სოფელოო ჩემო სოფელოო….ქალაქელი ხოხობი ყოფილა მხოლოდ…

რა ძალიან მაგარია როდესაც მანქანით (დამოუკიდებლად) მოძრაობა ახალი დაწყებული გაქვს და ქალაქიდან რაღაც იმაზე უფრო გრძელ მარშრუტზე უნდა წახვიდე ვიდრე სახლი – სამსახურია (მაგალითად) , თუმცაღა ეს პოსტი ამაზე არაა, მაგრამ მაინც ასე დავიწყებ.
პარასკევს დღისით მე და ბაკო ჩავსხედით ჩემს(ნუ მთლად ჩემს არა მაგრამ ხო რა) ბებერ მანქანაში და სოფლისაკენ გზას გავუდექით, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა გავიარეთ ვულკანიზაციაში (იმიტომ რომ სადღაც ცუდად დაგდებული ლურსმანი მქონდა ნაპოვნი) , შემდეგ მივირთვით ჩებურეკები (უფრო სწორად მე ჩებურეკი , ბაკომ გურული ღვეზელი) და მხოლოდ ამის მერე გავედით ქალაქიდან.
სოფლის გზას ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა როდესაც საჭესთან ზიხარ ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. სადღაც 30 წუთში უკვე თელადგორის დანგრეულ აღმართს შევუყევით და სოფლის სპეციფიური სურნელიც შევიგრძენით.
რა თქმა უნდა სოფლის ბირჟაზე კარგად დაგვათვალიერეს ორი გოგო მანქანით (როგორც ყველა სოფელში ბირჟაზე ახალჩამოსულებზე ხდება ხოლმე).
1F802687-7475-0997-4EDB-42CD6E613AFAwallpaper 
ბებია მობილიზებული დაგხვდა , ეგრევე დატრიალდა – აბა ხომ არ გშიათ , ხომ არ გწყურიათ, გცივათ და მოკლედ რავიც კიდევ რამედენი რამე გვკითხა.
ჩვენ გათანგულები შევეყარეთ სახლში , გადავიცვით თბილი ჟაკეტები (გასაოცრად გრილოდა თბილისისგან განსხვავებით და ეს გვესიამოვნა) და დავიწყეთ მასხრობა.
ნუ მანამდე რა თქმა უნდა ბებიას საადრეო ვაშლსა და სხვა გემრიელობებსაც შევესიეთ. საღამოს უკვე საკმაოზე მეტად დაღლილებს მოგვინდა რამე საინტერესოს კეთება და აი აქ (როგორც ყველა სოფელში) ბებიამ გამახსენა სუპერ კარადის არსებობის შესახებ , რომელშიც ღმერთმა იცის რამდენი თამაშები და საინტერესო რამეები ინახება. მეც მივვარდი და ამოვალაგე და ამოვალაგე სხვადასხვა სამაგიდო გასართობები – მიუნჰაუზენის მოგზაურობა, მენეჯერი, შანსი, ფოკუსი , ლოტო , დომინო და კიდევ რაღა მახსოვს რამდენი რამე .
ალბათ ასე ნახევარი ღამე ამ ყველაფრის დაძლევას მოვუნდით, თუმცა გასაოცრად ადრე მოგვწყდა კისრები (არადა თბილისში 5 საათზე თუ ვიძინებ გამთენიას ეგეც საქმეა) 1:00 საათზე უკვე საწოლში ჩათბუნებულები ვეყარეთ და იმაზე ვბჭობდით დაგვეძინა თუ ჯერ ცოტა გვეჭორავა. რა თქმა უნდა მეორე ვარიანტმა გაიმარჯვა, ცოტა ენები დავიქექეთ და მივითიშეთ.
მეორე და მესამე დღეს  ძალიან ბებრულად ვიყავით. ვიძონძავეთ რასაც ქვია – ვჭამდით, გვეძინა, ვკითხულობდით, ფოტოებს ვიღებდით და ისევ თავიდან. თანაც გარეთ გვარიანად ციოდა ხოლო ოთახის სასიამოვნო ტემპერატურა და თბილი პლედები პირდაპირ მისწრება გახლდათ.
მაინც რა გენიალურია სოფელში ყოფნა- სხვა ჰაერი, სიტუაცია, განწყობა, გემო, ძილიც კი სხვანაირია. მე ძალიან მიყვარს თელადგორი, ალბათ ბავშვობის გენიალური წლები (როგორც იტყვიან) იქ მაქვს გატარებული და ძალიან მწყდება გული, რომ სახლი და სხვა შენობები ტერიტორიაზე ძალიან ცუდ დღეშია (ცოტა ხევში დგას და მიწა ჯდება ხოდა სახლიც იბრიცება)
A1C03B30-4B25-4D07-C1B8-E72B03231F24wallpaper
წამოსვლის დღეს უამრავი დავალება მოგვცა ბებიამ – დაკრიფეთ ვაშლები (ამ დროს ორი ცალი თავში მომხვდა , ერთი მხარში და კიდევ ბაკოს დაეცა რამდენიმე), დაკრიფეთ თხილი (ამ დროს დაგვეთხარა თვალები) და ბოლოს იქნება მაღაზიაში ჩასულიყავით და რაღაცეები ამოგეტანათო. ყველაფერი რომ შევასრულეთ ბებიამ სპეციალურად მომზადებული ფლავი გვაჭამა და დაგვიბარა თბილისში, რომ შეხვალთ დამირეკეთ არ მანერვიულოთო.
სოფლიდან უზომოდ განტვირთული და დასვენებულები დავბრუნდით – სასწაულია პირდაპირ 3 დღე ასე ნახევრად ცივილიზებულ ადგილას და მაინც რა მსუბუქად გრძნობ ადამიანი თავს. ალბათ სიბერეში ასეთ ადგილას გადავცხოვრდები და მშვიდად დავწერ წიგნებს :)

Post a Comment

10 Comments

  1. ბებია <3
    საყვარელი ჩანაწერია

    ReplyDelete
  2. 3 დღე ცოტაა. მე სამი დღით თუ წავედი სოფელში, გამოქცევა მინდება. აი, ერთი კვირის შემდეგ, უკვე ქალაქის გაგონება აღარ მსურს და მჯერა, ჩემი "ბოლოც" ეგაა, სოფელში ცხოვრება და წიგნების წერა... ა, ხო, თუ მანამდე ჩემი მაჭკატები ნამცხვრებად იქცნენ, შვილიშვილებსაც გავახარებ, თუ არადა, თვითონ მოუწევთ ჩემი გახარება :ლოლ:

    ReplyDelete
  3. ხო სოფი შენს ალუბლის მაჭკატზე გულიანად ვიცინე თუმცა მგონი შ[ილიშვილებს ეგეც გაახარებს : ) და იქით გახარებაც მოუწევთ აბა ასეთი მხიარული ბებია მეეჭვება ბევრს შეხვდეს წილად (შენ რომ იქნები ისეთი რა) ^^

    ReplyDelete
  4. მე ჩემ სოფელში სულ 3ჯერ ვარ ნამყოფი :ცრყ:

    ReplyDelete
  5. მეც მინდა სოფელი :E

    ReplyDelete
  6. Lux
    Zur
    დავირაზმოთ და ერთად გავსოფლელდეთ რა პრობლემაა ^ არ მენანება : )))))

    ReplyDelete
  7. ყვეეეეეეელაზე მაგარი შეგრძნება ჩემთვის ეგ არის, რომ, კომპიუტერისგან განჯაჭვული, რეალურ ადამიანს რეალური გასართობებით ეთამაშები, რომლებსაც მაუსის დაწკაპუნება არ ს@ჭირდებათ :)

    ReplyDelete
  8. ასეთი გემრიელი პოსტი საუკუნეა, არ წამიკითხავს.

    ისე წერია, მთელი გულით და სულით მომინდა სამი დღით სოფელში ცხოვრება.

    არადა, ღრმად ქალაქის ადამიანი ვარ. ტელევიზორს, კომპიუტერს და სუპერმარკეტებს მიჯაჭვული.

    ReplyDelete
  9. გამარჯობა ! სასიამოვნოა შენი გაცნობა ,საინტერესო ბლოგი გაქვს,რა დამთხვევაა და მეც თელადგორის დაჩებზე მაქვს სახლი..

    ReplyDelete
  10. Nikadan - ძალიან სასიამოვნოა : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!