ჩვენისთანა ბედნი – ერი…ჯანდაბისკენ ჰერი - ჰერი

ბებია და ბაბუა
ქართველისთვის ტაბუა
 (ც) კოტე ყუბანეიშვილი
უფროს თაობას უკვირს და აწუხებს ისეთი კითხვები როგორიცაა : რატომ არიან ახალგაზრდები ასეთ Baby_v_s_the_Meat_Grinder_by_Nocturnal_Devilაგრესიულები? რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი? რატომ არიან ამდენი ნარკომანები? რატომ ბერდება ერი? და კიდევ სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებული კითხვები ჟღერდება… თუმცა არავინ არ დაფიქრებულა მე მგონი ,რომ ახალგაზრდა თაობის ფსიქოლოგიური ტრავმები უმეტესობა მათი(წინამორბედი თაობის) ბრალია.
ჩვენს საზოგადოებაში პრობლემის აღიარება (რომელიც ოჯახს ან ინდივიდს აქვს) დიდ სირთულეს წარმოადგენს, ხოლო ამ პრობლემის რამენაირად გადაწყვეტა, მაგალითად ფსიქოლოგის დახმარებით მაინც - საერთოდ სასწაულს უტოლდება. ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას , რომ როგორც ბრმა ნაწლავის შეტევისას უნდა მიხვიდე ექიმთან , ისევე უნდა მიხვიდე ექიმთან მაშინ, როდესაც მაგალითად შვილი შენი საკუთრება გგონია და ფიქრობ, რომ როგორც გინდა ისე უნდა გამოიყენო -დამოუკიდებელი, საღად მოაზროვნე , მუშა ინდივიდი.
მშობლების უმეტესობას მე მგონი დღემდე აქვს ის აზრი თავში ჩაბეჭდილი ,რომ ჯობია ბავშვმა ორივე მშობელთან ერთად იცხოვროს, მაგრამ დღენიადაგ სკანდალებს და ისტერიკებს, ცემას და სხვა სახის ძალადობას უყუროს , ვიდრე ის რომ მშობლები კვირაში 3-3 დღე ნახოს და ორივე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი ეგონოს.
წარმოუდგენელია რატომ ვერ ხვდებიან (ზრდასრული და წესით მოაზროვნე) ადამიანები რომ 2-3 წლის ბავშვის ტვინიც კი უკვე ისრუტავს ყველაფერს დაწყებული – მშობლების დამოკიდებულებისაგან ერთმანეთისადმი და დამთავრებული თავისი ტოლი არსებებისაგან წამოსული იმპულსებით post-36-1162148220დამთავრებული.
ახლგაზრდა თაობების პრობლემების უმეტესობა არის მათი წინამორბედების ბრალი, ხოლო თუ ისინიც ისეთივე შეუგნებლები იზრდებიან , მაშინ კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად დეგრადირებული და ჩაკეტილი გამოდის, ან ცდილობს გათავისუფლებას არასწორი გზებით – ეს ყველაფერი კი უფრო და უფრო ვნებს მთელს ერს.   
ვერაფრით წარმომიდგენია რომ თაობა რომელიც 17-18 წლის ასაკში გაგრაში საჭყუმპალაოდ დადიოდა დღეს თავის 17 წლის შვილებს მონებივით ეპყრობა და თავს იმით იმართლებს , რომ დღევანდელი სიტუაცია მაშინდელს არ ჰგავს და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
არაფრით მჯერა რომ ჩვენი დედები და მამები , რომლებიც თითქოს ასეთ ლაღ და საინტერესო ისტორიებს ყვებიან , ასეთ მონსტრებად გადაიქცნენ და ვერც კი იაზრებენ მარტივ რაღაცას -  ცვლილება მათში იმდენად დიდია რომ ეს მათ შვილებზე უარყოფითად ისახება.
იქნებ შემახსენოთ როგორ იქმნება სტერეოტიპები? მენტალიტეტის წვრილმანი დეტალები რომლითაც ყველას თავი გვაქვს გამოჭედილი და ათასი ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელების საშუალება? ნუთუ მათ ახალი თაობები ქმნიან? – არა ხო?
ძალიან რთულია გააცნობიერო რომ გაქვს პრობლემა, მაგაზე რთული მისი ხმამაღლა აღიარებაა ხოლო ამის შემდეგ უკვე მოგვარებას წინ აღარაფერი უდგას , მაგრამ ვაი რომ ვცდებით და გვგონია -
”ჩვენისთანა ბედნიერი
არის განა სადმე ერი?”
(ც) კოტე ყუბანეიშვილი
pace flag

Post a Comment

8 Comments

  1. Anonymous11:02 PM

    კაი იყო :) აბსოლუტურად გეთანხმები :( ჩვენ ერთი უკიდურესოდან მეორეში გადავდივარტ ხოლმე.. და ოქროს შუალედი არ ვიცით რაააა. გოგო თუ ძალიან თვისუფლად იზრდება და ყველგან უშვებენ , ბევრს ცუდს აკეთებს ზედმეტი თავისუფლების გამო და მერე უფიქრდება ამ ყველაფერს და თავის შვილს სახლში კეტავს, რომ იგივე შეცდომები არ გააკეთოს.. შედეგად დატერორებული ბავშვი გარბის სახლიდან და უარესებს აკეთებს.. ნუ პრიმიტიულ მაგალითის სახით მოვიყვანე..და მასე ვართ ყველაფერში... აღვშფოთდი

    ReplyDelete
  2. ჩვენთან რაღაცნაირი სიყვარული იციან... "შვილისთვის მხოლოდ კარგი მინდა, არ მსურს, ჩემი შეცდომები გაიმეოროს და იმიტომაც ვურჩევო... " ალბათ, მართლა კარგი უნდა, მაგრამ საკუთარი ცხოვრების მიხედვით სხვისი (მერე რა, რომ შვილია, მაინც სხვაა)ცხოვრების აწყობას ხეირი არასოდეს მოაქვს.

    ReplyDelete
  3. Anonymous3:16 PM

    mapatiet chemi shetsdomebisatvis..... :) M.G.

    ReplyDelete
  4. ბოლოში კოტე ყუბანეიშვილის კოპირაითი რატომ აქვს? :დ
    მგონი ციტატა შეგეშალა, სათაურში რაცაა ის უნდა ჩაგესვალ ალბათ :მო:

    ReplyDelete
  5. MG - zalian miyvarxar :* shen ar igulisxmebodi :D

    Komisia - araferi shemshlia :D

    ReplyDelete
  6. "ისევე უნდა მიხვიდე ექიმთან მაშინ, როდესაც მაგალითად შვილი შენი საკუთრება გგონია და ფიქრობ, რომ ..."– ხოდა სწორედ რომ მაგაშია საქმე, როდესაც საკუთრება გგონია და სრულიად არ ფიქრობ (მცდელობაც კი არ გაქვს) იმაზე რომ არ არის შენი საკუთრება, იმასაც არ ფიქრობ რომ მიხვიდე "შესაბამის ექიმთან". ვინც იწყებს მაგაზე ფიქრს ის ალბათ მიდის კიდეც. :)))
    ზოგადად გეთანხმები მოსაზრებებში, მაგრამ მხოლოდ "წინამორბედთ" ვერ დავაბრალებდი ჩვენი თაობების ბევრ უკუღმართობას. სხვა რაღაცეების ბრალიც არის ჩემი სუბიექტური აზრით.
    PS დიდი ხანია არ შემოვსულვარ შენს სამფლობელოში – ბლოგზე. :))

    ReplyDelete
  7. ვახ დათ სალამი : )
    ნუ კი ეხლა მხოლოდ წინამორბედების ბრალია არაა ჩვენ რომ ფეკალიებში ვცურავთ მაგრამ უმეტესწილად იქიდან მოდის : ) მდინარე შუიდან ან ბოლოდან ხომ არ იწყება : ) სათავე აქვს : )
    ხოდა ხშირად შემოიბოდიალე ხოლმე : )

    ReplyDelete
  8. ისე, სახლში რომ მოხვდები სამსახურის მერე შემომეხმიანე და ფანჯრებიდან მაინც მივესალმოთ ერთურთს :)))
    თუმცა, მდინარეები კალაპოტსაც ხშირად იცვლიან ხოლმე, ხან გადმოდიან, ხან შრებიან და ხანაც ახალ ტოტებს იკეთებენ იმისდამიუხედავად თუ სა აქვთ სათავე :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!