ორი სამი დღის წინ ეკა ხოფერიას რაღაც გადაცემას ვუყურე და თემა იყო იმაზე, თუ რა გვაღიზიანებს ჩვენს ნაციაში ყველაზე მეტად. ბევრი ვერსიები იყო გადაცემის შემაჯამებელ ნაწილში ჩამოთვლილი ხოდა იდეა მომივიდა მეც გაგაცნოთ ჩემი ასეთი ”ლისთი” იმისა თუ რა მაღიზიანებს გურჯებში ყველაზე მეტად.
სადღაც გამიგია გამოთქმა ”რუსებს საქართველო მოსწონთ ქართველების გარეშეო” , ხოდა ნელა ნელა მგონი მეც მაგ აზრამდე მივდივარ! რა მიწას ვაფუჭებთ და რა ტყუილად!
- რიგში დგომის კულტურა
აი იაპონიის კატაკლიზმების შემდეგ გავრცელდა ფოტო მასალა , სადაც წყლის რიგში ერთ საღებავით გასმულ ზოლში წესიერად დგანან ყველანი და ელოდებიან როდის მოუწევთ ონკანთან თუ რაღაც მსგავსთან მისვლა, რა იქნებოდა ჩვენთან?
ზედახორა, გაწი-გამატარე , თვალში თითის ტაკება, კბენა,ღრენა – მოკლედ ყველაფერი ჭეშმარიტად რიგის გარდა. რატომ? რააატომ? - სანერწყვე ჯირკვლების მოქმედების მაღალი კოეფიციენტი ქართველი მამაკაცების უმეტესობაში რაღაც უწყვეტი ნერწყვგამოყოფა შეინიშნება, მაგრამ ისინი რატომღაც ქალების მსგავსად კი არ ყლაპავენ ნერწყვს, როგორც ეს ფიზიოლოგიურად ნორმალურ არსებებში ხდება, არამედ გარეთ გამოისვრიან და აყენებენ ქალაქში უზარმაზარ ფურთხის გუბეებს. მე არ ვიცი ეს რაღაც გადაჯიშებაა, ანომალია თუ მაგარი ტიპობის მაჩვენებელი, მაგრამ აი ისე მაღიზიანებს , რომ ამის გამო თბილისის ერთ ერთ ”კოლორიტულ” უბანში უწმაწური სიტყვებითაც კი გამოვლანძღე ”მესტნი” ძველბიჭობა.
- ფეკალიების გუნდები ფურთხის ზვირთების გვედით ქალაქში არსებული ძაღლების უმეტესობას იდიოტი პატრონი ჰყავს! დიდი სიამოვნებით ვაჭმევდი პატრონებს ტროტუარებსა და სათამაშო მოედნებზე დაგროვილი ფეკალიების დიდ ზვინებს. ვაჭმევდი იქამდე სანამ არ დაიხოცებოდნენ!
- მიდრეკილება სუიციდისკენ
მე მგონი მსოფლიოში სუიციდისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები ქართველები არიან, აბა სხვა რით შეიძლება ახსნა ის რომ მოქალაქეები ქუჩაზე გადადიან ისეთ გადატვირთულ მოძრაობიან ადგილებზე როგორიცაა: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის პროსპექტი, პეკინის ქუჩა (თუ რა ჭირი ქვია ახლებურად) , კოსტავას ქუჩა და სხვა. ნუ ვერაფრით ვერ გამიგია რატომ უნდა გარისკო საკუთარი სიცოცხლითა და ვიღაცის თავისუფლებით მაშინ როდესაც 5-10 მეტრში მიწის ქვეშა/ზედა გადასასვლელები და ღილაკიანი შუქნიშნები არსებობს (აწ უკვე გაგვიკეთა ეგ მთავრობამ ფაქტია) - სერვისის არ არსებობა ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა მიბღვერდეს მიმტანი/გამყიდველი/ბარმენი ან სხვა ნებისმიერი არსება რომელიც მომხმარებლისათვის საუკეთესო სერვისს უნდა ახორციელებდეს იმისათვის რომ ყოველთვიური გასამრჯელო მიიღოს? რატომ ? ჰგონიათ რომ იჩაგრებიან? რატომ ვერ ხვდებიან რომ ბედნიერი მომხმარებლის ზრდა პირდაპირპროპორციულია დაწესებულების შემოსავალთან და მათ ანაზღარურებასთან? ან სად იყურებიან მენეჯერები? აბსოლუტური განრისხება მემართება როდესაც ისეთი სახით მიყურებენ თითქოს დავალებული ვიყო მათაგან რამით, მაშინ როდესაც სასიამოვნო გარემოში მინდა ვისადილო/ჩავიცვა/გავერთო?
სადღაც გამიგია გამოთქმა ”რუსებს საქართველო მოსწონთ ქართველების გარეშეო” , ხოდა ნელა ნელა მგონი მეც მაგ აზრამდე მივდივარ! რა მიწას ვაფუჭებთ და რა ტყუილად!
5 Comments
გიერთდები ჩემი აწ უკვე მრავალჯერ დაშეარებული და მუდამ აქტუალური პოსტებით:
ReplyDelete1. http://katiee.ge/sendai-tbilisi/
3. http://letters.ge/pooping-dogs/
4. http://youtu.be/VIAfAa1tUfM
5. http://letters.ge/tag/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/
კიდევ?
კიდევ ჩმდდშვც http://katiee.ge/mamrul-gruzinuli-leksika/
აუ კიდე არ ვიცი რა... ყველაფერი :|
მართლა რა მიწას ვაცდენთ.
gaixare eko! madloba linkebis gaziarebistvis!!
ReplyDeleteახლა კიდე ერთხელ წავიკითხე იური მეჩითოვის ძველი წერილი და გავბლოგე კიდეც, იქაც ოხრადაა ქართული მარაზმები ჩამოთვლილი.
ReplyDeleteსრულიად სამართლიანი რისხვაა, ჩორვენ. პირადად მე ავტობუსებით უბილეთოდ მგზავრობაც არანაკლებ ამაზრზენი მეჩვენება.
ReplyDeleteმეც გეთანხმები.
ReplyDeleteკიდევ ამას დავამატებდი ქუჩაში ნაგვის დაყრას. ნუ აი, რაღაც სასწაულად ვცოფდები ხოლმე.
დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!