ყმუილი სავსე მთვარეობისას

”ძალიან ემოციური ხარ”ო – მითხრეს სულ რამოდენიმე ხნის წინად და ალბათ უნდა დავეთანხმო ამ მოსაზრებას,, რადგან ჩემთვის ყველაფერი იწყება და მთავრდება ემოციით. ყველაფერი რაც ჩემში რაიმე სახის შეგრძნებას იწვევს მამახსოვრდება , დანარჩენისადმი კი გულგრილი და ნეიტრალური ვრჩები, ხოლო ერთ ერთი ”რაღაც” რაც ჩემში უსაზღვრო ემოციებს და ვნებათაღელვას იწვევს - ბუნება და მისი მრავალფეროვანი მოვლენებია.
post-59-1110120520მე აღმაფრთოვანებს ყველაფერი რაც უსაზღვრო ბედნიერებისა და აღმაფრენის შეგრძნებების გაჩენას უწყობს ხელს.
მიყვარს სავსე მთვარე რომელიც რუხ ღრუბლებში ყვითლად ირეკლება.  ამ დროს მესმის მგლების, რომლებიც სავსე მთვარეობისას ამ მოვლენას გულისგანმგმირავი ყმუილით ხვდებიან, მეც მინდება ხოლმე მასეთი რამის გაკეთება.
მიყვარს ზაფხულის წამლეკავი წვიმა, რომელიც უზარმაზარ წვეთებად ეცემა მიწას და სასწაულ სურნელს აყენებს გარშემო, ამ დროს ვგრძნობ რომ კიდევ დიდი ხანი მინდა სიცოცხლე, რათა  ბევრჯერ მოვესწრო ასეთ რამეს.  OLYMPUS DIGITAL CAMERA
მიყვარს პირველი ფანტელები, ლამაზები მაგრამ სუსტები იმისათვის რომ გარემო დაფარონ, ყველა თავისებურად მშვენიერი და განსხვავებული ფორმის მატარებელი, როდესაც ისინი თმას და ტანსაცმელს მიფარავენ თავი მასეთივე მსუბუქი მგონია (ჩემს შემთხვევაში კი ეს ფრიად შთამბეჭდავი შეგრძნებაა)
მთაც მიყვარს და დილის ნამიც, გრილი ჰაერი და ჩუმი სიო, რომელიც ერთიანობაში რაღაც ყრუ სიმშვიდეს და მყუდროებას ქმნის.
მზის ამოსვლაც უზომოდ მიყვარს, ამ მოვლენის ყურებისას მგონია რომ ყველაფერს შევძლებ და საერთოდაც ძალიან ძლიერი ვარ.
ბუნება ეს იმ ერთ ერთ ბედნიერებათაგანია რომლის გარეშეც თავს ”ცოცხლად” ალბათ ვერასოდეს ვიგრძნობდი, ეს არის ის რის გამოც წელიწადის დროების ცვლილებას ვეგუები (მიუხედავად იმისა რომ ზამთარზე ჭკუა მეკეტება) და მაინც ველოდები მათ ცვლას…
დატკბით იმით რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა დედამიწაზე და ეცადეთ სულ ცოტათი მაინც მოუფრთხილდეთ იმას რაც ენერგიის უშრეტი წყაროა არსებული მომენტისათვის. (სანამ ადამიანები რამე შემცვლელს მოიგონებენ)
post-59-1110928749

Post a Comment

2 Comments

  1. ჩორვენ ძალიან მომწონხარ : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!