როდისმე თუ დაფიქრებულხართ რას სწირავს ადამიანი რომლის პროფესიაცაა:
რა შეგრძნებაა როდესაც იცი რომ სხვისი და სრულიად უცნობის სიცოცხლე შენი სიკვდილის გამომწვევი შეიძლება იყოს 60-70 ან სულაც 80 %-ით?
და ისინი მაინც თავდაუზოგავად აკეთებენ თავის საქმეს…
რა არის მათი მამოძრაველებლი ძალა? კეთილშობილება? საიქიოში სულის ცხონება? ანგარება? იქნებ სულაც შეშლილები არიან?
მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა , რომ ვიღაცას შეუძლია დათრგუნოს ეგო და იმოქმედოს არა საკუთარი თავისთვის - არამედ სხვისი თავის, სხეულის და სიცოცხლისათვის.
მე უფრო ადვილად გავიგებდი ალბათ ეს რომ მხოლოდ ბავშვებს ეხებოდეთ, მაგრამ ისინი ხომ ნებისმიერს უწევენ საჭირო დახმარებას განურჩევლად ასაკის, სქესის,მრწამსის და სხვა განმასხვავებელი ნიშნისა.
როგორია როდესაც იცი რომ შეიძლება ვერც უშველო და ვერც გიშველონ? ნუთუ ერთი წუთითაც კი არ ღრღნით ეჭვი, ან შიში ან რაიმე მსგავსი (გადაფიქრებაზე მომუშავე ) ემოცია?
მაგრამ ალბათ რამხელაა სიამოვნება და სიამაყე მაშინ როდესაც ეს ადამიანები თავის საქმეს წარმატებულად ასრულებენ… მაშინ როდესაც ისინი ყველას მოლოდინს ამართლებენ… ალბათ მაშინ ყველაზე ცნობილ სუპერგმირზე უფრო გმირები არიან….
ძალიან რთულია დათმო შენი და უპირობოდ წინ დააყენო სხვისი, მაგრამ ადამიანები ამას აკეთებენ…
- პოლიციელი
- მეხანძრე
- მაშველი (მთასვლელი/სპელეოლოგი)
- მედდა/სასწრაფოს ექიმი
- დაცვა

3 Comments
რთულია, რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მაგრამ ალბათ მათთვის ეს რაღაც ჩვეულებრივია - სხვანაირად მოწყობილი ხალხია, სხვანაირად აზროვნებენ, უფრო კეთილშობილები არიან... ან რაღაც ამდგაგვარი. და ასეთ პროფესიებსაც იმიტომ ირჩევენ.
ReplyDeleteაზარტი, გადარჩენილი სიცოცხლის ნახვის წინასწარი სურვილით გამოწვეული აზარტი :)
ReplyDelete20% რომ არის საკუთარი თავის გადარჩენის შანსი, მით უფრო მეტია სხვისი გადარჩენით გამოწვეული ტკბობის ხარისხი :)
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დეიდაჩემი, ისევე როგორც ყველა სასწრაფოს ექიმი, გორში მორიგეობდა.8– ში ყველანი ერთდროულად გამოიძახეს და სანამ ცხელ წერტილებში გაუშვებდნენ...აზიარეს. წარმოიდგინეთ, ამ დროს რას გრძნობდნენ. შემდეგ ყველას უთხრეს , რომ ნებისმიერს შეეძლო სახლში დაბრუნება. არცერთს არ მოუცვლია ფეხი. 2 დღე და ღამე თვალი არ მოუხუჭავთ.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!