კაენს აბელი კი არა, ევა უნდა მოეკლა!

ოჰ ეს ქალები…. ოჰ ეს ქალები კი არა ჯანდაბა მაგათ თავს : ) ზოგჯერ ისე მაცოფებენ , რომ მზად ვარ თავი მოვიკლა, ოღონდ მანამდე ისინი დავხოცო : )
ჰოდა რაზე მინდოდა ამ პოსტში საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს პრეტენზია ორიგინალურობაზე, განსაკუთრებულობაზე და სხვა ძალიან ”ჯერშკ” რამეებზე, იდეაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს (ნუ გამონაკლისების არსებობას არ უარვყოფ). მინდა პუნქტებად თუ ჯგუფებად აღვწერო რამოდენიმე კატეგორია, რომლის პროტოტიპები აგერ ჩემს გარშემო ტრიალებენ , რეალურები არიან და დაკვირვებაც მათზე ვაწარმოე (რა ხმამაღალი ნათქვამია).
ნუ ქალები რომ ან შტერები არიან, ან ძალიან შტერები მაგაზე თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ.
შემდეგ მოდის უკვე ქვეპუნქტები, თუ ქვეკატეგორიები და გადანაწილება თქვენთვის მომინდია:
  • ისტერიჩკა ეს ისეთი კატეგორიაა ქალებისა ,რომელსაც განსაკუთრებულად დიდი, ან მნიშვნელოვანი მიზეზი არ სჭირდება ისტერიკის და სკანდალის ასაწევად. საკმარისია თქვენ მასთან სტუმრად 020მისულმა ჩანთა ცუდად დადოთ დივანზე, ის უკვე მომართულია და წივილ - კივილს დაბალ  ტონალობაში იწყებს. მიზეზი ამისა არ ვიცი სიმართლე თუ გინდათ, მარა კაი რთული რამეები კი არიან, თანაც მშვიდი საუბარი და დაყვავება არ შველის,
  • დეპრესიული/წუწუნები ასეთი ქალები დღენიადაგ უბედურები არიან ყველაფრით. ამბობენ რომ არაფერში უმართლებთ, კბილების გამოხეხვაშიც კი…. რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა, ყველას სძულთ და რომ თავს მოიკლავდნენ, მაგრამ ეგეც არ ძალუძთ.მათი დახმარება და ამ სიტუაციდაან გამოყვანა ფაქტიურად ფრენის შეძლების ტოლფასია, რადგან დახმარებას არ იღებენ , მოსმენა არ უნდათ. გირჩევთ ასეთებს გაეცალოთ და ისევ ისტერიჩკები არჩიოთ თუ არჩევანის შანსი გექნათ, იმათგან ენერგია მაინც მოდის და ესენი მხოლოდ გაცლიან.
  • შუალედური/რუხი ეს ქალები არც სევდიანები არიან, არც მხიარულები. არც ძალიან მოლაპარაკე და არც ძალიან უტყვები. დაელაპარაკები - დაგელაპარაკება, ხმას არ გასცემ და იჯდება ტუმბოსავით გაუნძრევლად და ჩუმად. ნუ ეს კატეგორია წინა ორს ნამდვილად ჯობია, იმის გამო რომ როგორც მოიქცევი სარკესავით აირეკლავენ მაინც სიტუაციას და ქმედებებს, თუმცა ესენიც მოსაწყენები არიან იმის გამო, რომ არანაირი ინიციატივა მათგან არ წამოვა, არასოდეს გააკეთებენ რამე სასაცილოს, საწყენს ან უბრალოდ საინტერესოს მაინც. ისე ამ კატეგორიის ქალები არიან დღესდღეობით ყველაზე ბევრი, ჩემი დაკვირვებით.Suprise_by_Zedul
  • ორიგინალური/თვალშისაცემი ესენი ის ქალები არიან, რომლებიც ცდილობენ კამპანიაში იყვნენ ყურადღების ცენტრში, ხოლო როგორ იზავენ ამას ძალიან უმნიშვნელოა. შესაძლებელია მთ ეცვათ ყველაზე არაორდინალურად, იქცეოდნენ ვითომ და თავისუფლად, იყვნენ თითქოს უკომპლექსოები, ტინგიცობდნენ, ხმაურობდნენ ისე უბრალოდ მიზეზგარეშე, მოკლედ აი თვალს და ყურს იპყრობდნენ რა. ასეთი ქალები არც ისე ცუდია, გაერთობი მაინც ადამიანი ,მარა ბოლოს ძალიან ღლიან ხოლმე, თვალსაც ყურსაც და ტვინსაც.
  • (wanna be) ”შექშუალურები” ოო, ეს ძალიან განსაკუთრებული აპოკალიფსური კატეგორიაა. ისინი გამოწვევად იცვამენ, იპრანჭებიან, იპუწებიან, თვალებს კრავებივით ახამხამებენ, მოკლედ ქმნიან ძალიან მიმზიდველი და ”აღვირახსნილი” ქალის იმიჯს და ამ დროს საქმე საქმეზე რომ მიდგეს ძალიან , ძალიან დიდი შანსია გითხრან ისეთი ტექსტი როგორიცაა  - ”მე შენ ვინ გგონივარ?” ან ”რას ბედავ?” ან რაიმე კიდევ უფრო ყბადასავარდნი (და არა მხოლოდ ყბა) :) ესეთი ქალები ჩემში ყველაზე ,ყველაზე დიდ აგრესიას იწვევენ.
  • (შედარებით და თითქოს) ნორმალური ტიპები ეს კატეგორია ყველაზე სტანდარტულია ერთი შეხედვით. აცვიათ როგორც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. ჩვეულებრივ სიტუაციის მიხედვით იქცევიან და განსაკუთრებულად უცნაურს და გასაოგნებელს არაფერს აკეთებენ. შეიძლება იყვნენ თამამებიც თუ ამის მიზეზი ექნებათ, შეიძლება ვერც იყვნენ ,მაგრამ სხვების სითამამეს
  • 175px-Missyp
  • უპასუხონ შესაბამისად. არ აქვთ პრობლემა იმაზე თუ ვინ შეხედავს , როგორ, მიაქცევენ თუ არა განსაკუთრებულად ყურადღებას. ცხოვრობენ იმისთვის ,რომ თავისი გაისწორონ და ზოგჯერ ამ ”თავისში” სხვებიც მოაქციონ. ასეთები კარგები არიან, მეგობრებად, შეიძლება პარტნიორებადაც, თუმცა თუ რაიმე მახასიათებელი ცოტა ჭარბად არ აქვთ მაინც რაღაც მომენტში ერორებს ყრიან და მოსაწყენები ხდებიან.
ჰოდა ჩემი ძვირფასებო , იპოვნეთ საკუთარი თავი? თუ იპოვნეთ, მაგრამ აღიარება გიჭირთ? არაუშავს უნაკლო არავინაა, ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ან მოვირგოთ არსებული როლი, ან ვეცადოთ მის შეცვლას.
ხოლო თუ გაინტერესებთ რომელი ვარ მე…. თუ გაინტერესებთ თქვენვე მიპოვნეთ ამ კატეგორიებში და თუ გაბედავთ კომენტარებში მეც გამიზიარეთ ეს : )
საუკეთესო სურვილებით ქალი ისტერიჩკა, რუხი მეძავი, თვალშისაცემი დეპრესია და უბრალოდ კაი ტიპი ჩორვენი :)
IMG_6330 [Desktop Resolution]

Post a Comment

19 Comments

  1. Anonymous3:32 PM

    "Shedarebit titqos normalur tipi" var vgoneb,magram iterichkac var magram aseti ara :D nu ara mainc kai tipis motxovnebs vakmayofileb :D :gabgenzili:

    ReplyDelete
  2. Anonymous3:32 PM

    ui dea var damaviwyda ))))

    ReplyDelete
  3. Anonymous4:42 PM

    როგორ არ ვეცადე და ბოლომდე ვერცერთში ჩავეტიე. უფრო სიო საიდანაც დაუბერავს ის ვხდები ხოლმე...

    ReplyDelete
  4. სულ ეს არის? მე მეგონა მეტნი ვიყავით :/:/
    კაცებზეც დაგეწერა ერთი ესეტი პოსტი ^^

    ReplyDelete
  5. არც ერთი კატეგორია არ მომეწონა, რაღაც ნაზავი რომ იყოს ვერა? :))

    ReplyDelete
  6. "ნუ ქალები რომ ან შტერები არიან, ან ძალიან შტერები მაგაზე თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ." viTom ratom? :P :))

    ReplyDelete
  7. Anonymous5:44 PM

    ამ ყველაფერს რომ გადავხედე, ნამდვილად ისტერიჩკა ვარ ^_^

    ReplyDelete
  8. kristi9:25 PM

    ცოტ - ცოტა ყველა ვარ, მაგრამ უფრო ნორმალურს განვეკუთნები მგონი, რავი შემიძლია ისტერიჩკაც ვიყო თუ დამჭირდა, ძალიან მშვიდი, მაგრამ არ გამომწვევ და ვულგარულ ნიღაბს ვერ ვირგებ:) მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს ქალები სუსტი კირადა ძლერი სქესია უფროა და ამაში იმედი მაქვს დამეთანხმებით, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს ის მაინც ყველაფერს გადაიტანს და ფეხზე დადგება, კაცები კი მშიშრები და გაუბედავები არიან, არა?

    ReplyDelete
  9. მე ვარ ის, ვინც ვარ... წავედი, დავლიო სპრაიტი...

    ReplyDelete
  10. ქალის სიშტერეზე ვერ დავთანხმდები ვერაფრით :)
    ძალიან ჭკვიანები ვართ მე თუ მკითხავთ. არსებობენ სულით ხორცამდე შტერებიც , მაგრამ უმეტესობა საკუთარ იმიჯს რაღაც მიზნისთვის ირგებს და ამას მოხერდება და ტვინი სჭირდება. აქ ჩამოთვლილი კატეგორიების გარდა სხვა არჩევანი რომ არ მქონდეს ვიტყოდი რომ ვარ რუხის და ”შედარებით ნორმალურების” ნაზავი :D ანუ თუ ვგრძნობ რომ კონტაქტი უნდათ ვეკონატაქტები, თუ ვერ ვგრძნობ არც მე ვეკიდები. თუ ვხედავ რომ ერიდება ინიციატივას მე ვიჩენ. არ ვიქცევი გამომწვევად, ვარ ჩემთვის, არ ვიქცევ ყურადღებას და ა.შ :)

    ReplyDelete
  11. ჰაჰა, ცოტ–ცოტა ყველაფერი ვყოფილვარ, ტუმბოს გარდა :D ნუ სხვა კატეგორიებიც შეიძლება მანდ ჩართო, მაგალითად დედის ტიპის გოგოები, ყველას და ყველაფერს რომ უვლიან, გრძელცხვირიანები, მახინჯები და მსუქნები სექსუალურობა და ორიგინალურობა რომ უნდათ და ა.შ. :)))

    ReplyDelete
  12. 'აპოკალიფსური კატეგორიაა'
    :))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  13. მეც "ჩორვენი" გამოვდივარ და ეგაა :პ ხო არსებობს ასეთი "ტიპის" ქალი? :პპპპპ

    ReplyDelete
  14. Sunny - Gr8 super!! u rule!! ერთადერთი ხარ : ) ერთადერთიიიი ♥

    ReplyDelete
  15. რაღაც პონტში რუხი და ძირითადად ნორმალური ვარ :)))

    ReplyDelete
  16. "(შედარებით და თითქოს) ნორმალური ტიპები " სადღაც აქ ვარ მე მგონი :| რავი : ცემი ტავი ამ პუნქტში დახასიათებულს მივამგვანე და

    ReplyDelete
  17. ნირო ვულფი ამბობდა - ყველა ქალი ისტერიულია და მათი სიმშვიდე მხოლოდ ინტერვალია ორ ისტერიკას შორისო :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!