ალბათ ნებისმიერი თქვენგანი ყოფილა ზაფხულში -სადმე მიყრუებულ სოფელში, სულ ცოტა ხნით მაინც და ახსოვს ყველა დეტალი, რომელიც კი მაშინ შეუმჩნევია.
მიუხედავად იმისა რომ საგვარეულო სოფელი (ადგილი რომელიც წარმომავლობის მიხედვით მოყვებათ შთამომავლებს წინაპრებისაგან) არ მაქვს, მაინც გამიტარებია ბავშვობა (და არა მხოლოდ) სადღაც ასეთ დასახლებაში.
დაკვირებიხართ როდისმე შეგრძნებას, რომელიც გაზაფხულის პირველი წვიმის შემდეგ გეუფლებათ მიწის სურნელის შეგრძნებისას? მე სულ სოფელი მახსენდება, თელადგორი – ადგილი სადაც რავიც რამდენი დრო მაქვს გატარებული.
ან სულაც სადმე ქალაქგარეთ სოფელში გავლისას ნეხვის , სველი თივისა და საქონლის სუნი რა განწყობას აჩენს, კი ალბათ იტყვით რომ ”ფუ რა ამარზენი სურნელებაა” ეგო – მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, არის მასში რაღაც განსაკუთრებული.
პატარა მინგრეულ მონგრეული და მოხუცივით წელში გაზნექილი სახლები, ლატანებ ამოცლილი გადაზნექილი ღობეები, აქა იქ უშნოდ რომ ამოუხერგავთ რითიც შეძლეს – ეს რაღაც განსაკუთრებული რამაა.
სოფლის ”ბირჟა” რა სასწაული ადგილია, მანდ ხომ არც ერთი ქალაქელი და ახალჩამოსული არ რჩებათ შეუმჩნეველი , ყველამ იცის ვისთან, როდის და რამდენი ადამიანი ჩამოვიდა, რად ეკუთვნიან ეს დამსვენებლები იქაურს და რავიც კიდევ რამდენი დეტალი ირჩევა მსგავს თავშეყრის ადგილებში.
ეს ყველაფრი რატომ გამახსენდა არ ვიცი, ალბათ სოფელში – სახლის უკანა ეზოში ჩაოკიდული ჰამაკისა და სახლისაგან მოცილებით მდგარი საპირფარეშოს მონატრებამ გაოიწვია, ან სულაც საღამოთი მეზობელთან საჭორაოდ გადასვლის და დილას ცვრიან ბალახში , ნახევრადმძინარე სახით გამოსვლის ნოსტალგიის ბრალია….
მე მიყვარს სოფელი, მიყვარს ბაღი რომელშიც უამრავი ხილი იზრდება, უცნაური გარემოც მიყვარს რომელიც სოფელში სუფევს…..
იმედი მაქვს ამ ზაფხულს მაინც ვინებივრებ ჰამაკში, გვერდით საინტერესო წიგნითა და ერთი კოლოფი სიგარეტის თანხლებით.

4 Comments
მეც მინდა და მომენატრა სოფელი :))
ReplyDeleteიქნებ წავიდე კიდეც სადმე, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია.
momenatra chemi soflebi.
ReplyDeletededachemis sofleshi bebiastan vizrdebodit da meotxe klasamde mastan vcxovrobdit me da chemi da. sashinla dmikvars iqauroba. ai mamachemis sofeli, martla mikruebuli iko, kilometrebze ikvnen mezobelebi da ar mikvarda iq chasvla. magram axla rogor siamovnebit chavidodi da davisvenebdi. sicknareshi da simshvideshi.
აუ, როგორ მიყვარს ასეთი სოფლები. მთლად მიყრუებულში არა, მაგრამ მთელი ბავშვობის არდადეგები სოფელში მაქვს გატარებული: ყველაზე კარგი, თბილი, საყვარელი ხალხი იქ ცხოვრობს. არც ცხოველების სუნი მაწუხებს, კარტოფილის ამოთხრაც ვიცი და მეზობლის სიმინდებიც მომიპარავს და მეგობრებთან ერთად საღამოობით შემიწვავს საშინელი ისტორიების მოყოლის ფონზე...
ReplyDeleteააააა! მომენატრა ქართული სოფელი.
აუ მაგარია, წავიდეთ ყველა ერთად ან ჩვენ ჩვენ სოფლებში ან ერთ სოფელში სადმე და ერთად მოვიოხოთ გულები ♥
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!