აგერ უკვე ზაფხულიც განახევრდა, ისევე როგორც ფესტივალი არტ გენის დარჩენილი საკონცერტო დღეები.
მიუხედავად წინა პოსტში დაწერილი წუწუნისა ,მაინც მენანება არტ გენის სწრაფი დასასრული, ბევრი რაღაცის გამო ძალიან მიყვარს ეს ღონისძიება.
არტ გენზე ყოველთვის ნახავთ რაღაც ახალს, იქნება ეს სამკაული , თუ რომელიმე რეგიონის წარმომადგენლების მიერ შესრულებული ნომერი – წელს მე აფხაზეთის წარმომადგენლება გამაოცეს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყოველთვის შეძლებთ შეხვდეთ მეგობრებს ,რადგან არტ გენი ყველასათვის საყვარელი ფეტსივალია, ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებს რომ ალამაზებს. ამავე ფესტივალის ფარგლებში იმდენი ლამაზი რამის შეძენა შეიძლება, რომ ვერც მშრალი ხიდი აანაზღარურებს ამას და ვერც რაიმე ”სვეტსკი” ბუტიკი.
იცით რა ვფიქრობ ხოლმე თუ რატომ უყვარს თბილისის მოსახელობას ეთნოგრაფიულში ზუსტადაც რომ არტ გენზე ასვლა და მივხვდი – ეს არის ყველაზე ეროვნული, ყველაზე მეგობრული და ყველაზე გრილი ფესტივალი, რომელიც კი ტარდება ან ჩატარებულა თბილისში.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ყოველ ჯერზე პატარა საქართველოა, რომელიც თავის თავში იტევს იმ სიხარულსა და აღფრთოვანებას, რომელიც მაყურებელს კონცერტის დროს ეუფლება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას სცენაზე – ნინო ქათამაზე თუ თსუ გორდელა, ნიაზი თუ ზუმბა – ხალხი ღელავს, ხმაურობს და ტაშის ხმა ,ისედაც ძლივს შემონახულ ექსპონატებს უცნაურ ფერხულში აბავს.
აუცილებლად ესტუმრეთ ეთნოგრაფიულს სანამ კიდევ შეგიძლიათ შვებულებამდე მორჩენილი დრო რაიმეთი გაიხალისოთ, დრო ხომ უკანმოუხედავად გარბის…

1 Comments
ყველაზე ეროვნული, ყველაზე მეგობრული და ყველაზე გრილი ფესტივალი
ReplyDeleteნამდვილად, ჩორვენ!
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!