როგორი შემართებით იზრდებოდნენ წინაპრები

ცოტა ხნის წინ სახლში ვიპოვნე წიგნი სახელად ”ქართული სიტყვიერება”. ძალიან სახალისო და ამავე P1160857დროს საინტერესო წიგნია. შიგნით თავმოყრილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ლექსები, ლეგენდები, თამაშობანი, იავნანა, ენის გასატეხები და სხვა.


სიმართლე თუ გინდათ ზოგიერთი იავნანა და თამაში ძალიან დამთრგუნველიც კია და როცა წარმოვიდგენ რომ მასზედ იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები ცოტა ვიზაფრები, თუმცა არის ძალიან ლამაზი და თავშესაქცევი რაღაცებიც ამ წიგნში, რამაც აღმაფრთოვანა.
ერთ ერთი ნანა რომელიც მომეწონა:
მამის ოქროს გუთანო
ნანი, ნანი ყმაწვილო!
თეთრი პურის ნაწილო!
მამის ოქროს გუთანო,
დედის ჩიქილ – მანდილო!
ბიძის ქამარ-ხანჯალო;
ძალოს წითელო ვაშლო!
სუფრას საგორებელო,
ქვეყნის მომგონებელო. – ეს ნანა გახლავთ კახეთში ჩაწერილი.
არის ასეთი ნაწილიც ”სალალაო”- რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ აქაც მომეწონა ერთი ლექსი, რომელსაც ბავშვობაში ბებია მიმღეროდა ძილის წინ და კარგად მახსოვს ♥ :
ალი – პაპალი, პალები,
მაყვალს გიგავს თვალები,
თვალი მაყვალს დაუდგება,
მე შენ გენაცვალები.
არის კიდევ ნაწილი სახელად ”საგინგლაო” რომელშიც რაღაც უცნაური ლექსებია აი ისეთი სოფლის ორღობეში ბიჭების ძიძგილაობისას რომ შემოსძახებდნენ ალბათ,კიდევ  ლექსები ბუნებაზე,  P1160855  ცხოველებსა და ფრინველებზე, ცოცხალ ტყუილზე – რომელშიც ის ლექსია შესული :
”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ,
იქით გორასა ძვრას ვუზამ,
აზვირთებულ დიდსა მტკვარსა,
დავაყენებ და ყლაპს ვუზამ….”
მრავლადააა სალაღობო ლექსები და გათვლები, შემდეგ კი ყველაზე უცნაური ნაწილი თამაშობანი მოდის. მინდა გითხრათ ამ თამაშებში ძალიან ბევრია რაღაც სისხლისმსმელი  და ძალადობის ელემენტებით გაჟღენთილი რამეები, მაგრამ ეტყობა იმ დროისათვის როდესაც ეს თამაშები აღიწერა და ჩაიწერა ეს ყველაზე შესაფერისი იყო.
P1160856
მაგალითად სვანური თამაშია ”მურამულდი ქულა” და თამაშის აზრი შემდეგია -  წრეზე შეკრულ ბიჭებს მხრებზე დაადგებიან მეორე რიგად, ასევე წრეზე შეკრული(მხრებში ხელჩაჭიდებული ბიჭები) და ქვედა მწკრივმა უნდა ჩამოყაროს ზედა მიწაზე და დაანარცხოს, ხოლო თვითონ ამ დროს ფეხზე დარჩეს და არ იქნეს ჩათრეულ ქვემოთ ჩამონარცხებულების მიერ : ) ან კიდევ თამაში ”ლილჩე” – როდესაც ერთი ბავშვი ზის მიწაზე ,მეორეს ხელი უდევს თავზე და იცავს დანარჩენებისაგან, რომლებმაც ეს მიწაზე მჯდომი უნდა სცემონ, ოღონდ ისე უნდა დაიცვას რომ თავიდან ხელი არ ააცილოს – თუ დაუკვირდები მაგარი ჟივაძიორული თამაშებია მაგრამ ეტყობა სხვანაირად ენერგიას ვერ ხრჯავდნენ თუ რავიცი, სპარტანულად ზრდიდნენ ახალგაზრდებს.
ამ ნაწილის მერე მოდის გამოცანები და ენის გასატეხები, ბოლოს კი ლექსიკონი - რომელშიც ზოგიერთი ისეთი უცნაური სიტყვა შემხვდა რომ სიცილისაგან გავიფშიკე.
201007092844
მამენ კი ვიცხოვრებდი იმ ეპოქაში როდესაც ეს თამაშობანი და სხვა რამეები იყო  ”ხოდში” . მაინტერესებს რამდენად შეიცვალა მას მერე ადამიანის შეგრძნებები და შინაგანი სამყარო.

Post a Comment

2 Comments

  1. :D სვანურ თამაშებზე გამეცინა, არ მსმენია სამწუხაროდ, მარა ისე ვირობანას ჯობია :D

    ლელა გაფრინდაშვილს აქვს ბლოგზე აღწერილი რაღაც საოცარი თამაში, რომელსაც მის ბავშვობაშიც ათამაშებდნენ ბავშვებს სვანეთში, რაღAც რიტუალურია. ნახე აუცილებლად.

    პ.ს. კაი ჰედერი გაქვს:)

    ReplyDelete
  2. სქრინში ხალხური სიტყვიერება წერია, ტექსტში კიდე ქართული. ვის ატყუებთ?!!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!