კანის სურნელი და ყოველი შეხება ჩემში ენით აუწერელ სიამოვნებას და შეგრძნებას იწვევს… თითების თამაში ჩემთვის არავერბალური კონტაქტის უმაღლეს კატეგორიას შეესაბამება… შეგრძნებები კანის ყველა უჯრედიდან - ზღვაზე განვითარებული შტორმივით - მოდის და ნთქავს სხვა ყველანაირ განწყობასა და ემოციას.
ყოველი ოდნავი, თუ უცაბედი შეხება ჟრუანტელს მგვრის და ყველაფერს მავიწყებს.
შეგრძნებების ”თამაში” ყოველთვის ძალდაუტანებლად იწყება და ასევე ახერხებს გაგრძელებას, დამოუკიდებლად, გინდა ეს შენ თუ არა. თავის დაძვრენა და შეწყვეტა - ყველანაირ ძალებს აღემატება.
ხელის ყოველი მოძრაობით სწავლობ რაღაც ახალს, ეხები ემოციითა და ვნებით დამუხტულ ზედაპირს , რომელიც აბსოლუტური სიზუსტით იღებს შენს შეგრძნებებს და ორჯერ მეტს თუ არა იგივეს გიბრუნებს უკან.
ასეთ დროს არაა საჭირო სიტყვები, კითხვები, ხმაც კი არაა საჭირო, საერთოდ ყველაფერი კარგავს მნიშვნელოვნებას.
****
ნახევრად ჩაბნელებული ოთახი სადაც ბევრი არაფერი არ დგას, ფრიად კარგი გარემოა უსიტყვო ურთიერთობისათვის, უფრო სწორად სიტყვაძუნწი კონტაქტისა და შლეგი შეგრძნებებისათვის.
ყველაფერი მარტივად - შეხედვითა და მსუბუქი ღიმილით როდესაც იწყება, ხვდები რომ წინ მთელი ზღვაა შეგრძნებების, რომლებიც არ უნდა გაგექცეს, არ უნდა გაგისხლტეს და სრულად მოიცვა.
სიმართლე თუ გინდათ გვეძინებოდა, ძალიან გვეძინებოდა და ალკოჰოლმოკიდებულები პატარა ტახტზე ვიყავით მისვენებული.
სახე - ყელსა და მხარს შორის (ყველაზე გემრიელ) ადგილას მქონდა ჩაჭეჭყილი და ხარბად ვისუნთქავდი გრილ არომატს, რომელსაც არც კი ვიცი რისი მსგავსი სურნელი ჰქონდა.
ფრთხილი მოძრაობით ვსწავლობდი ყოველი ნაკვთისა და კუნთის აგებულებას, კანის ფაქტურას და სიამოვნებისაგან ვკანკალებდი. ყოველი საპასუხო შეხება თბილ ჟრუანტელს მგვრიდა , სუნთქვა კი უფრო და უფრო მიჭირდა.
ყოველი მორიგი ამოსუნთქვა უფრო და უფრო გასაგები გახდა, თუმცა მოქმედებები არ აჩქარებულა. ისევ ხარბად ვისუნთქავდი კანის სურნელს და ვცდილობდი არ გამომპარვოდა არც ერთი მოძრაობა, არც ერთი სანტიმეტრი ისე, რომ არ მეგრძნო.
არ ვფიქრობდით , არ ვსაუბრობდით – უბრალოდ ვგრძნობდით და განვიცდდით, ან არა უბრალოდ ვგრძნობდით, თუმცა ამ შეგრძნებების სახელები არ ვიცი და არც მჭირდება, ისიც საკმარისია რომ ვიცი როგორია როდესაც ისინი გაქვს …
***
ეს ისტორია ასე არ სრულდება, საერთოდ ისტორია არ სრულდება, ან წრეზე ბრუნავს ან გრძელდება და რაღაცას ქმნის, თუმცა არავერბალური ურთიერთობების დასასრული საერთოდ წარმოუდგენელია არსებობდეს…
ხოლო პრელუდია კი იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს ვიდრე მისი დასასრულია.
ნებისმიერი შეგრძნება - მოსული კანის სულ მცირე ზედაპირიდანაც კი ,ბევრად აჭარბებს სიტყვებისა და ინტონაცებისაგან მიღებულ განწყობას.
11 Comments
მარ, არ შეიძლება ასე პირდაპირ! : (
ReplyDeleteამას გათხოვებ http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=OE0Avd0uV1g : )
Mira : *
ReplyDeleteკითხვისას სითბობ დამიარა და დამბურძგლა ^^
ReplyDeletemecmikvarkhar -მაშ გიგრძვნია ^^
ReplyDeleteOMG!
ReplyDelete:chups:
ReplyDeletesadistka! :))
ReplyDeleteThere's nothing like sex. NOTHING!!!
ReplyDelete"ხოლო პრელუდია კი იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს ვიდრე მისი დასასრულია." – ხუმრობ? რა თქმა უნდა, პრელუდიაა თუ არის, ყველაფერი აქედან იწყება.
სინათლეა აქ ... მგონი :))
ReplyDeleteWilliam - რას გულისხმობ? : )
ReplyDeleteმესითბოვა :D
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!