ფალოსის კულტის ღვთაებისათვის შესავედრებელი პოსტი ☺

იცით სამი დღის წინ როდესაც ძალიან მინდოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ხოლო ამის გაკეთება ვერაფრით მოვახერხე გარემოებების და გამო, პირველად მომინდა ვყოფილიყავი მამაკაცი.
შემდეგ ეს იდეა განვავრცე, განვავრცე და საკმაოდ საინტერესო სია მივიღე იმ მიზეზებისა, თუ რატომ მინდა სულ 1 დღით მაინც მამაკაცის სხეულში აღმოჩენა.pee
გაინტერესებთ ეს მიზეზები? აი ისინიც:
  1. პირველი და უმთავრესი საიდანაც ყველაფერი დაიწყო – ფეხზე დგომით მოშარდვაა. საინტერესო შეგრძნება უნდა იყოს, დგეხარ ერთი თვალით დასქერი საკუთარ ”სიამაყეს” მიზანში თუ არტყავს ხოლო მეორე ხელი ალბათ წელზე დოინჯით გაქვს შემორტყმული და ელოდები დაცლას.
  2. მეორე და ასევე საკმაოდ საინტერესო ჩემთვის  - მეძავი ქალის ”არჩევაა” ბორდელში (ამ სიტყვის სინონიმი ვერაფრით გავიხსენე) . ნეტა რა შეგრძნებაა ,როდესაც შედიხარ რაღაც შენობაში, სადაც სხედან , დგანან , ეყუდებიან და ეკიდებიან ქალები, შენ კი გულდასმით ათვალიერებ და მერე აკეთებ არჩევანს, მანამდე კი ისინიც საპასუხოდ გათვალიერებენ. 
  3. კიდევ ერთი - ფეხბურთის მატჩში რაიმე საინტერესოს აღმოჩენაა, აი ძალიან მაინტერესებს იქნებ კაცების ტვინი , თვალი და სხვა ორგანოები ამ სპორტს განსახვავებულად ხედავენ (როგორც გველები მაგალითად გარემოს) და ამის გამოა მათი ენით აუწერელი სიყვარული დასაბუთებული.
  4. შემდეგი პუნქტი მმ, ცოტა ისეთია, რა ქვია საზოგადოების აზრით ალბათ გარყვნილი და უზნეო, მაგრამ კაცის სხეულში ყოფნისას აუცილებლად დავკავდებოდი ონანიზმით, საინტერესოა განსხვავდება თუ არა კაცური შეგრძნებები ქალურისაგან.
  5. ნუ რადგანაც ამას როგორც ქალი ისე ვწერ ამ პუნქტსაც ვერაფრით გამოვტოვებდი – მაინტერესებს ”მალჩიშნიკზე” და ზოგადად კათხა ლუდზე შეკრებილ მამრთა საზოგადოებაში რაზე მიდის საუბრები? დავიჯერო მხოლოდ ფეხბურთზე? საქმეზე? არა ხო? ხოდა მეც დეტალები მაინტერესებს.images
  6. მიუხედავად იმისა რომ ქორწილი და მსგავსი პერიპეტიები ჩემგან შორსაა, მაინც ვეცდებოდი კაცად ყოფნის პერიოდში ვინმესთვის ხელი მეთხოვა, ეს ხომ ალბათ ყულფში თავის ნებაყოფლობით გაყოფის ტოლფასია, ხოდა მეც ვნახავდი როგორია უმტკივნეულოდ  სიკვდილი თუ არა ოფიციალური და საყოველთაოდ აღიარებული მარაზმი.
მგონი სულ ესაა რა პუნქტებიც შევაკოწიწე :) ხოდა გოგოებს გექნებათ კიდევ რამე რაც მე არ გამახსენდა ან არ დამაინტერესა და ბიჭებმა კიდევ მოდით და გააქარწყლეთ ჩემი მოსაზრებები და სურვილები, მე მზად ვარ ამისათვის :)

Post a Comment

28 Comments

  1. Anonymous9:39 PM

    მესამე პუნქტთან დაკავშირებით შემიძლია დაგარწმუნო, რომ კაცები ფეხბურთში 'ბურთს მადევარი 22 მამრის' საქმიანობაზე გაცილებით მეტს ხედავენ.

    მეორე პუნქტი არც ჩემთვისაა ცნობილი.

    ReplyDelete
  2. მე ბარემ სექსითაც დავკავდებოდი :D

    ReplyDelete
  3. სკაუზ - არა ეგრე მეც არ ვხედავ მაგრამ აღფრთოვანების მიზეზიც ვერ ვიპოვნე და : )
    პერწკლ - სექსი სექსია, იქით იქნები თუ აქეთ მაინც კაიფია : )

    ReplyDelete
  4. 1. ფეხზე დგომით მოშარდვა ალბათ ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს შეუძლია (უბრალოდ ალბათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ოდნავ არაჰიგიენული შედეგები ექნებათ:)). დოინჯის შემორტყმაც შეიძლება და განსხვავებული ფორმის სიამაყეზე დახედვაც, გინდაც ორივე თვალით.
    2. ბორდელს (საროსკიპო) რაც შეეხება პირადად მე ოდნავ გულის რევის და სიბრალულის განცდა მეუფლებოდა (არ გამკიცხოთ, ცუდი კონტექსტით არ ვგულისხმობ). არაფრით განსაკუთრებული და გამორჩეული არ არის მაგ შეგრძნების შეგრძნება :))). ასე რომ ბევრი არაფერი გამოგიტოვებია.
    3. ფეხბურთს რაც შეეხება, ისევ დაისევ პირადად მე ზემოთაღწერილი გრძნობით სპორტის ნებისმიერ მიმდინარეობას ვუცქერ როდესაც ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ასპარეზზე. თუმცა, შედეგი სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად, არადამაკმაყოფილებელია.
    4. მამათმავლობას იმედია არ დამწამებთ, მაგრამ შეიძლება მეც არ მეთქვა უარი 1 დღით (ხაზს ვუსვამ 1 დღით) ქალური შეგრძნების შეგრძნებაზე :))).
    5. ძირითადად ქალებზე, სპორტზე, საქმეზე, მანქანებზე და ასე შემდეგ. არ მანდ გაქვს დიდად არაფერი გამოტოვებული.
    6. ქორწინების ამბავი, ცოტა არ იყოს ფართო მცნებაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუ სურვილი გექნება სხვა დროს ვისაუბროთ. ბევრი ფაქტორია მებაყოფლობით ყულფში თავის გასაყოფად და "უმტკივნეულო" სიკვდილის ასარჩევად.
    ისე, კაცმა რომ თქვას მშვენიერი სურვილი გაგჩენია. ცოდნის მიღება მგონი არ უნდა იყოს გასაკიცხი. "არცოდნა არცოდვააო"–ს დიდად არ ვეთანხმები. შეიძლება ეს ჩემი კომენტარები ვინმესგან ოდნავ არასწორად იქნას აღქმული, მაგრამ არაუშავს .... როგორც იტყვიან "სიამაყეზე" დაკიდებაც შეიძლება ხოლმე :)))))))

    ReplyDelete
  5. დავიდ - აი მესმის კომენტარი. ვახ საინტერესოა : )
    ვნახოთ ორი მამაკაცი უკვე არის ნუთუ საბოლოოდ შეძლებთ ჩემს გადარწმუნებას ^^

    ReplyDelete
  6. საბოლოოდ გადარწმუნება დიდად არც მიცდია. არის ჩვენში, მამაკაცებშიც, რაღაც ალბათ რისი გამოცდაც (თუნდაც 1 დღით) მაინც საინტერესო იქნება. ისიც აღვნიშნე რომ პირიქითაც :))))))

    ReplyDelete
  7. ფეხბურთს მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ :) სხვა რა გითხრა... ისევ მამრების კომენტარებს უნდა დაეყრდნო :)

    ReplyDelete
  8. Anonymous11:58 PM

    მესამე პუნქტში ვარ კაცი კუბში :D :D :D

    ReplyDelete
  9. პირველ პუნქტს რაც შეეხება, მე მინახავს ქაღალდისგან დამზადებული "სიამაყე", მზესუმზირის ჩასაყრელი პაკეტივითაა. ასევე მაგ დროს კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, კერძოდ "დაბერტყვა". პავიჩი წერდა თავის ერთ წიგნში: ქალები ვერასდროს გაიგებენ თუ რა სიამოვნებაა ამაშიო.

    კაცები ფეხბურთს ყველა იმ ორგანოს დახმარებით ვაფასებთ, რაც ქალებსაც გაქვთ. ფეხბურთი ხელოვნებაა. უბრალოდ დეტალებში უნდა ერკვეოდე. თამაშის დროს ერთი ზუსტი და დროული პაუზა დარტყმის წინ ისეთივე ხელოვნებაა, როგორც საქსაფონისტის მიერ შესრულებული მუსიკალური ფრაზა. ასე რომ გველი არაფერ შუაშია.

    ReplyDelete
  10. Anonymous4:44 PM

    ონანიზმისგან გამოწვეული სიამოვნება, ხშირად სექსზეც მეტია. არ ვიცი ეს რამდენაც შესაძლებელია ქალებისთვის.
    შარდვას რაც შეეხება, სადღაც მინახია რომ თქვენც შეგიძლიათ ეგრე მოფსათ, ნუ ზოგ ქალს დამოღამებული აქვს.
    ფეხფურთის ყურებისას არაფერზე არ ვფიქრობთ, უყურებთ მხოლოდ ბურთს, რომელ კარში რამდენჯერ გავა.
    და საერთოდაც, ცურვის [ჩოგბურთისაც] გულშემატკივარი ვარ.

    ReplyDelete
  11. ჩორვენ, რა მაგარი ვინმე ხარ!!! კომენტარები ერთობ საინტერესო იყო.

    ReplyDelete
  12. ჩემი კომენტარი თავისით წაიშალა თუ თქვენ წაშალეთ? :)

    ReplyDelete
  13. Anonymous12:02 PM

    თემა ძალიან საინტერესოა. ერთხელ მეც დავფიქრდი პირველ და მეოთე პუნქტებზე.. მასეთი "სხეულების" შეცვლა/გაცვლა რეალური რომ ყოფილიყო, ერთი დღე მეყოფოდა, მაგრამ ჩემ მიერ ჩადენილი საქციელების გამო მეორე დღეს მოვკვდებოდი ან სიცილისგან ან სირცხვილისგან ^^

    ReplyDelete
  14. ბავშვობაში რისიც ბიჭების ყველაზე ძალიან მშურდა, პირველი პუნქტია აქ.. :)))

    ReplyDelete
  15. მე მყავს ძმა ჩემივე ასაკის და რომ ვუყურებ აშკარად არ მინდა კაცობა :)) უბრალოდ, ექსპერიმენტის მიზნით მართლა საინტერესო იქნებოდა ერთი დღით ამპლუის შეცვლა..

    ReplyDelete
  16. Anonymous5:59 PM

    მერწმუნე იმაში რაც გაინტერესებს, დიდად საინტერესო არაფერი არაა :D ასე რომ არც ისე კაია მამაკაცობა :D

    ReplyDelete
  17. cdispireli - ვახ მე არაფერი წამიშლია, არ მჩვევია მსგავსი რამე. შევამოწმებ სპამებში ხომ არ გადახტა : )
    ourlifegoeson - აჰ არანაირი სირცხვილი : ) ყველაფერი უნდა ცადო : )
    sandro91 - ანუ შენ თავს ცუდად გრძნობ ? )

    ReplyDelete
  18. Mda.. me momwons gogo rom var.. )) arcerti ar mainteresebs aqedan .. kacebi yoveltvis qalebze laparakooben da chvenze mets choraoben. es zustad vici ))

    ReplyDelete
  19. ერთადერთი მიზეზი რის გამოც გავხდებოდი ქალი განმეცადა ქალის სამსაათიანი (და არა ისე ჩვენ რო გვაქვს - წამებში) ორგაზმი ისიც ქალთან ოღონდ... (ტვინი თუ ახლანდელი გამყვებოდა, სხვანაირად ვერ შევცვლებდი სამწუხაროდ)

    ReplyDelete
  20. მეხუთეზე ჭეშმარიტებას ვიტყოდი, მაგრამ მერე კუდებს გამოაბამთ :დ თან ბევრია სათქმელი :D

    ReplyDelete
  21. Anonymous2:25 AM

    მე ორივე ხელით მიჭირავს ხოლმე (დედარაგულახდილობაა)
    და ეხბურთიც არ მევასება -)

    ReplyDelete
  22. აღასპერ - დასწერე ოხერო მაინტერესებს ვა!

    ReplyDelete
  23. ქალის ორგაზმი კაცისაზე უფრო სასიამოვნოა

    ReplyDelete
  24. ყველაზე კაიფი თავზე ხელების შემოწყობაა ტუალეტში )))))

    ReplyDelete
  25. აუჰ ყველაზე მეტად კაცად ყოფნა იმიტომ მინდა რომ ქუჩის ჩხუბში მოვხვდე ^^ აი ისეთში ვინ ვის ურტყავს რომ ვერ გაიგებ ^^ მმ... რა ქვია იმ ფილმს :ფიქრ: მგონი "მწვანე ქუჩის ხულიგნები" თუ რაღაც წიპა ტავო.. აი მაგ ფილმშია ეგეთი ჩხუბი ^^ აუ როგორ მაინტერესებს შეგრძნებები და ყველაფერი...

    ReplyDelete
  26. რაც შეეხება ქუჩურ (banda-bandaze) ჩხუბს, ამაში არაფერია კარგი გარდა გადაკეტილი ტვინის და დედის გინების, ასე რომ ისევ იმ ზემოთხსენებულების ნატვრა ჯობია ვიდრე ვიგაცის ცემაზე )))))

    ReplyDelete
  27. saerto jamshi sheileba chamokalibeba - kuzanovis tsentri an gvaramia....magram albat ajobebda davrchet is vints vart ,,,da ese ikos koveli tsami...qali katsi katsi qali,,es albad dasasruli iqneba...gushin stomatologs vstumrobdi..da sanam morcheboda chemi sabrdzolo kbilis gasalashinebas vfiqrobdi,,gmerto ise ra magaria rom katsi var...da tavshi utseb gamielva - zustad erti kvira mimatrevdnen mag stomatologtan da satsodavi qalebi,,mshobiarobis gadzlebis nervebi,,uff ...madlobt tqven amisatvis...da darchit qalebi 24 saati dgeshi fiqrebshits ki...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!