემიძლია ამდენივე ეკლესია დავთვალო.
მე მესმის რომ რწმენა მნიშვნელოვანია, რომ რელიგია ადამიანებზე დადებითად მოქმედებს და ა.შ მაგრამ ვერაფერით, ვერაფრით ვხვდები ამდენი ეკლესიის აშენების მიზეზს?
რწმენას ამყარებს? ქალაქს ალამაზებს? უფრო მეტი ადამიანი მოექცევა მართლმადიდებლობისკენ? თუ რა მიზანს ემსახურება?
ამასაც რომ თავი დავანებოთ ტელევიზორსა და რადიოში უამრავი რგოლი ტრიალებს - გადმორიცხეთ ერთი ლარი მობილურიდან ამა და ამ ეკლესიის მშენებლობაზე, გადმორიცხეთ ორი ლარი ამ მონასტრის მშენებლობაზე, კარგი მესმის ქველმოქმედება ,შემოწირულობა და ა.შ ,მაგრამ ასეთი მდიდარი ეკლესიისათვის ასე რთულია ეკლესიების აშენება რომ ლარ-ლარი არ აგროვონ? DSCN0443
ძალიან გამაღიზიანებელია სიმართლე თუ გინდათ ეს ყველაფერი. მე როდესაც მინდა, რომ ეკლესიას შევწირო რაღაც მივდივარ და შესაწირ ყუთში ვდებ იმდენს რამდენიც შემიძლია და მაქვს, ეს სარეკლამო რგოლები კი (რომელიც წუთში ერთხელ ტრიალებს) ძალიან საშინელებაა.
არასოდეს ყოფილა საქართველოში ასეთ მცირე ფართობზე ამდენი ეკლესია მონასტერი, მაგრამ ხალხს მაინც სწამდა, კილომეტრებს გადიოდნენ სალოცავების მოსანახულებლად და მოსალოცად , მაგრამ ეს მათ რწმენას ნამდვილად არ ასუსტებდა და მეეჭვება უფრო მეტი ეკლესიების არსებობის შემთხვევაში მორწმუნეთა რიცხვი რომ გაზრდილიყო.
საბოლოოდ კი ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ ქალაქის ასე დამახინჯება როდემდე უნდა გაგრძელდეს? არქიტექტურის სამსახურს ის არ ეყო თავისუფლების მოედანზე რომ ოქროსფერი ძეგლი დადგეს? გმირთა მოედანზე ყოვლად გაუგებარი მონუმენტი, ვაკეში გალაქტიონის ძეგლის უკან სასწაული თხრილი რომ წარმოშვეს?
ძალიან ცუდია როდესაც ჩვენს ქალაქში XXI საუკუნეშიც კი არაფერი გვაქვს საამაყო ახლად ამოყვანილი ეკლესიის კედლების გარდა….. არადა მსოფლიო ვითარდება…..

Post a Comment

9 Comments

  1. თუ ეკლესიის კედლების გარდა მეტი ვერაფერი ნახე თბილისის და საქართველოს არქიტექტურული თვალსაზრისით დამამახინჯებელი– მაშინ გასაგებია შენი პოზიცია. მაგრამ.... რა მაინტერესებს იცი? რატო ამოიჩემეთ სარწმუნოების და სექსის თემა? კაი, სექსზე რაც უნდათ ის წერონ, მაგრამ მე ლარით გავიმყარებ თუ საკლავით ჩემს რწმენას ეგ სხვისი განსჯის საგანი არ უნდა გახდეს განსაკუთრებით თვითონ თუ არ ხარ მართლმადიდებელი და უფრო აქტუალური ვერაფერი ნახე ბლოგის თემისთვის ამ დაქცეულ ქვეყანაში? ეხლა შენც ნუ მიწყენ ამ კომენტარს. :* კარგი ბლოგი გაქვს.

    ReplyDelete
  2. Anonymous9:52 AM

    adre kilometrebs gsadiodneno rom wer,swored magashia saqme,dges kilometrs aravin gaivlis rwmenis gamo,ki arada 50 metrs gaivlis?televizors rac sheexeba,xan iseti suleluri mowodebebia da imden uazrobas da sisadzagles waawydebi rom ara mgonia eklesiis msheneblobisatvis mowodeba cudi iyos.tadzarshi tu xshirad ivlit mixvdebit ratomac.mapatiet tu chemi shexedulebebi tqvens pormatshi ar jdeba)))

    ReplyDelete
  3. მე რწმენის წინააღმდეგ და ტაძარში სიარულის წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ : )

    არც იმას ვიძახი ვინმეს რატომ სწამს მეთქი მაგრამ თუ ამოსავალ წერტილად ავიღებთ იმას რომ საქართველოში ასევე არიან ებრაელები, სომხები, ქურთები, კიდევ 1000 რჯულისა და წარმომავლობის ადამიანი, ჩვენ კი ვთვლით რომ საღი აზრის მატარებლები ვართ ამ შემთხვევაშიც კი ამდენია ეკლესიის მშენებლობა არაა სწორი. არც ბევრი სინაგოგის აშენება იქნებოდა სწრორი (არ იფიქროთ რომ მაგას ვგულისხმობ) .

    თუ ამოსავალ წერტილად ავიღებთ ტურიზმის განვითარებას მაგ შემთხვევაშიც დიდი მარაზმია ამდენი ეკლესია მონასტრები : ) მე არც ერთ ქვეყანაში არ ჩავსულვარ სალოცავების სანახავად და კი თუ შემხვედრია რამე ლამაზი გავლით მინახავს მაგრამ დიდი ინტერესით არა, ამიტომ იქნება რამე უფრო საჭირო და გამოსადეგარი აეშენებინათ ამ კუთხით.
    ხოდა ყველას აქვს უფლება რითიც უნდა იმით გაიმყაროს რწმენა მაგრამ ეკლესიის მშენებლობები ასეთი ტემპებითა და მასშტაბით უნდა აკონტროლოს მერიის არქიტექტურამ და თვით საქატრიარქომ, რა თქმა უნდა მორწმუნე ადამიანები ამაში დიდად ვერაფერ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

    რეზი - რატომ ავირჩიე ეს თემა? და ეტყობა არ გადაგითვალიერებია ჩემი ბლოგი კარგად , აქ არის გარემოს დაბინძურებაზე, დაცვის ბიჭების გადამეებულ უფლებამოსილებაზე, მეგობრებზე, ოჯახზე, მოგზაურობაზე და კიდევ 1000 რაღაცაზე პოსტები : ) უფრო სწორად ყველაფერ იმაზე რაც მაწუხებს ან მომწონს : )

    ლამაზისეული - რა თქმა უნდა ტელევიზორში მართლაც 10000 დეგენერატობაა ამაზე არც გეკამათები : )უბრალოდ ამ შემთხვევაში მე ეს კონკრეტული საკითხი გამოვყავი

    ReplyDelete
  4. ვგიჟდები ადამიანებზე ვისთანაც ჯანსაღი მსჯელობაა შესაძლებელი– შენ ასეთი ხარ. რათქმაუნდა მოკლე კომენტარში ზუსტად ვერ ავხსენი რას ვგულისხმობდი სხვათაშორის ბევრთან მიწევს ხოლმე ამ საკითზე კამათი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემდა სამწუხაროდ ეკლესიაში მეორე წელია არ ვყოფილვარ.
    ვთვლი, რომ საქართველოს პრეტენზია არ უნდა ქონდეს ტოლერანული და ლიბერალური ქვეყნის სტატუსზე.როცა საუბარი სარწმუნოებას და ტრადიციებს ეხება აქ უკვე გენეტიკა იწყებს მუშაობას. სიმართლე , რომ გითხრა ბევრი რამ ტრადიციებში არც მე არ მომწონს,მაგრამ თუ აუტანელი გახდა (ვთქვათ) ჩემთვის ვეცდები სხვა ქვეყანაში წავიდე საცხოვრებლად. არ დავიწყებ ძალადობივად, ქირურგიული ჩარევით ძველი, ზოგიერთი სტერეოტიპის მოსპობას. ბოლოსდაბოლოს ყველაფერმა ამან მოგვიყვანა როგორც ერი 3,5 მილიონი ინდივიდი დღემდე და სხვა ეროვნული უმცირესობების მსგავსად მიწა წყლის გაერეშე არ დავწანწალებთ (ჯერ–ჯერობით). ის ვიცი , რომ ისლამურ ქვეყნებში ათასობით მეჩეთია და იქ ქრისტიანულ ტაძარს არავინ აგაშენებინებს მასე მარტივად. ამის გამო არ მძულს არც ირანი და ქუვეითი. მე როგორც ქართველს მირჩევნია 10000 ეკლესია იდგეს ქალაქში ვიდრე თანამედროვე, ევროპული დონის სასტუმრო, რომელშიც 2 უცხოელი და 10 ახალი ქართველი იცხოვრებს ხოლმე პერიოდულად. არც მაგათი წინააღმდეგი არ ვარ იდეაში, მაგრამ როცა ქრისტიანობას ეხებიან ხოლმე– იქ მთავრდება ჩემი ცივილურობა. ჰო და ამ მშვენიერი ბლოგის პოპულარობას ვფიქრობ ის სხვა თემები უფრო განსაზღვრავს ვიდრე ასეთი ნუ სადაო თემები. მე, ის და ვინმე სხვა –შეურაცხოფილად იგრძნობს თავს და უბრალოდ აღარ შემოიხედავს. ვიცი იტყვი მკიდიაო,მაგრამ ვერ დავიჯერებ ასე უდიერად ეპყრობოდე მკითხველს. წარმატებებს გისურვებ. ;)

    ReplyDelete
  5. Anonymous7:36 PM

    და როგორ ფიქრობ რაა დგეს საქართველოში ტაძარზე ღირებული?სასტუმრო?ბანკი?გამის კლუბი?სულიერების დეპიციტი გვაქვს,აი ესაა პრობლემა ,ებრაელებს სომხების ქურთების და ათასი რჯულისა და წარმომავლობის ადამიანს დგეს ქარტველებზე მეტი პატივისცემით ეპყრობიან მგონი უკვე,ამის დეფიციტი ნამდვილად არაა))

    ReplyDelete
  6. რეზიბუთა- ზუსტად იმისათვის რომ არავის ეწყინოს ის რაზეც ვწერ მიწერია პირველი აბზაცი. მე მართლა არაფერი მაქვს ართ მორწმუნეების და არც რომელიმე მრწამსის წიინააღმდეგ მაგრამ ვთვლი რომ ყველაფერი სტაბილურად უნდა განვიYთარდეს და საშუალო მაჩვენბელზე იყოს ვიდრე გადამეტებული აღმოჩნდეს. ზუსტად იმისათვის უნდა მოხდეს ყველაფრის განვიტარდება იქნება ეს რელიგია, მეცნიერება თუ ეკონომიკა ან რამე სხვა რომ ავსტარლიაში შემთხვევით აღმოჩენილი აბორიგენებივით კოლბაში არ ცაგვდონ და დაკვირვებები არ აწარმოონ ჩვენზე. რამენაირად ფეხი უნდა ავუჭყოთ სამყაროს განვითარებას.
    რაც შეეხება საქართველოდან წასვლას, მიუხედევად იმისა რომ უკვე დიდი ხანია მაქვს შანსი ფეხი დავკრა და აქედან საერთოდ გადავიკარგო არ მინდა. გულწრფელად მიყვარს აქაურობა და ვთვლი რომ აქ საშუალო მირცევნია ვიყო ვიდრე სადმე სხვაგან პირველი. თუნდაც იმიტომ რომ მეც შევძლო აქაურობს განვითარებაში წვლილის შეტანა. მართლა მნანება აქედან წასვლა და მაქსისმუმ წავიდე 2-3 წლით რომ ცოდნა გავიღრმავო და ისევ აქ დავბრუნდე. არ ვთვლი რომ "გაქცევა" სწორი საქციელია.

    ლამაზისეული- ძვირფასო მართლა გგონია რომ სულიერებისათვის აუცილებელია ამდენი ეკლესია?? და რომ ეგ რამე შედეგს გამოიღებს?? იქნება სულიერებისთვის შინაგანი რწმენა, ცოდნა და იდევ ცოტა სხვა რაღაცეებია საჭირო??

    ReplyDelete
  7. Anonymous8:50 PM

    rwmenas codnas da kidev sxva ragaceebs swored eklesia gadzlevs))yovel shemtxvevashi martla gamikvirda rom tadzris mshenebloba gagizianebs))

    ReplyDelete
  8. Lamaziseuli - ara samcuxarod am saukuneshi mtlad mase agaraa, eklesiam bevri mnishvneloba da shinaarsi dakarga da diax magizianebs is rom aravin ukvirdeba arss da mxolod kedlebis amoshenebasa da zed gumbatebis dadgmazea gadasuli.
    agaravin scavlobs da kitxulobs, ismen da fiqrdeba. ubralod midian da modian yvelanairi azris datanebis gareshe am yvelaferze - samcuxarod

    ReplyDelete
  9. გეთანხმები, გეთანხმები, გეთანხმები ბევრჯერ გეთანხმები :) თან,დავიჯერო მარტო მე ,,მეჩვენება” რომ ეკლესია და მამაო და აღსარება-ზიარება მოდური გახდაა? ვითომ? რამდენჯერ მომისმენია საკუთარი მამაოს (მომიტევეთ გამოთქმისთვის) გაპირება... ,,ისეთი მკაცრი არ არის როგორც...” ,,ისე არ გეჩხუბება როგორც...” ,,ხვალ მარხვა იწყება დღეს თავი მოვიკლათ ვჭამოთ...” ,,12სთ-ის მერე ხსნილდება და რა დამაძინებს...” არავის არ განვიკითხავ ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ რავიცი რა ვიცი...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!