ჩემი აზარტი არ კმარა სიკვდილისათვის

ყველას დიდი მადლობა მინდა  გითხრათ იმისათვის, რომ გული შეგტკიოდათ ჩემზე და რჩევებიც არ დაიშურეთ. მომიწოდეთ, დამიყვავეთ დამტუქსეთ და ზოგიერთებმა დამცინეთ კიდეც ჩემი წინა (ექსცენტრული) პოსტის გამო, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით როგორ იყო ყველაფერი.
ვინაიდან და რადგანაც ჩემს აზარტს ვერაფერს ვუხერებ და ის ყოველთვის ახერხებს ჩემი საღი აზრის გათიშვას , მეც დავემორჩილე და დაახლოებით 28 საათის წინ ვიყავი იქ სადაც პატარა ქაღალდის ნაგლეჯით ”მიმიპატიჟეს” .
მთელი გზა მივლასლასებდი და თან ვფიქრობდი. არა, არაფერსაც არ ვფიქრობდი, ყრუდ ცარიელი ვიყავი, როგორც დამშრალი ჭა.
საფიქრალი რამე მქონდათქო მოგატყუებთ, მაგრამ ისეც არ იყო რომ სიცარიელე გამართლებული ყოფილიყო.
ქალაქის ერთ ერთ უბანში იტალიურ ეზოში მიმიყვანა მისამართმა, ფრიად მიტოვებული ადგილი ჩანდა. P1140326 ეზოში არ იდგა მანქანა, არ დარბოდნენ ბავშვები, სარეცხიც კი არსად იყო გამოფენილი.
ორი მხრიდან ადიოდა კიბეები მეორე სართულზე, მე რატომღაც ვინტის კიბეს ავუყევი , არადა ყოველთვის თავბრუ მეხვევა მსგავს რამეზე ასვლისას.
მეორე სართულზე აივნის ყველა ფიცარი ისე გულისგამგმირავად ჭრიალებდა რომ ერთი მომენტი ფრენაც კი ვინატრე.  გრძელი მოდერეფნო აივნის შუაში გავჩერდი და საკუთარმა გულისცემამ კინაღამ დამაყრუა….
გავჩერდი და მართალია სხვებზე ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია, მაგრამ უცებ გამახსენდა მთელი სია იმისა რაც ჯერ არ გამიკეთებია:
  • არ გადმოვმხტარვარ ბანჯით
  • არ მიფრენია პარაპლანით
  • არ მქონია სექსი თვითმფრინავის ტუალეტში
  • არ მინახავს კატმანდუ
  • არ გავთხოვილვარ მაროკოელ შეიხზე
  • არ მინახავს თუშეთი
  • არ მოვსწრებივარ ჩემი დის სრულწლოვანებას
  • არ დამიმტვრევია არც ერთი მანქანა
  • არ დამიკარგავს გონება
  • არ დავსწრებივარ არც ერთი მეგობრის მშობიარობას
მოკლედ ეს სია ისე უცებ ჩამოწიკწიკდა  ჩემს თავში, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრში თურმე კართანაც მივსულვარ და სახელურსაც ჩავფრენოდი , ცივად მომიწია ხელის გაშვება.
ძალიან ეგოისტი ვარ იმისათვის, რომ ამდენი რამე დავთმო ამ ეტაპზე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმისათვის რომ ფორტუნას ვენდო და ძალიან მშიშარა ვარ იმისათვის რომ ჯამრთელმა გავრისკო :)
გამოვბრუნდი , ძალიან ჩქარი ტემპით ჩამოვიარე დახვეული კიბე, არ მინდოდა თავი გამეთქვა და ვინმეს შევენიშნე. ეზოში კიდევ ერთხელ გავჩერდი, ავიანზე ავიხედე, არავინ ჩანდა რამაც დამამშვიდა.
ეზოდან უკვე აუჩქარებლად გამოვედი , სიგარეტს მოვუკიდე და ხარბად ჩავისუნთქე. მანამდე სანამ სიცოცხლის მომსწრაფველი დაავადება არ დამემართება მე მსგავს შემოთავაზებას არასოდეს მივიღებ.
ბოლოჯერ ავხედე დიდ მოდერეფნო აივანს , შემოვტრიალდი… ყრუ აფეთქების მსგავსი ხმა გავიგე….
გამაჟრჟოლა, ეს შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი.

Post a Comment

21 Comments

  1. Anonymous9:58 PM

    ომგ! როგორი აღწერაა!
    მგონი ასეთ ამბებზე ისეთები თანხმდებიან, ვისაც არაფერი არ აქვთ დასაკარგი...
    აი, რამდენიმე რამე გაქვს სანახავი ჯერ ;) :*

    ReplyDelete
  2. მაინც წახვედი, ხო? :(

    კიდევ კარგი, კიდევ კარგი უკან გამობრუნდი.

    შოკისმომგვრელი ისტორიაა. წარმოიდგინე, სასიკვდილოდ მიდიოდი (ნუ, იმის შანსს უშვებდი, რომ მოკვდებოდი).

    რამდენი ადამიანია, სიცოცხლე უნდა, სასიკვდილო სენს ებრძვის, თითონ, ოჯახი, ბოლო თეთრამდე, უკანასკნელი ძალებით და მაინც ვერ ცოცხლობს...

    და ესენი თავს მარაზმის გამო იკლავენ.

    ReplyDelete
  3. Anonymous1:19 AM

    me vamayob shenit :)

    ReplyDelete
  4. რა კარგები ხართ ♥♥ ავჩუყდი

    მოლი - ის რომ ვიღაც კვდება არ არის მიზეზი რომ ჩემი სიცოცხლის ხელყოფა მე თვითონ არ მოვახიდნო : )

    ReplyDelete
  5. რა კარგია,რომ ჩვენთან დარჩი <3

    ReplyDelete
  6. ხო, ვნახე ტელევიზორში რეპორტაჟი მაგ ამბავზე : (


    : DDD :**

    ReplyDelete
  7. საკუთარი სიცოცხლის სურვილისამებრ განკარგვის უფლება ყველას აქვს და სასაცილოა, ვინმემ ვინმეს თვითმკვლელობა აუკრძალოს ან, თუნდაც, დაუშალოს. მე მხოლოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი. ახლაც მგონია, რომ ცეცხლთან ასე თამაში სისულელეა და უაზრობა. ვიღაცას ის რულეტი მიაჩნია ღირსეულ საქმედ და ჩემი აზრი - სისულელედ, ვიღაცას პირიქით...

    ReplyDelete
  8. რა საიტნეესოა ))
    და ყველას გვიფიქრია ალბათ რაღაც ამდაგვარი ))

    წარმატებები.

    ReplyDelete
  9. პოსტი წავიკითხე და ვერ დავიჯერე რომ ესეთი თამაშები კიდევ არსებობს... თავზე ხელაღებულზე თავზე ხელაღებული უნდა იყო, დეპრესიის პიკზე უნდა იყო ან არ ვიცი კიდე სად უნდა იყო რომ მანდ შენი ნებით შეაბიჯო..

    ReplyDelete
  10. Biedronka - შეიძლება ეგრეც იყოს თუმცა რავიც ამ შემთხვევაში როგორ იყო : ) ვინ უწყის: )

    ReplyDelete
  11. Anonymous10:06 PM

    მშვენიერი ამბავია ^_^ მართლა მომეწონა

    ReplyDelete
  12. wow. ase mgonia ragac cigns vkitxulobdi. dasackisic cavikitxe. kargad cer. da saintereso cxovrebac gaqvs ;)

    ReplyDelete
  13. ფაქ :|
    ეს მინდოდა ამ დილის 5 საათზე :/
    პირი გამიშრა სანამ ბოლომდე ჩავიკითხე :|

    ReplyDelete
  14. =/

    სულ ეგეთებს რომ ვკითხულობდე ვეგარ გავძლებდი ალბათ სიცოცხლეს =/

    ReplyDelete
  15. რა კარგი დაწერილია

    მაგრამ მართლა ეს მინდოდა ეხა მე ?! :|

    ReplyDelete
  16. გიოჩი - მაპატიე : ))

    ReplyDelete
  17. წავიკითხე და 2 რამ ვიფიქრე.... პირველი: ნუთუ ასეთ კარგ ბლოგერს (ისე მშვენივრად გაქვს ყველაფერი აღწერილი მიიღე კომპლიმენტი ჩემგან) თავი რატოო მოგბეზრებია თქო....აიი ყველააზე დიდი სისულელე რაც შეიძლება იფიქროს ადამიანმა.....იმდენი ადრენალინის გამომწვევი რაღაც არსებობს და ხალს კიდე სიკვდილისკენ უჭირავს თვალი... მეორე: გადავხედე როდის გქონდა დაწერილი და აღმოჩნდა რომ 2011 წელს, მე მაინტერესებს წელს 2015-ში როგორ აზრზე ხარ? შესაძლებელია კიდევ იფიქრო ეგეთი რამ თუ მოგეცა შანსი??

    ReplyDelete
    Replies
    1. არა, არ არის შესაძლებელი :)))) ვცადე, გავიგე, ვიგრძენი და მკმარა : )

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!