ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“. |
სასტუმროში გამთენიისას მივედით, როგორც იქნა ”დავჩეკინდით” და დასასვნებელად მივესვენეთ. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე – ჩამძინებოდა და თვალი მხოლოდ გვიან საღამოს გავახილე.
რატომღაც მაინც დაღლილი ვიყავი , ამიტომ სასტუმროს ახლო მდებარე მაღაზია-კაფეებში გასეირნება გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს სულ 3 დღე მქონდა და რამე ხომ უნდა მენახა ამ ყველაზე სნობურ და ”სვეტსკი” ქალაქში.
იმედები გამიცრუვდათქო არა, მაგრამ ისეთი განსაკუთრებულიც არ აღმოჩნდა ნიცა როგორსაც მე ველოდებოდი. ბევრი მაღაზიები – სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების სახელებით, ძვირადღირებული , უამრავი ვარსკვლავებით დახუნძლული სასტუმროები, ბევრი შავკანიანები, ჩემთვის უცნობი მარკის ავტომობილები და არც ისე ლამაზი ქალები იყო ყველგან.
ასე 3 საათი ბოდიალის მერე მივხვდი ,რომ ახლა მხოლოდ ცხელი შხაპი და რბილი საწოლი თუ გამახარებდა. საღამოს ჩახუთულობისაგან კიდევ უფრო მოვითენთე და სასტუმრომდე ძლივს მივაღწიე, თუმცა იმ მომენტში ძილმა თითქოს უცებ გადამიარა, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს ოდნავ ჩაბნელებულ მოსახვევში ულამაზესი ქალები იდგნენ.
იმათი დანახვისთანავე დავიჯერე გამოთქმა რომ ფრანგი ქალები ყველაზე ელეგანტურები, სასურველები და ეშხიანები არიანო. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ამდენი ლამაზმანი იდგა სულ ახლოს და ყველა მათგანი ”სამუშაოდ” იყო მომზადებული.
ეტყობა გაოცება სახეზევე დამეტყო რადგან ერთ ერთი მათგანი , რომელიც საკმაოდ მრგვალი ფორმებითა და მოელვარე ჟღალი თმებით გამოირჩეოდა , ნელა და ზანტად მომიახლოვდა . ასე ორიოდე წუთი დააყოვნა და ფრანგულად რაღაც ჩამოარაკრაკა, რა თქმა უნდა სიტყვა ვერ გავიგე და ისევ ყბადაღებული დავრჩი.
ვგონებ ამ პროფესიის ადამიანები საკმაოდ საზრიანები არიან, რადგან ჩემი ურეაქციობისთანავე , ამ ერთობ უცნაურმა , მაგრამ ძალიან მომნუსხველმა არსებამ ვიღაც მეორეს დაუძახა, აი მისმა დამტვრეულმა ინგლისურმა კი უცებ გამომაფხიზლა.
-for You only 160 Euro… –საშინელი კაცური ხმით მითხრა.
-რაა?? – უცებ ვერ მოვედი აზრზე რას მეუბნებოდა.
-want her? pay 160 Euro, understand?
-oh, excuse me, yes please, I would like to invite her to my hotel.
- hey, aller prendre 160 euros par heure – ეს ფრაზა უკვე ჩემს მიერ არჩეული ”პროდუქტის” მისამართით იქნა გასროლილი, მივხვდი ამცნო ფასზე შევუთანხმდიო, თუმცა ეგ არ მადარდებდა .
სიმართლე გითხრათ სანამ ნომერში არ შევედით ვერც კი მივხვდი რა გავაკეთე, ისევ ისე მონუსხული ვიყავი ამ ქალის ფორმებითა და ეშხიანობით. რა ზანტად დაატარებდა ლამაზად აბზეკილ უკანალს, მშვიდად ირხეოდა მისი მკერდიც, აბსოლუტურად მსუბუქად, ზედმეტი მოძრაობის გარეშე.
ცოტა დაბნეულმა დალევა შევთავაზე, მე ხომ არ ვიცოდი რას აკეთებენ ასეთ სიტუაციებში, ეს ჩემი პირველი მცდელობა, თუ მიქარვა იყო ქალის ”მოხსნის”.
ალბათ მიჩვეული იყო საქმის დროულად შესრულებას, ამიტომ ისევ ისე მშვიდად, სხეულის ტორტმანით მომიახლოვდა და მკერდზე მოფერება დამიწყო, შემდეგ ტანსაცმელი ისე შემომაძარცვა როგორც შემოდგომის სიომ ალვის ხეს, ნელა ნელა მისი ქმედებები უფრო და უფრო აქტიური გახდა.
დამცხა, კიდევ უფრო დავიბენი, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არც კი მომსვლია თავში აზრად, მე ხომ პირველად ვიხდიდი სიამოვნებაში ფულს. ეტყობა ეს დაბნეულობაც მალევე შემატყო, გამიღიმა ძალიან სანდომიანად და ფრანგულად მითხრა:
-se détendre, ce sera l'une des meilleures nuits de votre vie – ეს კი ისეთი ხაოიანი ხმით გამოუვიდა რომ ერთბაშად ავიბურძგლე და უცნაური ხვნეშისმაგვარი ხმა ამოვუშვი , თუმცა აზრზე არ ვიყავი რა უნდოდა.
სულ რაღაც ერთ საათში , როდესაც ჩემი ”შეკვეთის” ვადა გავიდა და მაშინ როდესაც ეს აღვირახსნილი სიამოვნების მორევი უცებ უნდა გამომცლოდა ხელიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
საფულიდან ამოვიღე მისი კუთვნილი თანხა გავუწოდე და ტრუსის ძებნა დავიწყე , მან ფული მშვიდად გამომართვა, ჩადო პატარა ჩანთაში და ისევ საწოლზე ჩამოჯდომა შემომთავაზა.
არ ვიცოდი როგორ ამეხსნა რომ მეტის გადახდა არ მინდოდა, თუმცა როგორც გითხარით ამ პროფესიის წარმომადგენლებში საზრიანები ჭარობენ და ისე რომ მე არაფერი მითქვამს მიპასუხა:
-No Euro, No Euro.
არც კი ვიცი ეს რას ნიშნავდა, თუმცა რაღაცნაირად მომეშვა კიდეც, მან კი ისევ ისე ვნებიანად გააგრძელა ფერება, ისევ დამბურძგლა და ისევ დავკარგე აზროვნების უნარი. სიმართლე გითხრათ რამდენი დრო გავიდა ჩემი პირველი გადახდის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო სიამოვნებისაგან სიამოვნების მიღების თავიც აღარ მქონდა.
ის წამოდგა საწოლიდან, მშვიდად გადაიცვა თითქმის არ არსებული , სიფრიფანა კაბა, აკრიფა ჩანთა და თეთრეული, ძალიან უცნაურად გამომხედა და ერთადერთი ფრაზა გამოისროლა:
-Je suis Kampa, Au revoir Débutant …
და კარი მეორე მხრიდან გაიხურა.
ჩემი მწირი ფრანგულით მხოლოდ იმას მივხვდი რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ეშხიანი, ყველაზე მიმხიდველი, ყველაზე უცნაური და ყველაზე საუკეთესო ღამის
პეპელა სახელად – კამპა.
ის იყო ყველაზე გენიალური ქალი რომელზეც კი დავხარჯულვარ ოდესმე…
ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს საუკეთესო ისტორიის კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“. |
6 Comments
ვაიმე რა მაგარია! ყველაზე მაგარია რაც წავიკითხე იმათ შორის!!!
ReplyDeleteძალიან ბევრჯერ მომნდომებია ქალი მეძავების სერვისით სარგებლობა, მაგრამ აქ ალბათ არ ღირს. ასე რომ, პოსტი გულთან მივიტანე და ჩავიხუტე <3
ReplyDeleteAnin - :* : ) ჰო არ ღირს მეც ეგრე მგონია და ამიტომ დროებით გადავამისამართე ჩემი ეგ ახირება მომავლისკენ : )
ReplyDeleteმე ნამეტნავად კარგი ჰაზრები გამიჩნდა ამ პოსტზე.მომეწონა მიგნებაც და სტილიც.კარგი პოსტია.
ReplyDeleteშენ რომ რაღაც მსგავსი არ დაგეწერა, ჩორვენ, გამიკვირდებოდა :)
ReplyDeleteკარგი იყო ძალიან :)დებიუტანტი მომეწონა :)
მომეწონა! თავიდან მეგონა ტრანსვესტიტი აღმოჩნდებოდა, მაგრამ გადავრჩით :))
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!