ისევ ადამიანებზე და მათ შორის ურთიერთობებზე უნდა დავწერო, რა ვქნა თუ ეს ძალიან დიდი და დაუსრულებელი პროცესია, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღრმად მითრევს და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას?
თქვენ არ ხართ ეგრე?(ყოველი უარყოფითი პასუხი ჩემს გაოგნებას უფრო და უფრო ზრდის, იცოდეთ)
არ გგონიათ რომ ადამიანური ურთიერთობები ერთ დაუსრულებელ აზარტულ თამაშს ჰგავს ., რომელშიც ხან წაგებულები ვრჩებით, ხან მოგებულები, ხანაც ვა-ბანკ გვიწევს თამაში და თვალდახუჭულები ველოდებით რა შედეგი ”ამოვარდება”?
გავს თუ არა ცხოვრება და ადამიანები მასში - ”რულეტკის” პრინციპს? გვშობენ და შემდეგ რულეტკის სასწაული სიჩქარით მბრუნავ თეფშზე ჩაგვალაგებენ , იმ საზოგადოებაში რომლებში ჩვენი მშობლები არიან, შემდეგ კი მორიგეობით გვეცემა ბურთები თავზე, გვეხეთქება რაღაც პერიოდი და შემდეგ რომელიმე ჩვენგანთან ჩერდება(თუმცა ისიც კი საბოლოოდ მაინც ჰკარგავს ბურთს, მის შემდგომ გამოჩენამდე). ეს პროცესი დაუსრულებელია და ვერც თეფშიდან ვთავისუფლდებით და ვერც მხტუნავ ბურთს ვიგერიებთ, რომელიც განუწყვეტლივ ჩნდება და ჩნდება….
ადამიანები მიდრეკილნი არიან თანაგრძნობის, სითბოს ან რაიმე შეგრძნების ძიებისკენ (ნუთუ ვცდები?) რაც ხდება მიზეზი იმისა , რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან ნებით თუ უნებლიედ, მიზანმიმართულად თუ უბრალოდ სიტუაციას მინდობილნი ვეკონტაქტებით და კავშირებს ვაბავთ.
ისე ეს ურთიერთობები რუსულ ”რულეტკა”საც კი ჰგავს, ან გაისვრის შენს საფეთქელთან, ან არა… ან ეხლა გაისვრის ან რამდენიმე წრის შემდეგ და თუ მოხდა ისე , რომ თამაშის ბოლომდე არ გაისროლა მაშინ ალბათ შეგვიძლია ამას ბედნიერება ვუწოდოთ , რომელიც მაინც სიკვდილით დასრულდება… ფიზიკური სიკვდილით და არა ემოციურით…
მე მჭირება ადამიანები, მათ გარეშე ვერ ვსწავლობ, ვერ ვიზრდები , ვერ საზრდოობ… ვიფიტები და ვკვდები…
10 Comments
ადამიანური ურთიერთობები კარგია მაშინ, თუ ადამიანური ხარ..
ReplyDeleteსამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობები იშვიათია..
არა ვასას ცდები : ) არც ერთი ურთიერთობა არაა იშვიათი უბრალოდ ყველას ვერ ვირგებთ და ვმაზავთ
ReplyDelete.. ზოგს კიდევ, გავურბივართ.. :)
ReplyDeleteმე არ მჭირდება ადამაიანები.
ReplyDeleteთავს ხეეებთანაც კარგად ვგრძნობ ;)
:შოზოიდურგამომეტყველებიანისმაილიკი:
:thumbs up:
ReplyDeleteRode - ver mjera )
ReplyDeleteOTO - ^^
Carrie Bradshaw ხარ ჩემს თვალში :))
ReplyDeleteGIga : ))) :*
ReplyDelete"არ გგონიათ რომ ადამიანური ურთიერთობები ერთ დაუსრულებელ აზარტულ თამაშს ჰგავს ., რომელშიც ხან წაგებულები ვრჩებით, ხან მოგებულები, ხანაც ვა-ბანკ გვიწევს თამაში და თვალდახუჭულები ველოდებით რა შედეგი ”ამოვარდება”?"
ReplyDeleteაუ კი. თან ძალიან ხშირად. პრინციპში ცხოვრება ერთი დიდი გამართლება-არგამართლებაა.
კი, ადამიანები მეც მჭირდება. თითქმის ყველას მგონი. მარტო ერთეულებია იმდენად თვითმყოფადი, რომ ეგ ამბავი არ ადარდებთ. ისიც, ნახევარი იტყუება.
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!