გაშალეთ ფრთები – თავისუფლება დეფიციტშია

აღელვებული ვარ მეთქი რომ გითხრათ არასწორი იქნება და ფაქტიურად ტყუილი გამომივა, მაგრამ მინდა რამოდენიმე პუნქტი გაგიზიაროთ რომელიც ნამდვილად ღირს რომ ყველამ შევასრულოთ. (რამეთუ გამოცდილებებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ თუ არ შევასრულებთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ , თუ სულიერ ჯამრთელობაზე აისახება და თანაც არც თუ ისე დადებითად)

მაშ ასე

gallery_2599_22_1151339717

რჩევა 1

ყოველთვის, აი სულ სულ სულ ყოველთვის გააკეთეთ ის რაც გინდათ (ოღონდაც მართლა გულით გინდათ), ისე გააკეთეთ როგორც ეს თქვენ გინდათ და წარმოგიდგენიათ , რომ საუკეთესო იქნება. არასოდეს არ გაჩერდეთ და არ შეშინდეთ. ნუ დაფიქრდებით როგორ გაგიგებენ, გაგიგებენ თუ არა საერთოდ, რას იტყვიან ან ვინ იტყვის. იმაზეც კი არასოდეს დაფიქრდეთ ექნება თუ არა თქვენს ქმედებას შედეგი , უბრალოდ თუ გინდათ – გააკეთეთ.

- თუ ასე არ მოიქცევით თქვენ ყოველთვის გექნებათ უკმარისობის შეგრძნება და აზრები ”არადა რომ გამეკეთებინა რა მოხდებოდა”-ო

რჩევა 2

ნებისმიერი რჩევა მოისმინეთ და დაფიქრიდით რატომ იყო ის გაჟღერებული. რამოდნენიმე ვერსია განიხილეთ მიზეზისა და თუ ვერ ერთი ვერ გაამართლეთ , ან ვერ შეიგრძენით მისი სისწორე მხოლოდ მაშინ უკუაგდეთ.

- ეს რჩევა არ ეხება რჩევებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ვიზუალური მხარის შესახებ (ვარცხნილობა, ჩაცმულობა და ა.შ) ეგ გემოვნების ამბავია და არა საღი აზრისა და გამოცდილების.

რჩევა 3

bavsuasaრ იეჭვიანოთ, ან თუ იეჭვიანებთ არ გამოხატოთ მაინც, ან თუ სხვანაირად არ გამოდის ფრთხილად მაინც გამოხატეთ და იოლ ფორმებში. ეჭვიანობა ერთადერთი საქციელი და ჩვევაა რომელიც [ცენზურა] ყველას და ყველაფერს. ეცადეთ საერთოდ გადაეჩვიოთ ეჭვიანობას და ნურც სხვისას გაამართლებთ.

 

- ამ პუნქტს არ აქვს მეორე მხარე და საერთოდ ეს პუნქტი ცხოვრების წესია!

რჩევა 4

როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ თანამოსაუბრის აზრი და პოზიცია არ შეაწყვეტინოთ, რადგან თქვენ ამ შემთხვევაში იმ უკანასკნელ შანსსაც მოსპობთ , რომ ის თქვენ აზრზე გადმოიბიროთ. მოუსმინეთ ყველას და ბოლომდე.

- ამ პუნქტშიც გამონაკლისი მხოლოდ თქვენი პირადი ვიზუალის შესახებ არსებული საუბარია, თუმცა ერთი ცვლილებით, თუ მოუსმენთ ის ჩათვლის რომ მოგაქციათ ”ჭეშმარიტებისაკენ” და რაღაც პერიოდი დაისვენებთ,თუმცა ეს თქვენ უნდა აირჩიოთ როგორ მოიქცევით.

რჩევა 5

არავის და არაფრის გამო არ მოიშალოთ ნერვები და თუ მაინც მოხდა ასე - დიდი ხანი თავს ნუ დაითრგუნავთ. მალევე დაივიწყეთ და ”დაიკიდეთ” ყველაფერი. თქვენი ნერვული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება , ისინი მალე იხოცება და სავალალო შედეგიც მალე დაგიდგებათ.

- დამიჯერეთ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის გამოც კი არ ღირს საკუთარი თავისთვის ამხელა ზიანის მიყენება!

რჩევა 6 (და მთავარი)

დაივიწყეთ ყველა რჩევა , პრინციპი და სწავლება. იცხოვრეთ ისე როგორც გაგისწორდებათ, როცა გაგისწორდებათ და სადაც გაგისწორდებათ.

აკეთეთ არაფერი ან ყველაფერი , ან ხან არაფერი და ხანაც ყველაფერი. მოკლედ მხოლოდ ის აკეთეთ და ისე მოიქეცით როგორც თქვენი თავის ქალის შიგნით არსებული (ვიმედოვნებ რომ ეს დეტალი ყველას გაქვთ) რუხი ნივთიერება მოიფიქრებს .

165684_187638151254813_100000258885425_604651_5431416_n

Post a Comment

8 Comments

  1. Anonymous10:26 PM

    აი მე–6 წესს ჯერ–ჯერობით ვასრულებ და ბედნიერი ვარ :)ოღონდ მთავარია ჩემმა თავისუფლებამ, სხვისი თავისუფლება არ შეზღუდოს. ესაა და ეს ;)
    კარგი რჩევებია ;)

    ReplyDelete
  2. rode - აბსოლუტურად მართალი ხარ!! სრულებით ♥

    ReplyDelete
  3. მეექვსე რჩევა <3

    ReplyDelete
  4. Anonymous2:32 AM

    კარგი რჩევებია! :)

    ReplyDelete
  5. meeqvse rcheva +100 =)

    ReplyDelete
  6. Anonymous1:51 AM

    ჩემ "რუხ ნივთიერებას" მოეწონა ეს რჩევები.

    ReplyDelete
  7. აუჰ მართლა სადესკტოპე პოსტია ^^ <3<3<3

    ReplyDelete
  8. Anonymous9:54 PM

    კიდე კაი მეექვსე ეწერა, კინაღამ გადამიტრიალდა გული გონება და მერე ტანი.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!