ორი დღის წინ მაოსთან აღმოვაჩინეთ რომ მის მეგობარს იქ დარჩენოდა წიგნი ლალი მოროშკინას ავტორობით – გათხოვების რეცეპტის შესახებ.
ბაკო იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა წიგნში მოყვანილ ინფორმაციას ( რომლის უმეტესი ნაწილი აბსოლუტური იდიოტიზმია ,მეორე ნაწილი კი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია)და აი რაზე დავფიქრდი:
მე მესმის რომ ნებისმიერ ქალს სადღაც გულის სიღრმეში უნდა იყოს ბედნიერი და გვერდით ჰყავდეს სანდო, საყვარელი ადამიანი, რომელიც იქნება მისი იმედი , სიხარული და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ნუთუ მდედრების 90%-ის თვითმიზანი და თვითრეალიზაციის ერთადერთი შანსი გათხოვებაა და ”სარფიანი” ქორწინებაა?
საინტერესოა - ნეტა ჩემი თაობის ქალებსაც/გოგოებსაც სწამთ რომ თუ 25 წლამდე არავინ ”წაგიყვანა” მერე წასულია შენი საქმე და ეს ნიშანია იმისა რომ ქალად ვერ შედექი?
უბრალოდ ვერაფრით ავხსენი ასეთი აყირავებული პრიორიტეტები საზოგადოების უდიდეს ნაწილში.
ან კიდევ რატომ ითვლება ქმარზე ფინანსურად დამოკიდებულება ნორმად? ნუთუ ასეთი სასიამოვნოა მაგალითად თვეში ერთხელ ქმარს ფული სთხოვო ჰიგიენურ პაკეტებსა თუ ტამპონებზე? ან დაქალებთან ერთად კოქტეილის დასალევად წასასვლელად რატომ უნდა გჭირდებოდეს მისი ნებართვა და ფინანსები?
ჩემთვის წარმოუდგენელია რომ საკუთარი ”თავისუფლება ” (ნუ ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ იყოს ესე) გაცვალო გათხოვებასა და მეორე ადამიანზე დამოკიდებულებაში?
არადა თითქოს რაც აზრი ემატება ადამიანს ცდილობს გაექცეს მშობლებისა და ოჯახის წნეხს, გაშალოს ფრთები და იცხოვროს ისე როგორც უნდა და ამ დროს ბაც, თურმე მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ”ბატონი” იპოვნოს და იმას შეეხიზნოს ”მონა-მორჩილად”? ასეა ეეს? თუ მე მაქვს მცდარი წარმოდგენები და არაჯანსაღად ვაფასებ/ვხედავ არსებულ სიტუაციას?
ან საერთოდაც რა ნათქვამია (გავრცელებული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში) - ”ჩაბარდა პატრონს”?
რას ქვია პატრონს და რას მიქვია ჩაბარდა? ყველა ადამიანი თავის თავისბატონ პატრონი არაა?
რატომ ვერ გამოვძვერით მაა-პაპისეული მარაზმებიდან? რატომ ვდეგრადირებთ ისევ, არადა წინსვლა ხომ ასეთი აუცილებელი ამავე დროს სამაოდ მარტივი და რეალურია? (თუმც რეალურობასთან დაკავშირებით უკვე ეჭვი მეპარება).
დავიჯერო ფიქრის უნარი არ აქვთ? ან იქნება განათლება არ ჰყოფნით და თვალსაწიერი არ აქვთ ფართო? ან რავიც კიდევ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?
თუმცა რა მიკვირს - იქ სადაც მოტაცება და გაპარვა ჯერ კიდევ ”ხოდშია”, ასეთი რამეც ნორმაა ალბათ.

12 Comments
marus faizags bazrob,magram mainc gruziashi vcxovrobt :D xo ici ara aziaturi mentalitetis ambebi :D
ReplyDeleteqalo naski gamxadee da kuxnia kravot kuxnia kravot :D :D
ReplyDeleteqali saxlshi unda ijdes da balgebs mouaros!!!
ra daqali ris daqali,daqali da megobrebi gatxovebamde,mere mxolod qmari da qmris patara megobari :D. ho kide qali sigarets ro chaidebs pirshi,is sxva ramesac chaidebso!!!
80% shi es yvelaferi sulitxorcamdea gamjdari :D
ძოხიი - გამჯდარი თუა და დროა გამოჯდეს უკან : )
ReplyDeleteშენ არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება რომ კაცებს სახლში სიამოვნებდეთ ულამაზო, ცუდად ჩაცმული და მოუვლელი ქალი : )
აბა დახვდეთ სექსუალურად ჩაცული, შეღებილ დავარცხნილი შვილების დედა,მზარეული,დამლაგებელი და რავიც კიდევ რა - ცოლი : ) ქალებსაც შეეცვლებოდათ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება და კაცებსაც მათ მიმართ : )
aba ras ambob seqsualurad davarcxnil,chacmu da shegebil qalze mezoblebi ra ityvian ar ici? :D boziao bozioo,mere qmarma sad gamoyos tavi?! cota sigrmeebshia problema sadzebni :(
ReplyDeleteme mainc mgonia,rom minimum am saukuneshi araferi eshveleba am situacias :D
'ჩაბარდა პატრონს' მე ვიცი, რომ მოკვდება, იმაზე :D
ReplyDeleteლალი მოროშკინას ეგ წიგნი არ წამიკითხავს, მე სულ პირველი წავიკითხე 'პრეზიდენტზე და მსოფლიო ჩემპიონზე' და ვერ ვიტვი, რომ არადამოუკიდებელი ქალის დაწერილია. და ვაბშე, ჭკვიანი ქალის შთაბეჭდილებაც დამრჩა. ვაპირებ რო სხვებიც წავიკითხო, თუ ჩამივარდა ხელში. ეგ ბოლო არც ვიცოდი თუ ჰქონდა :D
ეკო - ჯერ კიდევ საკითხავია მაგ წიგნში ”იმენა” მოროშკინას მიერ დაწერილი რამდენი და რა ნაწილიიყო : )))
ReplyDeletesoooo true!!!
ReplyDeleteარ ვიცოდი მაგ ქალის წიგნში რეები ეწერა და ისედაც არ მევასებოდა და ახლა საერთოდ ნერვები მომეშალა
ბრრრ
ნუ გათხოვებას რომ წიგნის დახმარებით ცდილობ ეს კიდევ უფრო უარესია ვიდრე ის რომ ვინმე ამ ტიპის წიგნს უშვებს: ) არა მეც ყოველთვის მიკვირდა რატომ ითვლება ნორმალურად ის, რომ ქმარი მუშაობს და ცოლი სახლში ზის ? მაგრამ არაფერი არ გვეშველება ჯერ ესე მგონია :)
ReplyDeleteლალი მოროშკინა წერს საშინლად და წერს სისულელეებს - მგონი, ეს ძნელი შესამჩნევი არ არის.
ReplyDeleteტოტალური უუნარობა სუფევს და მაგის ბრალია ყველაფერი. ქალი, რომელიც თავისი თავის რეალიზებას ვერაფერში ახერხებს, ვერ ხდება ფინანსურად დამოუკიდებელი, ის ცდილობს სხვისი პატრონობის ქვეშ ყოფნას. ხოდა, ეგარი რა. წავა მერე სამეზობლოში ყავის სმები და წუწუნი, ვაემე ეს რა დროში მოგვიწია ცხოვრებაო.
ReplyDeleteდა ვაბშე ლალის პირშიც შევეცი :bis:
ვინც მაგ წინგნს იმ იმედით იყიდის, რომ მასში ამოკითხული ისედაც ყველასთვის ცნობილი ინფორმაციებით ქმარს იშოვის და გათხოვდება, იმას არ ეღირსოს ქმარი.
ReplyDeleteNin - mgoni egetebi zalian bevrni arian : )))
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!