ტელევიზია უნდა მოკვდეს!

იცით მგონი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყველა ტელევიზია აბსოლუტური დებილებითაა დაკომპლექტებული!

მოიცათ ეხლავე აგიხსნით რამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება.
მაშ ასე აი აიღეთ ერთი დღე და ჩაუჯექით ტელევიზორს, მაგრამ ერთი პირობით – არ გამოტოვოთ არც ერთი საინფორმაციო გამოშვება და ტელეშოუ, რას ნახავთ თქვენ იქ?
1297687360_aa
ყველა საინფორმაციო გამოშვება გაძეძგილია ამბებით – სიკვდილზე, გაუპატიურებაზე, მკვლელობასა და თვითმკვლობაზე, საქართველოში ვიღაც ჭღრმ უცხოელის ქორწინებაზე, მთავრობის რომელიმე წევრის მე-5-ე შვილის ნათლობის შემდგომი სუფრის თაობაზე და კიდევ 100000 იდიოტობაზე, რომელიც ნორმალურ მოქალაქე/საზოგადოებას არც კი უნდა ადარდებდეს.
საღაც ვიღაც ყოველთვის კვდება, ხდება უბედური შეთხვევებიც და მოკლედ ცუდი ამბები საკმარისადაა, მაგრამ რატომ უნდა გადატვირთო საინფორმაციო ამ შემზარავი ამბებით, როდესაც ქალაქში უამრავი ახალგაზრდული, შემეცნებითი, საინტერესო, საქველმოქმედო და მოკლედ კარგი ამბები ხდება??
როგორ დავიჯერო, რომ ხალხს მკვდრების ყურება უფრო სიამოვნებს ვიდრე წარმატებული ახალგაზრდების? და რითი ფიქრობენ პროდიუსერები?

სხვადასხვა ტელე შოუებშიც კი იგივე მდაბიო, უაზრო და ასეთივე დამთრგუნავი ინფორმაციები და ამბები განიხილება , ამ ყველაფერმა  შეიძლება ტროტილის ქარხანაც ანატრებინოს ადამიანს (და არც კი გეყოს ერთი ქარხანა ამდენი დეგენერატობის გასანადგურებლად).
არაფრით არ მესმის მე რატომ არ აშუქებენ ტელევიზიები ნორმალურ ამბებს? და რატომ ავსებენ საინფორმაციო გადაცემას ისეთი დებილობებით როგორიცაა – სადღაც თბილისის ჭ სკოლაში შაბათობა დღე და სიუჟეტი ამაზე?

ganapolski2არა, ამდენი შტერობის ყურება და ატანა ყველანაირ ძალებს აღემატება!
ამასთან ერთად შტერი ჟურნალისტებიც მაოგნებენ, გვარებს რომ სწორად ვერ იწერენ და სიუჟეტზე ხმის დადებისას ინფორმაციასაც ვერ გვაწვდიან სწორად, ნუ მოკლედ სასწაულია რა!
გა და შენ დნენ ქართული ტელევიზიები მთელი თავისი პერსონალით!!!

პ.ს ალბათ არსებობს გამონაკლისებიც, რომლებიც უბრალოდ არ ჩანან ამდენი დეგენერატების ფონზე და მათ ბოდიშს ვუხდი!

Post a Comment

5 Comments

  1. Anonymous5:27 PM

    ძაიან დიდი ხანია არ მიყურებია ტელევიზორისთვის... სულ კომპთან ვარ და ფილმებს ვუყურებ ან ინტერნეტი და ახალი ამბები და ტელევიზორი საჩემო არააა...
    ძირს ტელევიზია.. :)))

    ReplyDelete
  2. სადღაც წავიკითხე თურმე ადამიანის ინტერესი ცუდი ამბებისკენ უფრო არის მიმართულიო და ერთი სიტყვით რეიტინგის ამბავია ამდენი საშინელების გაშუქებაო.ეგ უფრო მეტს აინტერესებსოო..
    ვოტ...

    ReplyDelete
  3. Anonymous4:22 PM

    იმის მერე რაც National Geographic გამიქრეს და ფეხბურთსაც კომპში ვუყურებ, სრულებით გეთანხმები. TV სუკს.

    ReplyDelete
  4. Anonymous10:02 PM

    "მაშ ასე აი აიღეთ ერთი დღე და ჩაუჯექით ტელევიზორს, მაგრამ ერთი პირობით – არ გამოტოვოთ არც ერთი საინფორმაციო გამოშვება და ტელეშოუ, რას ნახავთ თქვენ იქ?" – გვწყევლი? :დ
    ისე ადამიანებს შოუები უყვართ ოღონდ სხვის პრობლემებზე აქოთქოთე, არა მერე თავისიც უნდა მოაყოლოს რა თქმა უნდა. ხოდა ასე რა. :დ ხალხი ჭამს ამ გადაცემებს და აჭმევენ პროდუსერებიც,მსუყე მსუყე იდიოტობებს. ხოდა მერე სკოლებში ინკუბატორის წიწილებს ზრდიან (უი არ მომცხოთ ახლა ამაზე :დ) ხოდა ასე გავა დრო და ჩვენი იხვის ჭუკები დიდ ზომბებად იქცევიან. ჭირი იქა ლხონი აქა :დ მააააშ.

    ReplyDelete
  5. ანონიმო - ჰო მამენტ მართალიც ხარ : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!