იმას თუ ვიტყვი რომ ადამიანები თავისი ხუშტურებითა და მარაზმებით დიდად არ გამოირჩევიან ერთმანეთისაგანთქო – ალბათ არავის გავაკვირვებ.
ყველა ადამიანს ჰყავს თავში თავისი ტარაკნები (როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა) მაგრამ თუ ეს ტარაკნები ერთ ჭერქვეშ მოხვდნენ ,სხვადასხვა ადამიანების თავებში - აი მაშინ იწყება თავდავიწყება.
ვფიქრობ არავისთვისაა უცხო ოჯახში არსებული გაუგებრობები, ჩხუბები და კინკლაობა (ნუ ფიზიკურ ძალადობას და მსგავს ქმედებებს არ ვგულისხმობ ეგ რაღაც ანომალიაა, თუმცა ვიღაცისთვის მაინც ნორმა) , მაგრამ რატომღაც თითოეულ ჩვენთაგანს მაინც ჰგონია, რომ მის ოჯახში ატეხილი დავი-დარაბა განსაკუთრებული და გამორჩეულია.
უნდა გაგიცრუვოთ იმედები – ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველასთან ერთი და იგივე მეორდება , შესაძლებელია სხვადასხვა სიტყვებით ფორმულირებული, ან სხვადასხვა დროის პერიოდით, მაგრამ მაინც – ყველგან და ყოველთვის დავები თითქმის ერთსა და იმავე (ძირითადად დებილური) მიზეზებით ხდება.
არ ვარ ფსიქოლოგი და არც ამ სფეროში ვერკვევი დიდად, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ყველა ჩხუბი ოჯახის წევრების სიამაყისა და სტატუსის გამყარების გამო ხდება. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი – ჯუნგლების კანონია და ის ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს ,მე თუ მკითხავთ.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანებისერთგვარ გაერთიანებას ჰქვია ოჯახი - იქ მაინც მიდის პირველობისათვის ბრძოლა – იქნება ეს ღიად თუ ფარულად, ხოლო ის ვინც ნაკლებად მოქნილია და ნაკლებ დიპლომატიური (თუმცა ეს დიპლომატია არავის გამოიუყენებია თავის სასარგებლოდ და უბრალოდ ტყუილის ალტერ. სახელია) პირველი ნებდება , ან პირველი ფეთქდება და ზუსტად ამის გამო იწყება უკვე სკანდალები.
ჩემი ოჯახიც არა აგამონაკლისი , თანაც მაშინ როდესაც აქ 4 სხვადასხვა თაობის ადამიანი ცხოვრობს , თანაც ზოგიერთი მათგანი ”ახალშემოსწრებულია” უკვე ზრდასრულ არსებებს - იქ ტარაკნები ფაქტიურად უნახავ აქტივობას იჩენენ და გარემო ისეთი დაძაბული მუხტით გაჯერებულია , რომ ზოგჯერ ძილის წინ მისი ზუზუნიც კი მესმის.
ჰო ზოგადად საზოგადოებაში მიღებული არაა საკუთარი ოჯახის ამბების სააშკარაოზე და სხვების დასანახად გამოტანა, თუმცა ვთვლი რომ მაინც ყველამ ყველაფერი იცის. გადინების წყაროები უამრავია და გვინდა ეს ჩვენ თუ არა მაინც იციან გარშემომყოფებმა (მეზობლებმა. მეგობრებმა,.ნათესავებმა, თანამშრომლებმა და რავიც მეეზოვემაც კი) თუ რა ორომტრიალი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს სახლში.
იბადება კითხვა – თუ მაინც ყველამ ყველფერი იცის და იგებს , რატომ არ ხდება ამაზე ღიად საუბარი? რთულია სიმართლისათვის თვალებში ჩახედვა? მაინც გვჯერა რომ ”კაი ტიპის” იმიჯს ბოლომდე გავუმკლავდებით?
მერწმუნეთ მსგავსი იდეები მცდარია, მით უფრო თუ ჭორის დონეზე და ყურმოკრულ ამბებს ისმენენ ჩვენი გარშემომყოფები. ხომ იცით ენას ძვალი არ აქვს და წისქვილივით ფქვავს ტყუილსა თუ მართალს.
ძალიან ვწუხვარ მაშინ როდესაც საკუთარი ოჯახის შესახებ შეკითხვაზე ჩემი გულწრფელი პასუხის მოსმენისას მეუბნებიან – ” მაგას როგორ ამბობ”ო. არადა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მე არ ვტყუი – ეს უბრალოდ არ მჭირდება , სიმართლე ისედაც სასწაულად უცნაური და არაადექვატურიც კი არის ხოლმე…

1 Comments
სათაურს ვეთანხმები ორივე ხელით და სურათი მომეწონა ძალიან :) სახასიათოა :)
ReplyDeleteთავებში მობინადრე ტარაკნებზეც ასეა - ყველას ჰყავს (და არც თუ მცირე ოდენობით) და ნებისმიერი ურთიერთობა, მითუმეტეს, ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება, ანუ ყოველდღიური კონტაქტი უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებთან - აუცილებლად მოითხოვს კომპრომისების ძიებას. ცოტას შენ თმობ, ცოტას - ისინი...
უთანხმოების გახმაურების რა გითხრა - ვფიქრობ, მაინც ჯობია, საქმე აქამდე არ მივიდეს და თუ რამეა სადაო და საკინკლაო, ისევ კედლებს მიღმა გადაწყდეს.
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!