აზარტი კლავს, თურმე…

ყოველთვის აზარტული ვიყავი და ამის გამო იყო რომ  ”მაზიანებზე” არაფერს ვთამაშობდი, ჩვეულებრივ ჯოკერსაც კი.

მაშინ როდესაც ერთ ძალიან ჩვეულებრივ ახალგაზრდას შევხვდი, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. უფრო სწორად საინტერესო კი არა აღსაშფოთებელი, პირველად იყო როდესაც თავი ვერ შევიკავე, როდესაც ამოფეთქილმა აზარტმა ადრენალინის იმხელა ნაკადის წარმოქმნა შეძლო , რომ სუნთქვა შემეკვრა,თუმცა ამასთანავე იმდენად დამზაფრა - განძრევისა და ყველანაირი მოქმედების უნარი რაღაც დროით საერთოდ დავკარგე.

მოდით ყველაფერს ცოტა სხვანაირად გეტყვით (სანამ ეს შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი აზარტულობის და ახირებულობის გამო უკვე აღარ ვიცი ამის პოსტის შემდეგ შევძლებ თუ არა რამის დაწერას).

თბილისის რომელიღაც უშტერეს კაფეში ვისხედით, აი ისეთში უაზრო მუსიკა რომ ღრიალებს, სტუმრებიც ღრიალებენ და რეალურად არავის არც მუსიკა ესმის და არც დიალოგის შინაარსი.

3 გოგო და 2 ბიჭი ვისხედით ერთ საკმაოდ პატარა მაგიდასთან, მიჯრით და ძლივს ვაგებინებდით ერთმანეთს რა გვინდოდა .

არ მახსოვს საუბარი როგორ მივიდა ასეთ თემამდე, მაგრამ რაღაც მომენტში მე და ერთმა ბიჭმა რუსულ რულეტკაზე დავიწყეთ საუბარი. აქვე მოკლედ გეტყვით რომ სამი წლის წინ გადავწყვიტე , რომ თუ ოდესმე მექნებოდა შანსი აუცილებლად მივიღებდი ამ ”აზარტულ თამაშში” მონაწილოებას.
 (რატომ არ P1140263 ვიცი, მიუხედავად იმისა რომ მძულს თვითმკვლელები, ხოლო ეს ”გართობა” ასეთი რამის სხვა ჭრილში ჩვენების ცუდი ხერხია,ეს ”რულეტკა” ჩემში სასწაულ ემოციებს იწვევს)

დიდი ხანი ვილაპარაკეთ, შემდეგ კი შეგვაწყვეტინეს და გვითხრეს ეგეთ სისულელეებზე ლაპარაკს მორჩით , ნუთუ ნორმალური თემები გამოგელიათო.
ასე იყო თუ ისე, ჩვენც სხვა რაღაცაზე გადავიტანეთ საუბარი, ბევრი ვიღლაბუცეთ, დავლიეთ, ბოლოს შუა კაფეში ვიცეკვეთ კიდეც 2 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე , სადღაც ახლო ახლო მიმდგარი მაგიდების შორის – მოკლედ გავერთეთო ალბათ ასეთ საღამოზე იტყვიან ხოლმე.

გვიან ღამით ამ სმა-ჭამისთვის განკუთვნილი დაწესებულებიდან რომ გამოვდიოდით და ერთმანეთსაც ვემშვიდობებოდით, უკანასკნელი გადაკოცნისას ჩემმა თანამოსაუბრე ბიჭმა ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ჩამიტენა , დამემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.

გოგოებს არ მინდოდა რომ ენახათ ეს ქაღალდი, გული მიგრძნობდა - უნდა გავჩუმებულიყავი , ამიტომ მოსაცმელის ჯიბეში მოუქნელად ჩავჩურთე ,  სახლამდე კი სიცილ ხარხარსა და მაიმუნობაში გავატარე დრო.

ძილის წინ გამახსენდა , რომ უნდა მენახა წერილის შინაარსი და ჯიბიდან უღმერთოდ დაჭმუჭნული , ბლოკნოტის ფურცლის ნაგლეჯი ამოვაძვრინე, სათუთად გავხსენი და ზედ დაწერილი ტექსტი ამოვიკითხე:
”თუ მართლა გინდა და მზად ხარ მაშინ დაიმახსოვრე - მტაწმინდაზე – *****ის ქუჩაზე, II სართული, პარასკევს, ******* – იკითხე. უბრალოდ მიდი , მერე ყველაფერს გაიგებ.
შენზე გავაფრთხილებ.”
მოულოდნელობისგან შემაჟრჟოლა და საწოლზე ჩამოვჯექი, თითქოს გადაწყვეტილი მქონდა, მაინტერესებდა და მინდოდა…

დამავიწყდა რომ დაძინება მინდოდა , დამავიწყდა ისიც საერთოდ თუ მინდოდა რამე.
რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა, ვერც კი წარმომდეგინა რომ შესაძლებელი იყო ასეთი ”შემოთავაზება” მიმეღო, ან სულაც გამეგო მაინც რომ სადღაც ქალაქში ასეთი ”აზარტი” და  ”გართობა” ხელმისაწვდომია.


ვიჯექი და ვფიქრობდი ისევ მინდოდა თუ არა და მქონდა თუ არა ტრაკი ამის გაკეთების, იმაზე ფიქრიც კი დავიწყე , რომ თუ გავბედავდი და ფორტუნა ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნებოდა რას ეტყოდნენ ჩემს ნაცნობ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს…
სასაცილოა არა? გვგონია რომ რაღაც გვინდა, გადავწყვეთ რომ დანამდვილებით მზად ვართ ამ სურვილის მიღებისა და ასრულებისთვის, სინამდვილეში კი საქმე საქმეზე რომ მიდგება შესაძლოა უკან მოუხედავად ისე გავიქცეთ - მტვრის კორიანტელმა თვალები დაუბრმავოს ყველას….

ასე ვიჯექი ალბათ საკმაო ხანს და ბოლოს …
ბოლოს არაფერი, ქაღალდი ჩემს სამუშაო ”დავთარში” ჩავკეცე და დასაძინებლად დავწექი.

მომავალ კვირას ორიდან ერთი სიახლე მაინც იქნება ყველასთვის , თუმცა ამ ორიდან ერთ ერთს შეიძლება მე ვერ შევესწრო, უფრო სწორად -я буду только присутствовать ,без всякой пользы себе….



.. რა იყო შემდეგ ...

Post a Comment

27 Comments

  1. ვაიმე, არც იფიქრო.
    ვფიქრობ სულელები აკეთებენ ასეთ რამეს, თუ აკეთებენ საერთოდ. ირგვლივ იმდენი რამეა საინტერესო და გასართობი, მსგავს მარაზმზე ფიქრი არც ღირს.
    იმედს ვიტოვებ შენი პოსტების კითხვის ბედნიერება მექნება დიიიიიდი ხნის განმავლობაში, თუ არა და იქიდან მაინც შემეხმიანე რაღაც მანქანებით, ყოველთვის მაინტერესებდა ჯოჯოხეთი არსებობს თუ არა :D

    ReplyDelete
  2. ar mesmis adamianebis romlebsac sicocxles etamashebian. arc sheni mesmis.

    azarti bevr rameshi sheidzleba ipovo adamianma, socicxlestan tamashi ki ragacnairi ukiduresobaa romelsac verasdros gavitaviseb, mivigeb da agiareb.

    good luck da imedia brdznul gadackvetilebas miigeb.

    ReplyDelete
  3. auuuuu mogklav! me megona uve waxvedi da imas gviyvebodi (((((((((((((((((((

    ReplyDelete
  4. მევასებით მაგრად : )
    ტომა, Jokey - მე მაგ აზრსაც ვიზიარებ : ) თუმცა მაინც ალბათ შეგრძნებების ხამი ვარ ასე რომ ვთქვათ : )

    დუცი- ვნახოთ რის მოყოლას შევძლებ კიდევ : )

    ReplyDelete
  5. Anonymous2:52 AM

    oooo kai ra! tu masea saqme ar qna!
    ra sisulelea....

    ReplyDelete
  6. აუფ :(

    არც იფიქრო :(

    გასართობი დაილია ამქვეყნად?

    პირდაღებული ვკითხულობ ამ პოსტს და ძაააალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უბრალო ჩანახატი იყო :(

    საკუთარი სიცოცხლის დახარჯვის ამაზე სულელური ხერხი არ გამიგია მე.

    ReplyDelete
  7. Anonymous2:05 PM

    ყველა ეგოისტები ვართ, მაგრამ შენ საშინელი დოზით, ასევე ისინიც, ვისთანაც აპირებ მისვლას :)

    და შენ არ გესმის, რატომ არ დააყენებენ ტრაკს და რატომ დადიან ჩქარა ხომ?

    შეგრძნება, რომელიც მე განვიცადე როდესაც 220-ით მივდიოდი გლდანისკენ გაჭიმული ხიდის ბოლო ხაზზე აუღწერელი იყო. მანქანებს სწრაფად უვლიდი გვერდს და საკმარისი იყო ვინმეს მოსურვებოდა ჩემს გზაზე გადმოსვლა, ეს 10 წამით ადრეც რომ შემემჩნია, უკვე გვიანი იქნებოდა. ამ სისწრაფით კი შენი რიგიდან ერთი რიგის იქით გადასვლა "რეზკად" შეუძლებელია. მაშინ მივხვდი როგორ მომაკლდა სწრაფად სიარული. მივდიოდი და მსიამოვნებდა სისწრაფიდ განცდა, უფრო და უფრო ვღორდებოდი, აქსელერატორს ბოლომდე ვადგავდი ფეხს, მაგრამ მეტი აღარ გამიშვა მანქანამ. ამ დროს შენს წინ მარცხნიდან მიმავალი მანქანა რთავს მოხვევის ნიშანს და თემქაზე უნდა ასვლა, წინ მარჯვნივ მიმავალი მანქანა კი მარცხნივ გადმოდის სწრაფად, "პავაროტნიკის" გარეშე, გლდანში უნდა ეტყობა. შენ კი მათ შუაში გიწევს გასვლა, სამუხრუჭედ უკვე გვიანია, გამორიცხულია მოესწროს გაჩერება, ვერც გვერდს აუქცევ, ამ სისწრაფისთვის მეტისმეტად "კრუტოი პავაროტი" გამოუვა მანქანას, აწვები გაზს ბოლომდე და იგინები "თქვენი დედას შევეცი!" მანქანა ვიწროვდება, ძრავის ხმაც აღარ ისმის, სრული სიჩუმე, გული ჩერდება დროებით, მხოლოდ შენელებული კადრი, რომელშიც თვალის გვერდით ხედვის შესაძლებლობით, ამჩნევ როგორ ძვრება ორივე სარკე შენს მანქანას, ამ ხმაურით გარემოს ხმა ისევ ბრუნდება და შენ უკვე გასული ხარ, უკან კი სიგნალების ხმა ისმის მაგრამ სარკეში ჩახედვისთვის არ გცალია… არ ვიცი რა დაემართათ იმათ, შეიძლება სხვა მხარეს აიღეს მაგის მერე საჭე შიშისგან და რამეს დაეჯახნენ, შესაძლოა არც, არ გამიგია…

    ცუდი არ იყო. მაგარი იყო, ძალიან. ცუდი იცი რა იყო? შემდეგ უკვე როდესაც გავიაზრე, ძალიან ცუდად გავხდი, ვიგრძენი ტანში როგორ დამიარა ზიზღმა, რომელსაც იშვიათად ვახსენდები ხოლმე, მარჯვენა ფეხიდან, ზუსტად გაზის პედლიდან დაიძრა, მთელი სხეული გაიარა და ტვინთან ასულმა რაღაც ენით აუღწერელი სიმძლავრით მიღრიალა "დამპალი ეგოისტი ხარ დათო!". შემდეგ წამის მეათასედში მანახა კადრები ჩემების მონაწილეობით, რომლის ნახვა იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფოდ გავაჩერე, პიჯაკის ჯიბეში აბები მეგულებოდა, დამამშვიდებელი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მეყიდა საჭიროების გამო.2 აბი სასწრაფოდ გადავყლაპე, წყალი რომელიც უკვე ერთი კვირის მივაყოლე და სიგარეტს გავუკიდე. ასეთი შემთხვევისთვის ლაპატნიკში ნომერი დევს, მეგობრის, რომელსაც უნდა დაურეკონ. წერია "უბედური შემთხვევისას დარეკეთ ნომერზე რაღაცარაღაცა - გოგა". გავხსენი და გადავამოწმე, ისევ დევს თუ არა ქაღალდი. იმ დღეს სახლში ტაქსით წავედი...


    აააააა ფაქ ით :D აჰა შენ განწყობისთვის: http://www.youtube.com/watch?v=SDyxduGzlyM

    პ.ს. ეს ჩემი პირველი პოსტია ზოგადად ბლოგზე :D

    ReplyDelete
  8. ყველაფერს ხომ მაინც შენებურად გააკეთებ ხოდა რა საჭიროა feedback - ი.

    Одно скажу такие вещи просто так не делают но если уж решила, то валяй.

    ReplyDelete
  9. mda.5 cutia vpikrob ra davcero.

    ReplyDelete
  10. headerze gavgijdi :*

    ReplyDelete
  11. იცი, ყველაფრის გამართლება შეიძლება კი....
    შეიძლება საკუთარი თავი დაიკიდო, სხვებიც შენიანები მაგრამ დათოს შემთხვევაში.. როცა საკუთარ თავს კი არა, სხვების სიცოცხლეს უქმნი საფრთხეს რა უფლება გაქვს ამის არ მესმის!.. არსებობს ძალიან ბევრი სხვა საშუალება რაც ადრენალინს მოგიტანს და არავის დააზიანებს!..

    აუ მარიამ, ამოშალე შენი ცხოვრებიდან ეგ აზრი!
    არ მინდა, უკიდეგანოდ ჭკვიანი, ადამიანი მოაკლდეს ჩვენს რეალობას )))

    ReplyDelete
  12. Anonymous4:42 PM

    Duci, შედარებისთვის მოვიყვანე ჩემი მაგალითი. როდესაც თამაშობ რუსულ რულეტკას, გარანტირებულად კლავ ვინმეს. ჩემს შემთხვევაში ეს გარანტია არ არსებობს.

    პ.ს. ადამიანი თუ საკუთარ თავს და შენიანებს იკიდებ როგორც თავად ახსენებ, დამიჯერე, სხვებსაც დაიკიდებ :D ასე, რომ, არცერთი ვარიანტი არ არის გამართლებული, არცერთი აზარტი, რომლის დროსაც 1 პატარა შეცდომა(ან თამასის წესი:D ) კლავს ადამიანს ;)

    ReplyDelete
  13. ანონიმო დავით - შენ მიიღე გადაწყვეტილება და სხვებს არ უნდოდათ მაგ დროს სიკვდილი მაგრამ ნუ შენი ქმედებიდან გამოდმინარე ფაქტიურად იძულებულები გახდნენ თავისთვის რამე აეტეხათ და ეგ ძალიან განსხვავდება ჩემი მაგალითისაგან : )))

    ოთო - ნუ აი არ ვიცი რა გითხრა, შენ ყოველთვის იცი რა მითხრა. მი ჯასთ ლავზ იუ : )

    გრინ - მაინც გიპოვნია რა გეთქვა : )

    დუცი - მეც მაგასაა რომ ვამბობ და კიდევ მე რომ ყველა აზრი გაგიიზაროთ აუცილებლად მომცემთ რჩევას ტვინი ამოიღე თავის ქალიდანო :*

    ჰო და კიდევ ახლობელ ადამიანებს მაშინ ვიკიდებთ როდესაც პირველად ვხვდებით რომ შეგვიძია თვითჴნ მივიღოთ დამოუკიებელი გადაწყვეტილება რაღაც მოქმედდებაზე და საკუთარ თავზეც ავიღოთ ამ ქმედების პასუხიმსგებლობა, თუმცა იმის გამო რომ აღზრდისას რაღაცეებს გვინერგავენ ვუწევთ აგნარიშს გარემოს, არადა ჯუნგლების კანონი ჯუნგლების კანონია იქნები შენ ანტილოპა, ვეფხვი თუ ორფეხა ადამიანი : )

    დიდი მადლობა ძვირფასებო რომ მომეცით რჩევები, მე ამას ძალიან ვაფასებ :*

    ReplyDelete
  14. ვახ :/ ისა... რავიცი წარმატებები. შენ უკეთ იცი რა და რისთვის და რატომ და როგორ ^^

    ReplyDelete
  15. Anonymous7:03 PM

    ორში ერთი ან გაისვრის ან არა) მე ალბათ უბრალოდ შევხედავდი სიტუაციას..

    ReplyDelete
  16. პისტოლეტით ითამაშე და 100%-იანი ტრუპი ხარ :)
    რევოლვერით კი შანსები ასე ჯდება:
    The odds are different.

    If you don't spin the chamber, there is a 100% chance that someone is toast at the end of the first round.

    Assume 6 players and a six-shot revolver.

    A has a 1 in 6 chance of eating lead; if A survives,
    B has a 1 in 5 chance of death; if B survives,
    C has a 1 in 4 chance of death; if C survives,
    D has a 1 in 3 chance of death; if D survives,
    E has a 1 in 2 chance of death; if E survives,
    F is dead.

    If you re-spin before every trigger pull, each player only has a 1 in 6 chance of getting the bullet, or a 5 in six chance of not getting the bullet. Thus, if you re-spin, it is possible to go all the way through a cycle with no one dying. If you do not re-spin, someone is dead (or at least has a bullet in their head) at the end of the first round.

    ReplyDelete
  17. Dvorskyy - mec davserche es magram mainc thanks : ))

    ReplyDelete
  18. :shocked:
    :ყბაჩამოვარდნილ:
    :wow:

    რომ მიხვალ, აუცილებელია ითამაშო? მხოლოდ ამ პირობით შეგიშვებენ? juts რომ უყურო, არა?

    "ცამეტი" გამახსენდა ამ პოსტზე.

    ReplyDelete
  19. Anonymous4:27 PM

    არ ყოვლეთვის კი ვიცოდი რომ გიჟ–გადარეული ხარ მაგრამ მაგ დონემდე.... მიდი და იქნებ 13–დვა გადაიღო :) არადა ნუ წარმატებებს ვერ გისურვებ.მაგარა კრეტინობაა ამ დროს წარმატება.მაგრამ იმედია პროსტა გადაიპიქრებ ^^ მაინც ახლობლები რამე რუმე.... კიდე ერთი კურსელის დაკარგვა ნამდვილად არ გამიხარდება

    არადა რაღაცა არის მაგაში.... ადრენალისი გამოყოფა ჩაჯმამდე (უკაცრავად )

    ReplyDelete
  20. Anonymous4:43 PM

    ნუ ყველამ არ წახვიდეო და მეც გეტყვი, რომ არ წახვიდე!

    [:დდდ]

    ReplyDelete
  21. ისა და, არ წახვიდე კაი და ეს პოსტი პოლიციას არავინ გადაულინკა დავიჯერო? (ანუ მათგან, ვინც დაიჯერა)

    ReplyDelete
  22. Anonymous6:18 PM

    ანონიმო დათო, მე უკვე შემიყვარდი..

    ReplyDelete
  23. არასდროს მიცდია, აზარტს ავყოლოდი. ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა ერთხელ, საირმეში, ფულების ჩასაყრელმა ავტომატმა ლარნ-ნახევარი შეიწირა და უკაპეიკოდ დამტოვა. იმის შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, აზარტული ინტერესი მივჩქმალო და გეტყვი, რომ სრულიად თავისუფალი ვარ მათგან. არ ვიცი, რა იქნება, თუ ხელოვნურად გავაღვიძებ, მაგრამ მირჩევნია, არ ვქნა. არ მიღირს გარისკვად და იმიტომ ;)

    ReplyDelete
  24. Anonymous6:25 AM

    U MAD, GIRL! :@

    ReplyDelete
  25. Anonymous10:04 PM

    ბიჭო რავი. შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ აზარტი ზოგადად ხომ რაღაცის მოსაგებადაა. და აქ, რას იგებ ერთი მითხარი? ამ შემთხვევაში ან აგებ, ან არ აგებ. მოგებული ვერანაირ პონტში ვერ იქნები. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო საკუთარი ტრაკის ქეიფზე არ უნდა იფიქროს ადამიანმა. აბა წარმოიდგინე, რომ ”წააგო”, რამდენ ადამიანს გააუბედურებ. ბანალურია, მარა სიმართლეა

    ReplyDelete
  26. Sandro 91 - ასეთი საქციელით მე ვერავის ვერაფერს ვავნებ როგორც არ უნდ ატრიალო : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!