ჰამაკი თოვლზე და გარუჯვა კავკასიონზე

fbsdსიტყვა ზაფხულზეც კი ოფლი მასხავს ძირითადად, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მიზეზი რის გამოც არ ვიკეტები ერთ გრილ ოთახში და არ ველოდები გამოზაფხულებას (როგორც დათვები გამოზამთრებას) .

1. ბევრი ბევრი ბევრი ლაშქრობები, ახალი ადგილები, ბუნება, სიმწვანე, ზურგჩანთა, ბოდიალი, კარავი.
2. ბევრი ექსტრემი, მანქანები, გაუვალი გზები
3.სოფელი, ბებია, ჰამაკი,სიგრილე, წიგნები
და ეს ყველაფერი ერთმანეთის ჩანაცვლებით, ხან ერთი, ხან მეორე და ხანაც მესამე. ზაფხულში ვაკეთებ იმას რაც (ერთადერთი ეს მინუსი აქვს ცივ სეზონს) ზამთარში ვერ ხერხდება.
სხვა მხრივ კი მეზიზღება როდესაც სულ გცხელა, სულ იწეპები, არ გშველის მთელი დღე შხაპში ჯდომა, ვერც იცვამ, მაგრამ კანსაც ვერ გაიძრობ რომ ნაკლებად დაგცხეს.
საერთოდ მე თუ მკითხავთ საკმარისია ერთი თვე სიცხე წელიწადში , დანარჩენი 6 თვე უნდა იყოს შემოდგომა და 5 თვე ზამთარი ♥ აი ეგ იქნება სასწაული და სამოთხე და ბედნიერება!
ვფიქრობ ამ ზაფხულსაც გადავაგორებ როგორმე და შემდეგი ზაფხულისათვის კი ვიფიქრებ რომელ ცივ ქვეყანაში გავექცე თბილისის ხვატს

ყველას სასიამოვნო გამოზფხულებას გისურვებთ! მალე შემოდგომა მოვა!

Post a Comment

2 Comments

  1. Anonymous5:01 PM

    მადლობა, სენც ასევე!
    მე წელს აღმოვაჩინე, რომ სიცხე სულაც არ მაწუხებს, ამიტომ არსად წასვლას ვაპირებ :)
    [მაგრამ მგონი მაინც წავალ საცხა ;დ]

    ReplyDelete
  2. არა, ჩორვენ.
    ისეთი იდეალური სეზონთა წყობა რომ იყოს, როგორც შენ წარმოგიდგენია, მაშინ ვერასდროს დაწერ მსგავს პოსტებს და, რაც მთვარია, ალბათ, არასდროს გაგიჩნდება მსგავსი ადგილის მონახულების სურვილი.
    ტაკ ჩტო, ძერზაი :დ
    პ.ს. მე მიყვარს აუტანელი ზაფხული :პ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!