ადრე ყველა ფიქრი იწყებოდა ”დიდი რომ გავიზრდები”-თ და ეს ფიქრები უაზარმაზარ სიებად იწელებოდა და იწელებოდა. შემდეგ ალბათ გავიზარდე კიდეც და სიები დამოკლდა , პუნქტები შესრულდა, თუმცა სიებს და გეგმებს რა გამოლევს . ყოველთვის არის ისეთი რამეები რომელიც ჩამოთვლად და ოცნებად ღირს:
თუ სურვილი გექნებათ დაწერის იცოდეთ რომ გთაგავთ: დარიჩინის დედიკოს, ჩემს სიყვარულს ბლოგერებში (რა ხმამაღალი განცხადებაა ☻☻), და აბდაუბდა კუდას.
თავისუფალი ვარდნის შეგრძნება , ეს ისაა რაც ალბათ მხოლოდ ჩიტებმა, ღამურებმა და კიდევ რამოდენიმე მფრინავმა არსებამ თუ იცის და როდესაც ამას გამოცდი ალბათ ბედნიერი ხარ იმ წუთებში ადამიანი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, იმდენი შეუცნობელი და საინტერესო ადგილია პატარა მრგვალ ბურთზე , რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ რომ წარმოუდგენელია არ ნახო ბუნების ეს ენით აუწერელი სილამაზეები. თავმოყვარე ადამიანი ლუვრსა და ერმიტაჟშიც უნდა იყოს ნამყოფი , მაგრამ ჩაქროლებით კი არა -გულდასმით და საფუძვლიანად, ისე რომ იქ წარმოდგენილი ყველა ექსპონატი კარგად ნახოს და მისგან წამოსული ემოცია ბოლომდე შეიგრძნოს თუ გაითავისოს. ალბათ მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების ბედნიერების და წარმატების ნახვაც , რათა მათთან ერთად შესძლო საუკეთესო წუთების გაზიარება, ამას ხომ ვერანაირ გრძნობას ვერ შეადარებ. კიდევ არის სურვილი რომელსაც ექსტრემალური სექსი და ლეგენდების მსხვრევა ქვია – ასეთია თვითმფრინავის ტუალეტში აქტი, საინტერესოა იქ ორი ძალიან მოძრავი სხეული როგორ გრძნობს თავს , მაშინ როდესაც ერთი და უძრავად ძლივს ეტევა. ეროტიკასა და სხეულების თემაზე ბრაზილიური კარნავალი , მისი ელვარება და დიდება გამახსენდა, რომელიც ისეთივე მადისაღმძვრელია როგორც დიდი თეფშზე მოთავსებული დელიკატესების ასორტი – ესეც უნდა იგრძნო ადამიანმა. საბოლოოდ ამხელა სიის დასასრულს მგონი ერთ ოცნებაშიც შეიძლება ყველაფრის გაერთიანება – იგრძნო ყველაფერი ის რაც აქამდე არასოდეს განგიცდია და ეცადო რომ ეს ემოციები არასოდეს დაგავიწყდეს, ხოლო თუ მათ გაზიარებასაც შეძლებ, ჩათვალე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანს აუხდენ ოცნების ნახევარს მაინც….სანამ ცოცხალი ვარ ეს ყველაფერი უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ დიდი უკვე გავიზარდე და დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება….
თუ სურვილი გექნებათ დაწერის იცოდეთ რომ გთაგავთ: დარიჩინის დედიკოს, ჩემს სიყვარულს ბლოგერებში (რა ხმამაღალი განცხადებაა ☻☻), და აბდაუბდა კუდას.
17 Comments
რას ერჩი... ორიგინალურია, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმით დაწერილი, სათაურიც კი განსხვავებულია.
ReplyDeleteოცნებები "ჩორვენისებური",თავისუფალი და ფერადი. დასკვნა - ჭკვიანური.
მე მომეწონა :) სხვებსაც მოეწონებათ :)
მადლობა მოლი : ) ჰო სხვანაირი რომაა რაღაც ისე მომეჩვენა რომ ერთ ასმოუნთქვაზე არ იკითხება , შეიძლება იმიტომ რომ ჩემია და მე ვეღარ დავამუღამე : )
ReplyDeleteკარგად იკითხება, სურვილებიც საინტერესოა, ისღა აკლია რომ ასრულდეს, სწრაფად და ექსტრემალურად. :))
ReplyDeleteსულ ტყულიად მოგეჩვენა. მე ბლოგერი ვარ ახალბედა, თორემ მკითხველობის დიიიდი გამოცდილება მაქვს. ჰოდა, დამეჯერება :)
ReplyDeleteაგერ, ცდისპირელიც იგივეს ამბობს. დაგვიჯერე, ასეა :)
მადლობა ძვირფასებო :*
ReplyDeleteარადა რას ერჩოდი :) ძლაიან მშვენივრად გიწერია :)) პირადპირი ა განსხვავებული და ორიგინალური ხარ.. თუმცა ეზ იუჟუალ
ReplyDeleteჰეჰე ^^ რაც შეილება მალე აგსრულებოდეს <3 რომ მერე კიდე უფრო ბევრი რამ მოგინდეს ^^
ReplyDeleteლუვრისა და ერმიტაჟის გულდასმით დათვალიერებას, ისევ ექსტრემალური სექსი ჯობია, ჩორვენ. მე არ მაქვს მუზეუმის თვალიერების ნერვები :ლოლ:
ReplyDeleteSunny - რას ამბობ მე ალბათ 3-4 თვეც არ მეყოფა თითეულის დათვალიერებით რომ გული ვიჯერო ♥
ReplyDeleteსიყვარულოვნა - მადლობელი ვარ
ძალიან საინტერესო პოსტია ...
ReplyDeleteვცხოვრობთ იმიტომ რომ ყველაფერი გავსინჯოთ : )
მით უმეტეს ერთ დღესაც შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა იაპონიაში და მთელი შენი დიადი მიზნები გაცამტვერდება... ვმოქმედებთ ახლა და ამჟამად! :)
ReplyDeleteჩორვენ, შენ ისეთი ექსტრემალი ბუსუნა ხარ, ყველაფერს მოახერხებ :)
ReplyDeleteპოპინს - გავწითლდი : ) :*
ReplyDeleteძალიან მომეწონა, მაგრამ არ მეყო :(
ReplyDeleteვაჰ, ავღელდი და თავში ათასი რამ მომივიდა, რაც ასასრულებელი მაქვს. ვიღებ გამოწვევას და ვიწყებ მუშაობას პოსტზე :)
ReplyDeleteმიყვარს ხმამაღლა რომ ლაპარაკობ : ))
ReplyDeletewill be done : P
OTO - მეც ♥ ^^
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!