ისწავლეთ ჩუქება და ისიამოვნეთ

მიყვარს ყველა დღე ,რომელიც ადამიანებს აიძულებს საჩუქრები  აჩუქონ ერთმანეთს.
დღესაც (8 მარტს) ქუჩაში მიმოდიოდნენ ყვავილებით და რაღაც ბაფთიანი საჩუქრებით დატვირთული მამრები და საკმაოდ ლამაზი და კარგი სანახავი იყო ეს.
ნუ მართალია მე არ მახსენდება მამაკაცებისთვის განკუთვნილი სპეც. დღე და მათთვის ნაყიდი A_Spring_Gift_by_meppolყვავილების თაიგულიც არა მგონია არსებობდეს (ნუ თუ კუბოში არ წვანან) მაგრამ მათთვის ნებისმიერ დღეს შეიძლება სიურპრიზის მოწყობა, მით უმეტეს რომ საჩუქრების ჩუქებისკენ ქალები უფრო არიან მიდრეკილნი, ხოლო ის რომ ქალებისთვის სპეც. დღეები არსებობს მისალოცად ძალიან კარგია რადგან როდესაც ასეთი რაღაც ხშირად ხდება კაცებს ნებით თუ უნებლიედ - თუნდაც ერთი თაიგულის ყიდვა ჩვევაში შეიძლება გადაუვიდეთ , რაც შემდგომში ქალებისთვის სიამოვნების მინიჭების უფრო ხშირი  შემთხვევებით გამყარდება…
ხოლო თავად მამაკაცები იმედია ისწავლიან სიამოვნების მიღებას ნასიამოვნები ქალებისაგან :)
ასე და ამგვარად მე თუ მკითხავთ კარგია ყველა დღე , იქნება ეს შეყვარებულის, დედის , დის,  თუ უბრალოდ ზოგადად ქალთა აღიარებული დღესასწაული.
აჩუქეთ და იჩუქეთ , მიიღეთ სიამოვნება სხვისი სიხარულისა და სიამოვნებისაგან და მერწმუნეთ რომ ყველაფერი ჩაკეტილი წრეა და სადღაც ეს - ისევ თქვენთან მობრუნდება და შეიძლება უფრო მეტად საინტერესოდ და ექსცენტრულადაც კი ….

Post a Comment

6 Comments

  1. ჩუქება საჩუქრებზე ნაკლებად არ მიყვარს :)

    დღეს რაღაცები მაჩუქეს და მეც ვაჩუქე :) მერ რა, რომ რვა მარტია... ამიკრძალა ვინმემ? ჰოდა, ახლა ღრმად კმაყოფილი ვარ :)

    ხალხო, ჩორვენს დაუჯერეთ :)

    ReplyDelete
  2. მოლი - მეც ჩუქების პროცესი უფრო მიყვარს ვიდრე მიღების, თუმცა უარს არ ვამბობ საჩუქრებზე : ) მიხარია რომ შენს გესმის და მსგავსად გრძნობ

    ReplyDelete
  3. ვგიჟდები საჩუქრებზე, მაგრამ არანაკლებად მიყვარს მე როცა ვჩუქნი ეგ მომენტი <3

    ReplyDelete
  4. Anonymous6:44 AM

    23 თებერვალი _ სამშობლოს დამცველის დღე.
    ასევე ითვლება კაცის დღედ...
    ხოდა შემდეგში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ :))

    ReplyDelete
  5. "ხოლო თავად მამაკაცები იმედია ისწავლიან სიამოვნების მიღებას ნასიამოვნები ქალებისაგან :)"

    ოჰ რამხელა სიბრძნე დევს ამ ფრაზაში ;)

    ძალიან მიყვარს საჩუქრის ჩუქება, განსაკუთრებით თუ მართლა გულით ვჩუქნი და ვარჩევ და ვფიქრობ მოეწონება თუ არა. მიხარია, როდესაც წავაწყდები რამე ისეთს, რაც ვიცი რომ ჩემს კაცს გაუხარდება და ვყიდულობ და ვჩუქნი მნიშვნელობა არ აქვს დღეს, 23 თებერვალი იქნება თუ 23 დეკემბერი.

    ReplyDelete
  6. Anonymous12:31 PM

    მე კიდე მიყვარს საჩუქრების გაკეთებაზე... უბრალოდ მოფიქრება მეზარება ხოლმე :)) საჩუქრების მიღებაზე ხომ საერთოდ ვეცემი :)))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!